პეტრეს პირველი წერილი
2 ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება,+ ცბიერება, თვალთმაქცობა, შური, შეურაცხმყოფელი ლაპარაკი. 2 როგორც ახალშობილებმა,+ შეიყვარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძე*, რომ გაიზარდოთ და გადარჩეთ,+ 3 რადგან თქვენ უკვე იგემეთ, რომ კეთილია უფალი.
4 ვინაიდან ირწმუნეთ ადამიანთა მიერ დაწუნებული,+ თუმცა ღვთისთვის რჩეული+ და ძვირფასი ცოცხალი ქვა, 5 თქვენც, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ ტაძრად შენდებით,+ რათა წმინდა სამღვდელოებად იქცეთ და იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისთვის მოსაწონი+ სულიერი მსხვერპლი+ შესწიროთ. 6 წმინდა წერილში ნათქვამია: „აი, სიონის საძირკვლად ვდებ რჩეულ ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს, და ვისაც ის სწამს, იმედი არასოდეს გაუცრუვდება“.+
7 ასე რომ, ის თქვენთვისაა ძვირფასი, მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+ კუთხის თავში დასადებ ქვად იქცა“,+ 8 „დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ“.+ ისინი იმიტომ ბრკოლდებიან, რომ სიტყვას ეურჩებიან. ესაა მათი ხვედრი. 9 თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი,+ ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება,+ რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“,+ ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ.+ 10 ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ.+ ოდესღაც ღვთის წყალობა არ გქონდათ, ახლა კი გაქვთ.+
11 საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და დროებით მცხოვრებთ:+ დათრგუნეთ ხორციელი სურვილები,+ რომლებიც გებრძვიან.+ 12 კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში,+ რათა, ბოროტმოქმედებაში რომ გდებენ ბრალს, თქვენი კარგი საქმეების შემხედვარეებმა+ განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს.
13 უფლის გულისთვის დაემორჩილეთ კაცთა მიერ დამყარებულ ხელისუფლებას:+ მეფეს,+ როგორც უმაღლეს მმართველს, 14 და გამგებლებს, როგორც მისგან უფლებამოსილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კარგის მოქმედთა შესაქებად,+ 15 რადგან ღვთის ნებაა, რომ კარგის კეთებით დაადუმოთ უგუნურები, რომლებიც უცოდინარობით ლაპარაკობენ.+ 16 იყავით თავისუფლები,+ ოღონდ ეს თავისუფლება ბოროტების შესანიღბად კი არ გამოიყენოთ,+ არამედ ისე, როგორც ღვთის მონებს შეჰფერით.+ 17 პატივი ეცით ყველას,+ გიყვარდეთ მთელი საძმო,+ ღვთისა გეშინოდეთ+ და პატივი მიაგეთ მეფეს.+
18 ყველა მოსამსახურე პატივისცემით დაემორჩილოს თავის ბატონს,+ არა მხოლოდ კარგსა და გონიერს, არამედ ისეთსაც, რომლის გულსაც ადვილად ვერ მოიგებ. 19 თუ ვინმე იმის გამო იტანს გასაჭირსა და უსამართლობას, რომ ღვთის წინაშე სუფთა სინდისი ჰქონდეს, ეს ღვთისთვის მოსაწონია,+ 20 მაგრამ, თუ ცოდვის ჩადენის გამო გცემენ და ითმენთ, რა საქებარია?!+ ხოლო, თუ კარგის კეთების გამო იტანჯებით და ითმენთ, ეს ღვთისთვის მოსაწონია.+
21 ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის+ და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს.+ 22 მას არც ცოდვა ჩაუდენია+ და არც სიცრუე დასცდენია მის ბაგეს.+ 23 როცა შეურაცხყოფდნენ,+ შეურაცხყოფით არ პასუხობდა,+ და, როცა იტანჯებოდა,+ კი არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სამართლიანად ასამართლებს.+ 24 მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე+ ჩვენი ცოდვები,+ რომ დავხოცილიყავით ცოდვისთვის და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“.+ 25 ერთ დროს გზააბნეული ცხვრებივით იყავით,+ ახლა კი თქვენს მწყემსსა+ და ზედამხედველს დაუბრუნდით.