ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 11
ენთუზიაზმი
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
ილაპარაკე მთელი გულით. მომზადების დროს იფიქრე იმაზე, რომ ხალხს მნიშვნელოვან ცნობას გადასცემ. იმდენად კარგად უნდა მოამზადო მასალა, რომ მთელი გულით გადმოსცე.
იფიქრე მსმენელზე. დაფიქრდი, რამდენად გამოადგება სხვებს ინფორმაცია, რომელსაც კითხულობ ან ასწავლი. ეცადე, ისე გადმოსცე, რომ მსმენელმა ნათლად დაინახოს მისი პრაქტიკული ღირებულება.
ცოცხლად გადმოეცი. ილაპარაკე ენთუზიაზმით. გრძნობები ბუნებრივი ჟესტიკულაციითა და სახის გამომეტყველებით გამოხატე.