1 მატიანე
9 ყველა ისრაელი საგვარეულოთა მიხედვით აღირიცხა+ და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაიწერა. იუდა ბაბილონში იყო გადასახლებული+ თავისი ორგულობის გამო. 2 თავიანთ სამკვიდროს, თავიანთ ქალაქებს პირველები ისრაელები,+ მღვდლები,+ ლევიანები+ და ნეთინიმები*+ დაუბრუნდნენ. 3 იუდას,+ ბენიამინის,+ ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ზოგიერთები იერუსალიმში დასახლდნენ:+ 4 უთაი, ამიჰუდის ძე, ომრის ძე, იმრის ძე, ბანის ძე, იუდას ძის+ ფერეცის ძეთაგან;+ 5 შილოელთაგან*+ — პირმშო ასაია და მისი ვაჟები; 6 ზერახის+ ძეთაგან — იეუელი და ექვსას ოთხმოცდაათი კაცი მათ ძმათაგან.
7 ბენიამინის ძეთაგან: სალუ, ჰასენუას ძის, ჰოდავიას ძის მეშულამის ძე, 8 იბნეია, იეროხამის ძე, ელაჰი, მიქრის ძის უზის ძე, და მეშულამი, იბნიას ძის, რეუელის ძის შეფატიას ძე. 9 მათი ძმების რიცხვი საგვარეულო ჩანაწერების მიხედვით იყო ცხრაას ორმოცდათექვსმეტი. ისინი თავიანთი მამა-პაპის საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ.
10 მღვდელთაგან იყვნენ: იედაია, იეჰოიარიბი, იაქინი,+ 11 აზარია,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინამძღოლი ახიტუბის ძის, მერაიოთის ძის, ცადოკის ძის, მეშულამის ძის ხილკიას ძე, 12 ადაია, მალქიას ძის, ფაშხურის ძის იეროხამის ძე, და მაასაი, იმერის ძის, მეშილემითის ძის, მეშულამის ძის,+ იახზერას ძის ადიელის ძე, 13 და მათი ძმები, თავიანთი მამა-პაპის საგვარეულოს თავკაცები, ათას შვიდას სამოცი ძლიერი და უნარიანი კაცი,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურების შესასრულებლად.
14 ლევიანთაგან იყვნენ: შემაია, ხაშაბიას ძის, აზრიკამის ძის ხაშუბის ძე+ — მერარის ძეთაგან, 15 ბაკბაკარი, ხერეში, გალალი, მათანია,+ ასაფის ძის,+ ზიქრის+ ძის მიქას+ ძე, 16 ობადია, იედუთუნის ძის,+ გალალის ძის შემაიას ძე,+ და ბერექია, ელკანას ძის ასას ძე, რომელიც ნეტოფათელთა+ დასახლებებში ცხოვრობდა.
17 კარიბჭის მცველები+ იყვნენ: შალუმი,+ აკუბი, თალმონი და ახიმანი. მათი ძმა შალუმი თავკაცი იყო. 18 ადრე ის მეფის კარიბჭესთან+ იდგა, აღმოსავლეთით. ისინი იყვნენ კარიბჭის მცველები ლევის ძეთა+ ბანაკებში. 19 შალუმი, კორახის+ ძის,+ ებიასაფის+ ძის კორეს ძე, და მისი ძმები კორახელთა+ საგვარეულოდან იმ საქმეს ზედამხედველობდნენ, რაც დავალებული ჰქონდათ როგორც კარვის მცველებს;+ მათი მამები იეჰოვას ბანაკს ზედამხედველობდნენ როგორც შესასვლელის მცველები. 20 წარსულში მათი წინამძღოლი ელეაზარის+ ვაჟი ფინხასი+ იყო. იეჰოვა იყო მასთან.+ 21 ზაქარია,+ მეშელემიას ძე, შეხვედრის კარვის შესასვლელის მცველი იყო.
22 კარიბჭის ზღურბლთა მცველებად მთლიანობაში ორას თორმეტი კაცი იყო ამორჩეული. ისინი თავიანთ დასახლებებში+ ცხოვრობდნენ საგვარეულო ნუსხის მიხედვით.+ დავითმა+ და წინასწარმხილველმა+ სამუელმა დააყენეს ისინი, რადგან ნდობას იმსახურებდნენ.+ 23 ისინი და მათი ძეები იეჰოვას სახლის ანუ კარვის* კარიბჭეებს დარაჯობდნენ.+ 24 კარიბჭის მცველები ოთხ მხარეს იდგნენ — აღმოსავლეთით,+ დასავლეთით,+ ჩრდილოეთითა+ და სამხრეთით.+ 25 მათი ძმები, რომლებიც თავიანთ დასახლებებში იყვნენ, დროდადრო შვიდი+ დღით უნდა მისულიყვნენ მათ დასახმარებლად. 26 კარიბჭის მცველთაგან ოთხი ძლიერი კაცი იყო ნდობით აღჭურვილი. ისინი ლევიანები იყვნენ და მათ ებარათ ჭეშმარიტი ღვთის სახლის სასადილო ოთახები+ და საგანძური.+ 27 ისინი ჭეშმარიტი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ევალებოდათ დარაჯობა+ და მათ ებარათ გასაღები დილაობით კარების გასაღებად.+
28 ზოგ მათგანს ჩაბარებული ჰქონდა ნივთები,+ რომლებსაც მსახურებისას იყენებდნენ, რადგან თვლით შეჰქონდათ ისინი და თვლითვე გამოჰქონდათ. 29 ზოგ მათგანს ჩაბარებული ჰქონდა სხვა ნივთები, წმინდა+ ნივთები, წმინდად დაფქული ფქვილი,+ ასევე ღვინო,+ ზეთი,+ გუნდრუკი+ და ბალზამი.+ 30 მღვდლების ძეთაგან ზოგიერთი ნელსაცხებელს ამზადებდა,+ რისთვისაც ბალზამს იყენებდა. 31 ლევიანთაგან კორახელი შალუმის+ პირმშოს, ნდობით აღჭურვილ მათითიას ებარა ყველაფერი, რაც ტაფებზე ცხვებოდა.+ 32 მათ ძმებს, კეჰათელთა ძეთაგან ზოგიერთს, ევალებოდათ შაბათობით+ წარსადგენი პურის+ მომზადება.
33 ისინი იყვნენ მგალობლები,+ ლევიანთა საგვარეულოთა თავკაცები; ისინი სასადილო ოთახებში+ იყვნენ და თავისუფლდებოდნენ სხვა მოვალეობებისგან,+ რადგან თავიანთი პასუხისმგებლობისამებრ დღე და ღამე მსახურობდნენ.+ 34 ისინი საგვარეულო ჩანაწერებში მთავრებად, საგვარეულოთა თავკაცებად იყვნენ მოხსენიებულნი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.+
35 გაბაონში+ ცხოვრობდა გაბაონის მამა, იეიელი. მის ცოლს მააქა ერქვა. 36 მისი ვაჟი აბდონი პირმშო იყო, მერე ცური, კიში, ბაალი, ნერი, ნადაბი, 37 გედორი, ახიო, ზაქარია+ და მიკლოთი. 38 მიკლოთს შეეძინა შიმეამი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ სხვა ძმებთან ერთად, თავიანთი ძმების მოპირდაპირე მხარეს. 39 ნერს+ შეეძინა კიში,+ კიშს — საული,+ საულს — იონათანი,+ მალქი-შუა,+ აბინადაბი+ და ეშბაალი.+ 40 იონათანის ძე იყო მერიბ-ბაალი.+ მერიბ-ბაალს შეეძინა მიქა.+ 41 მიქას ვაჟები იყვნენ: ფითონი, მელექი, თახრეა და ახაზი.+ 42 ახაზს შეეძინა იარა, იარას — ალემეთი, აზმავეთი და ზიმრი. ზიმრის შეეძინა მოცა. 43 მოცას შეეძინა ბინეა და მისი ძე რეფაია,+ მისი ძე ელეასა და მისი ძე აცელი. 44 აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა, მათ ერქვათ: აზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეარია, ობადია და ხანანი. ისინი აცელის+ ვაჟები იყვნენ.