მათე
21 იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ და ბეთფაგეში მივიდნენ ზეთისხილის მთაზე, იესომ ორი მოწაფე გაგზავნა+ 2 და უთხრა: „წადით სოფელში, რომელიც თქვენ წინაშეა, და როგორც კი მიხვალთ, ნახავთ დაბმულ ვირსა და ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ.+ 3 თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანენ“.
4 ეს მოხდა, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 5 «უთხარით სიონის ასულს: „აი, მოდის შენთან შენი მეფე,+ რბილი ხასიათისა,+ ვირზე ზის, ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე“».+
6 წავიდნენ მოწაფეები და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა. 7 მოიყვანეს ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი ტანსაცმელი დაუფინეს და ისიც შეჯდა.+ 8 ხალხის უმრავლესობა თავიანთ ტანსაცმელს+ უფენდა გზაზე, სხვები კი ტოტებს აჭრიდნენ ხეებს და გზაზე უფენდნენ.+ 9 ხალხი, რომელიც მის წინ მიდიოდა და ისინიც, რომლებიც უკან მიჰყვებოდნენ, ხმამაღლა გაიძახოდნენ: „გევედრებით,+ იხსენი დავითის ძე!+ კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!+ გევედრებით, იხსენი იგი, ზეციერო!“+
10 შევიდა იესო იერუსალიმში+ და მთელ ქალაქში აურზაური ატყდა, კითხულობდნენ: „ეს ვინ არის?“ 11 ხალხი კი ამბობდა: „ეს არის წინასწარმეტყველი+ იესო გალილეის ნაზარეთიდან!“
12 შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები.+ 13 უთხრა მათ: «დაწერილია: „ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა“,+ თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ».+ 14 ტაძარში მასთან უსინათლოები და კოჭლები მივიდნენ და მან განკურნა ისინი.
15 როცა უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა დაინახეს სასწაულები, რომლებიც მან მოახდინა,+ და ბავშვები, რომლებიც ტაძარში ხმამაღლა გაიძახოდნენ, გევედრებით,+ იხსენი დავითის ძეო,+ აღშფოთდნენ 16 და ჰკითხეს მას: „გესმის, რას ამბობენ?“ «მესმის, — მიუგო იესომ. — ნუთუ არ წაგიკითხავთ:+ „ჩვილები და ძუძუთა ბავშვები აალაპარაკე შენ საქებრად“?»+ 17 დატოვა ისინი, ქალაქიდან ბეთანიაში წავიდა და ღამე იქ გაათია.+
18 დილით ადრე, როცა ქალაქში ბრუნდებოდა, მოშივდა.+ 19 გზაზე ლეღვის ხე დაინახა და ახლოს მივიდა, მაგრამ ფოთლების მეტი რომ ვერაფერი იპოვა+ მასზე, უთხრა: „ნუღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი!“+ ლეღვი მაშინვე გახმა. 20 ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, გაუკვირდათ და თქვეს: „როგორ გახმა ასე უცბად ლეღვი?“+ 21 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით,+ მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დავმართე, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება;+ 22 ყველაფერს, რასაც კი ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“.+
23 როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები და ჰკითხეს:+ „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“+ 24 იესომ მიუგო: „მეც გკითხავთ ერთ რამეს. თუ მიპასუხებთ, მეც გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.+ 25 საიდან იყო იოანეს ნათლობა, ზეციდან თუ ადამიანებისგან?“+ მათ მსჯელობა დაიწყეს ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?+ 26 მაგრამ თუ ვიტყვით, ადამიანებისგანო, ხალხისა უნდა გვეშინოდეს,+ რადგან იოანე ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია“.+ 27 ბოლოს უთხრეს იესოს: „არ ვიცით“. „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“,+ — მიუგო იესომ.
28 «ამაზე რას ფიქრობთ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა.+ მივიდა პირველთან და უთხრა: „შვილო, წადი დღეს ვენახში იმუშავე“. 29 მან მიუგო: „კარგი, ბატონო“,+ მაგრამ არ წავიდა. 30 მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან მიუგო: „არ წავალ“, მაგრამ მერე ინანა+ და წავიდა. 31 ამ ორიდან რომელმა შეასრულა მამის ნება?»+ „მეორემ“, — უთხრეს მათ. „ჭეშმარიტებას გეუბნებით, — უთხრა მათ იესომ, — გადასახადების ამკრეფები და მეძავები თქვენზე წინ მიდიან ღვთის სამეფოში, 32 რადგან იოანე სიმართლის გზით მოვიდა თქვენთან,+ მაგრამ არ ერწმუნეთ მას,+ ხოლო გადასახადების ამკრეფები და მეძავები ერწმუნნენ.+ თქვენ კი, თუმცა დაინახეთ ეს, მაინც არ ინანეთ და არ ერწმუნეთ.
33 მოისმინეთ სხვა მაგალითი: ერთმა სახლის პატრონმა+ ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააგო+ და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა.+ 34 რთველი რომ მოახლოვდა, მევენახეებს მონები გაუგზავნა თავისი ნაყოფის მისაღებად, 35 მაგრამ მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ერთი სცემეს, მეორე მოკლეს, მესამე კი ჩაქოლეს.+ 36 კიდევ გაუგზავნა მონები, ადრინდელზე მეტი, მაგრამ იმათაც ისევე მოექცნენ.+ 37 ბოლოს თავისი ძე გაუგზავნა, ამბობდა, ჩემს ძეს პატივისცემით მოეპყრობიანო. 38 ძის დანახვისას მევენახეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა,+ მოდი, მოვკლათ და მის მემკვიდრეობას დავეპატრონოთო.+ 39 დაიჭირეს, ვენახიდან გაათრიეს და მოკლეს.+ 40 მაშ, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს იმ მევენახეებს?“ 41 მათ უთხრეს: „ამ ბოროტებს დაუნდობლად დახოცავს,+ ვენახს კი ისეთ მევენახეებს მიაქირავებს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს“.+
42 იესომ უთხრა მათ: «ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წმინდა წერილებში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+ მთავარ ქვაკუთხედად+ იქცა; ეს იეჰოვამ მოახდინა და ჩვენს თვალში საოცრებაა“? 43 ამიტომ გეუბნებით: წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს.+ 44 ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს».+
45 ამ მაგალითების მოსმენისას უფროსი მღვდლები და ფარისევლები მიხვდნენ, რომ მათზე ლაპარაკობდა.+ 46 ისინი მის შესაპყრობად შემთხვევას ეძებდნენ, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან მათ წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.+