რომაელები
1 პავლე — იესო ქრისტეს მონა,+ მოციქულად+ მოწოდებული+ და ღვთის იმ სასიხარულო ცნობისთვის გამორჩეული,+ 2 რომელსაც ის წინასწარ დაჰპირდა ადამიანებს თავის წინასწარმეტყველთა+ მეშვეობით წმინდა წერილებში, 3 თავის ძეზე, რომელიც ხორციელად+ დავითის+ შთამომავალია, 4 მაგრამ ძალითა+ და სიწმინდის სულით+ ღვთის ძედ+ იქნა გამოცხადებული, როცა აღდგა მკვდრეთით;+ ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, 5 ვისი მეშვეობითაც მივიღეთ წყალობა+ და მოციქულობა,+ რათა მისი სახელის გულისთვის რწმენას დაემორჩილოს ყველა ხალხი,+ 6 რომელთა შორის თქვენც ხართ მოწოდებულნი, რომ იესო ქრისტესნი იყოთ — 7 გწერთ ყველას, ვინც რომში ხართ, ღვთისთვის საყვარლებს, წმინდებად+ მოწოდებულებს:+
წყალობა და მშვიდობა+ თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+
8 უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტეს მეშვეობით მადლობას ვუხდი+ ჩემს ღმერთს ყველა თქვენგანისთვის, რადგან მთელ ქვეყანაზე ლაპარაკობენ+ თქვენი რწმენის შესახებ. 9 ღმერთი, რომელსაც სულით ვუსრულებ წმინდა მსახურებას იმით, რასაც მისი ძის შესახებ სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, ჩემი მოწმეა,+ რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ ლოცვებში;+ 10 ვევედრები, რომ თუკი შესაძლებელია, ღვთის ნებით,+ ახლა მაინც მომემართოს ხელი და თქვენთან მოვიდე, 11 ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა,+ რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი+ თქვენს განსამტკიცებლად, 12 უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ+ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით.+
13 არ მინდა, არ იცოდეთ, ძმებო,+ რომ ბევრჯერ განვიზრახე თქვენთან მოსვლა,+ რათა თქვენ შორისაც შემეძინა ნაყოფი,+ როგორც უცხოტომელებს შორის, მაგრამ აქამდე ხელი მეშლებოდა. 14 ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა+ და უგუნურთა მოვალე ვარ. 15 ამიტომაც ვისწრაფვი, რომ სასიხარულო ცნობა+ გაუწყოთ თქვენც, რომში მყოფთ,+ 16 ვინაიდან არა მრცხვენია+ სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა+ ყველა მორწმუნის სახსნელად,+ ჯერ იუდეველის,+ მერე კი ბერძნისა.+ 17 მასში ცხადდება ღვთის სიმართლე+ რწმენით+ და რწმენისთვის, როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.+
18 ზეციდან ღვთის რისხვა+ ცხადდება იმ ადამიანთა ყოველგვარი უღმერთობისა და უმართლობის+ წინააღმდეგ, რომლებიც უმართლოდ+ ჩქმალავენ ჭეშმარიტებას.+ 19 მათთვის ცხადია ყველაფერი, რაც ღვთის შესახებ შეიძლება იცოდე,+ რადგან ეს მათ ღმერთმა გაუცხადა.+ 20 მისი უხილავი+ თვისებები — მარადიული ძლიერება+ და ღვთაებრიობა+ — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან,+ რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა,+ ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ;+ 21 თუმცა იცნობდნენ ღმერთს, არ ადიდებდნენ მას, როგორც ღმერთს, და არც მადლობას უხდიდნენ,+ არამედ დაუჩლუნგდათ გონება+ და დაუბნელდათ უმეცარი გული.+ 22 თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ბრძენები იყვნენ, უგუნურები გახდნენ+ 23 და უხრწნელი ღვთის დიდება+ ხრწნადი ადამიანის, ფრინველის, ოთხფეხისა და ქვეწარმავლის+ გამოსახულებად+ აქციეს.
24 ამიტომ ღმერთმა ისინი უწმინდურებას გადასცა+ თავიანთი გულისთქმებისამებრ, რათა თავიანთი სხეულები+ შეურაცხეყოთ მათ,+ 25 ვინც ღვთის ჭეშმარიტება+ სიცრუეზე გაცვალა,+ პატივს მიაგებდა და წმინდა მსახურებას უსრულებდა ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად, რომელიც კურთხეულია მარადიულად. ამინ. 26 ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს,+ რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს.+ 27 კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება+ და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან;+ უხამსობას სჩადიოდნენ+ და მცდარი გზით სიარულისთვის+ საკადრისიც უკლებლივ მიიღეს.+
28 მათ არ უნდოდათ, საფუძვლიანი ცოდნა ჰქონოდათ ღვთის შესახებ+ და ამიტომ ღმერთმა ისინი უკუღმართ გონებას+ გადასცა არასაკადრისი საქმეების საკეთებლად,+ 29 რადგან სავსენი იყვნენ ყოველგვარი უმართლობით,+ ბოროტებით,+ სიხარბით,+ უკეთურებით,+ შურით,+ მკვლელობით,+ დავით,+ ცბიერებით,+ ღვარძლით,+ ჭორიკნები,+ 30 ზურგს უკან მოლაპარაკენი,+ ღვთისმოძულენი, თავხედნი,+ ამპარტავანნი,+ თავდაჯერებულნი,+ ბოროტი საქმეების გამომგონებელნი,+ მშობლების ურჩნი,+ 31 გაუგებარნი,+ სიტყვის გამტეხნი,+ თბილ გრძნობებს მოკლებულნი,+ უმოწყალონი.+ 32 თუმცა შესანიშნავად იციან ღვთის სამართალი,+ რომ ამის ჩამდენნი სიკვდილს იმსახურებენ,+ ისინი არა მხოლოდ აგრძელებენ ასე მოქმედებას, არამედ სხვებსაც უწონებენ+ ასეთ საქციელს.