გამოცხადება
18 ამის შემდეგ ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა.+ მისმა დიდებამ დედამიწა გაანათა.+ 2 მან ძლიერი ხმით+ დაიძახა: „დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი+ და გახდა დემონების სამკვიდრო, ყოველი უწმინდური ამონასუნთქისა+ და ყოველი უწმინდური და საძულველი ფრინველის თავშესაფარი!+ 3 მისი სიძვის მრისხანების ღვინომ იმსხვერპლა ყველა ხალხი.+ დედამიწის მეფეები მეძაობდნენ+ მასთან, ხოლო დედამიწის დიდვაჭრები+ მისი სამარცხვინო ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ“.+
4 სხვა ხმაც გავიგონე ციდან, რომელიც ამბობდა: «გამოდით მისგან, ჩემო ხალხო,+ თუ არ გინდათ, მისი ცოდვების+ თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ, 5 რადგან მისი ცოდვები ცას მისწვდა+ და ღმერთმა გაიხსენა მისი უსამართლო საქმეები.+ 6 მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ,+ და ორმაგად, ორმაგად გადაუხადეთ, რაც გააკეთა.+ სასმისში,+ რომელშიც ის ნაზავს ასხამდა, ორმაგი+ ნაზავი ჩაუსხით.+ 7 რამდენადაც განადიდებდა საკუთარ თავს და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა,+ რადგან გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ,+ ქვრივი არა ვარ+ და გლოვას არასოდეს ვიხილავო.+ 8 ამიტომაც ერთ დღეში მოვა მისი წყლულები,+ სიკვდილი, გლოვა და შიმშილობა და ცეცხლში დაიწვება,+ რადგან ძლიერია იეჰოვა ღმერთი, მისი გამსამართლებელი.+
9 დედამიწის მეფეები,+ რომლებიც მასთან მეძაობდნენ და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, იტირებენ და მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას+ მის გამო ცეცხლის კვამლის+ დანახვაზე, რომელშიც ის დაიწვება. 10 ისინი მოშორებით იდგებიან, მისი ტანჯვით შეშინებულები, და იტყვიან:+ „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო+ ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი გასამართლება!“+
11 მის გამო ტირიან და გლოვობენ+ დედამიწის დიდვაჭრებიც,+ რადგან აღარავინ ყიდულობს მათი მარაგიდან: 12 ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების, მარგალიტის, ბისონის, ძოწისფერი ქსოვილის, აბრეშუმისა და ალისფერი ქსოვილის მარაგიდან;+ სურნელოვანი ხისა და სპილოს ძვლის ყოველგვარ ნაკეთობას, უძვირფასესი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ნაკეთობებს;+ 13 არც დარიჩინსა და ინდურ სანელებელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეითუნის ზეთს, წმინდად დაფქულ ფქვილს და ხორბალს, ცხვარ-ძროხას, ცხენებსა და ეტლებს, მონებსა და ადამიანთა სულებს.+ 14 მწიფე ხილი, რომელიც შენს სულს სურდა,+ გაგეცალა, ყოველივე საუკეთესო და ბრწყინვალე დაგეკარგა და ვეღარასოდეს იპოვიან მათ.+
15 დიდვაჭრებს,+ რომლებიც ამით ვაჭრობდნენ და ბაბილონმა გაამდიდრა, მისი ტანჯვა შეაშინებთ, რის გამოც შორს დადგებიან, იტირებენ, იგლოვებენ+ 16 და იტყვიან: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო,+ ბისონით, ძოწისფრითა და ალისფრით შემოსილო, ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით+ მორთულო, 17 რადგან ესოდენ დიდი სიმდიდრე ერთ საათში განადგურდა!“+
ყოველი გემის მესაჭე, ყოველი, ვინც ზღვით მგზავრობს,+ ყოველი მეზღვაური და ყველა, ვინც ზღვით ირჩენს თავს, მოშორებით იდგნენ+ 18 და ცეცხლის კვამლის დანახვაზე, რომელშიც ის იწვოდა, აყვირდნენ: „რომელი ქალაქი შეედრება ამ დიდ ქალაქს?“+ 19 თავზე მტვერს იყრიდნენ,+ ყვიროდნენ და ტირილითა და გლოვით+ ამბობდნენ: „ვაი, ვაი დიდ ქალაქს, რომლის ფუფუნებითაც გამდიდრდა+ ყველა, ვისაც ზღვაში ხომალდები+ ჰქონდა, ვინაიდან ერთ საათში განადგურდა!“+
20 იხარეთ იმის გამო, რაც მას დაემართა, ზეცავ+ და თქვენ — წმინდებო,+ მოციქულებო+ და წინასწარმეტყველებო, რადგან ღმერთმა სასჯელი გამოუტანა მას თქვენ გამო!»+
21 ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა ასწია,+ ზღვაში ჩააგდო+ და თქვა: „ასეთი სისწრაფით დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარასოდეს იპოვიან მას.+ 22 შენში აღარასოდეს გაისმება მომღერალი მექნარეების, მუსიკოსების, მესალამურეებისა და მესაყვირეების ხმა;+ აღარ იქნება შენში არანაირი ხელობის ხელოსანი, დოლაბის ხმაც აღარ გაისმება შენში; 23 აღარც ლამპრის სინათლე გაანათებს შენში და ნეფისა და პატარძლის ხმაც აღარასოდეს გაისმება,+ რადგან შენი დიდვაჭრები+ დედამიწის დიდებულები+ იყვნენ და შენი სპირიტიზმით+ შეცდომაში შეგყავდა ხალხები. 24 მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების,+ წმინდებისა+ და დედამიწაზე ყოველი+ მოკლულის სისხლი“.+