იობი
2 „როდისღა მორჩები ასეთ ლაპარაკს?!
გეყოს გონიერება და ჩვენც გვალაპარაკე.
4 რისხვისგან ნაფლეთებადაც რომ იქცე,
განა გაუკაცრიელდება დედამიწა შენ გამო
ან დაიძვრება კლდე ადგილიდან?!
6 მისი კარავი ჩაბნელდება
და მისი ლამპარი ჩაქრება.
8 საკუთარი ფეხით მივა ბადესთან, გაებმება მასში
და იქ იხეტიალებს.
10 მისი დასაჭერი თოკი მიწაზეა და დაფარულია,
მის ბილიკზე ხაფანგია დაგებული.
13 კანი შემოჭმული აქვს,
სასიკვდილო სნეულება ნთქავს მის კიდურებს.
16 დაბლა ფესვები გაუხმება
და მაღლა — ტოტები.
17 აღარავის ეხსომება იგი დედამიწაზე
და ქუჩაშიც აღარავის ეცოდინება მისი სახელი.
18 სინათლიდან სიბნელეში გაიყვანენ
და ნაყოფიერი მიწიდან გააძევებენ.
19 არ ეყოლება შთამომავლობა და მოდგმა,
მის სამკვიდროში არავინ გადარჩება.
20 როცა მისი დღე მოაწევს, დასავლელნი შეშფოთდებიან
და აღმოსავლელთ შიში შეიპყრობთ.
21 ასე დაემართება დამნაშავეთა კარვებს
და მათ კერას, ვინც არ იცნობს ღმერთს!“