ამოსი
1 ამოსის*, თეკოელი+ მეცხვარის, სიტყვები, რომლებიც მას ხილვაში გაუცხადდა ისრაელის შესახებ იუდას მეფე უზიასა+ და ისრაელის მეფე იერობოამის,+ იოაშის+ ძის დროს, მიწისძვრამდე+ ორი წლით ადრე. 2 მან თქვა:
„სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა
და იერუსალიმიდან დაიქუხებს.
იგლოვებენ მწყემსთა საძოვრები
და გადახმება ქარმელის მწვერვალი“.+
რკინის კევრებით ლეწავდა გალაადს.+
სირიის მკვიდრთ კირში გადაასახლებენ,“+ — ამბობს იეჰოვა.
ტყვედ წამოასხა ყველა,+ ედომისთვის რომ ჩაეგდო ხელში.
და აშკელონის+ მმართველს.
ხელს მოვუღერებ ეკრონს+
და დაიღუპებიან დარჩენილი ფილისტიმელები,“+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
ყველა ტყვე ედომს ჩაუგდო ხელში
და არ გაიხსენა ძმებს შორის დადებული შეთანხმება.+
11 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩა ედომი,+
მახვილით დევნიდა თავის ძმას+
და გული გაიქვავა;
გააფთრებული გლეჯს მათ
და არ ცხრება მისი რისხვა.+
13 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩნენ ამონელები,+
გალაადელ ორსულებს ფატრავდნენ თავიანთი სამფლობელოს გასაფართოებლად.+
14 ამიტომ ცეცხლს მივცემ რაბის+ გალავანს
და შთანთქავს ის მის გამაგრებულ კოშკებს;
განგაში ატყდება ბრძოლის დღეს
და გრიგალი ამოვარდება ქარიშხლის დღეს.
15 მათ მეფეს თავის მთავრებთან ერთად გადაასახლებენ“,+ — ამბობს იეჰოვა.