ეკლესიასტე
6 ქარი სამხრეთისკენ ქრის, შემდეგ ტრიალდება და ჩრდილოეთს უბრუნდება;
ტრიალებს და ტრიალებს, შეუჩერებლივ; ქარი თავის წრეზე ქრის.
7 ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება.+
მდინარეები სათავეებს უბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ.+
8 ყველაფერი დამღლელია;
ვის აქვს ამ ყოველივეზე ლაპარაკის თავი?!
ვერც თვალი ძღება ცქერით
და ვერც ყური — სმენით.
9 რაც იყო, იგივე იქნება,
და რაც გაკეთებულა, იგივე გაკეთდება;
არაფერია ახალი ამ ცისქვეშეთში.+
10 განა არსებობს ისეთი რამ, რაზეც იტყვიან, ეს ახალიაო?!
ყველაფერი უხსოვარი დროიდან არსებობს;
ჩვენამდეც არსებობდა.
11 აღარავის ახსოვს ძველი ხალხი;
აღარც ისინი ეხსომებათ, ვინც მომავალში მოვა;
აღარც შემდგომი თაობები გაიხსენებენ მათ.+
12 მე, შემკრები და მეფე, ისრაელს იერუსალიმიდან განვაგებდი.+ 13 სიბრძნეს მივმართე,+ რომ გულდასმით შემესწავლა და გამომეკვლია ყველაფერი, რაც ცისქვეშეთში ხდება+ — ღვთის მიერ კაცთათვის მიცემული დამამწუხრებელი საქმეები, რაშიც ისინი ჩაბმულნი არიან.
15 გამრუდებულს ვერ გაასწორებ
და არარსებულს ვერ დათვლი.
16 გულში ვთქვი: „დიდად დავბრძენდი, იმათზე მეტად, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში;+ დიდ სიბრძნესა და ცოდნას ვეზიარე“.+ 17 მთელი გულით შევეცადე, გამეგო, რა არის სიბრძნე, სიბრიყვე და უგუნურება;+ ესეც ქარის დევნა ყოფილა.