დანიელი
12 „იმ დროს აღდგება მიქაელი*,+ დიდი მთავარი,+ რომელიც შენი ხალხის გვერდით დგას. ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ერის გაჩენის დროიდან იმ დრომდე. მაშინ გადარჩება შენი ხალხი+ — ყველა, ვინც წიგნში იქნება ჩაწერილი.+ 2 მრავალი, ვინც მიწაშია მიძინებული, გაიღვიძებს, ერთნი — მარადიული სიცოცხლისთვის, მეორენი კი — შეურაცხყოფისა და მარადიული სიძულვილისთვის.
3 გამჭრიახნი ცის სინათლესავით გაანათებენ; მრავალთა სიმართლემდე მიმყვანნი ვარსკვლავებივით გაანათებენ სამარადისოდ, მარადიულად.
4 შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და ბეჭედი დაადე ამ წიგნს უკანასკნელ დრომდე;+ ბევრი დაიწყებს კვლევა-ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“.+
5 მე, დანიელმა, კიდევ ორი ანგელოზი ვიხილე, ერთი მდინარის გამოღმა იდგა, მეორე — გაღმა.+ 6 ერთ-ერთმა სელით შემოსილ კაცს,+ რომელიც მდინარის წყლების თავზე იდგა, ჰკითხა: „როდის დასრულდება ეს საოცარი ამბები?“ 7 შემდეგ გავიგონე მდინარის წყლების თავზე მდგომი სელით შემოსილი კაცის ხმა, რომელმაც ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა ხელები და მარად ცოცხალი+ დაიფიცა: „გავა დანიშნული დრო, დანიშნული დროები და ნახევარი დრო*. ეს ყველაფერი მაშინ დასრულდება, როცა წმინდა ხალხის ძალის შემუსვრა დამთავრდება“.+
8 გავიგონე, მაგრამ ვერ ჩავწვდი მნიშვნელობას,+ და ვკითხე: „ჩემო ბატონო, რით დამთავრდება ეს ყველაფერი?“
9 მან მითხრა: „წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ უნდა დარჩეს და ბეჭედდასმული უნდა იყოს უკანასკნელ დრომდე.+ 10 მრავალი განიწმინდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება.+ ბოროტები კვლავაც უკეთურად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტი ვერ ჩასწვდება ამ სიტყვებს, გამჭრიახნი კი ჩასწვდებიან.+
11 მას შემდეგ, რაც ყოველდღიური მსხვერპლის შეწირვა+ შეწყდება და გამაპარტახებელ სისაძაგლეს ფეხზე წამოაყენებენ,+ 1 290 დღე გავა.
12 ბედნიერია ის, ვინც მთელი სულითა და გულით მოელის და მოესწრება 1 335 დღის დასასრულს!
13 შენ კი გაემართე შენი აღსასრულისკენ. დაისვენებ, მაგრამ დღეების ბოლოს აღდგები და მიიღებ შენს წილს“.+