ზაქარია
9 განაჩენი:
„იეჰოვას სიტყვა გაცხადდა ხადრაქის მიწის წინააღმდეგ,
დამასკოს წინააღმდეგ,+
ვინაიდან იეჰოვას თვალი უჭირავს კაცთა მოდგმაზე+
და ისრაელის ყველა ტომზე,
2 აგრეთვე ხამათის+ წინააღმდეგ, მას რომ ესაზღვრება,
და ტვიროსისა+ და სიდონის+ წინააღმდეგ, მეტისმეტად რომ დაბრძენდნენ.+
3 ტვიროსმა ციხესიმაგრე აიშენა;
ვერცხლი მტვერივით დაიგროვა,
ოქრო კი — ქუჩის ტალახივით.+
5 დაინახავს აშკელონი და შეშინდება,
ღაზას მწუხარება შეიპყრობს,
ეკრონსაც იგივე დაემართება, რადგან იმედი გაუცრუვდება.
მოიკვეთება ღაზაში მეფე
და გაუკაცრიელდება აშკელონი.+
7 პირიდან გამოვაცლი სისხლიან ხორცს,
საზიზღრობას, კბილებში რომ აქვს მოქცეული,
თავად ის კი ჩვენი ღვთისა გახდება.
ის თავკაცივით იქნება იუდაში,+
ეკრონელები კი იებუსელებივით იქნებიან.+
8 გუშაგად დავუდგები ჩემს სახლს,+
ამიტომ კაციშვილი ვერ გაივლის იქ და ვერც ვერავინ დაბრუნდება;
ვეღარ გაივლის იქ ზედამხედველი*,+
რადგან საკუთარი თვალით დავინახე, რაც მათ დაემართათ.
9 იხარე, სიონის ასულო!
იყიჟინე, იერუსალიმის ასულო!
შენთან მოდის შენი მეფე!+
10 მოვსპობ საომარ ეტლებს ეფრემში
და ცხენებს — იერუსალიმში,
მოისპობა საბრძოლო მშვილდი.
ის მშვიდობას გამოუცხადებს ერებს+
და მისი მეფობა ზღვიდან ზღვამდე,
12 დაბრუნდით ციხესიმაგრეში პატიმრებო, იმედის მქონენო!+
დღეს გეუბნები, რომ ორმაგ წილს მოგცემ.+
13 საკუთარი მშვილდივით მოვზიდავ იუდას,
ეფრემით მოვმართავ მშვილდს.
სიონო, გავაღვიძებ შენს ვაჟებს
და საბერძნეთის ვაჟების წინააღმდეგ ავამხედრებ;
მეომრის მახვილად გაქცევ.
14 იეჰოვა გამოჩნდება მათ ზემოთ,
მისი ისარი ელვასავით გამოიტყორცნება.
უზენაესი უფალი იეჰოვა ჩაჰბერავს საყვირს+
და სამხრეთის გრიგალივით იქროლებს.
დალევენ და ახმაურდებიან, თითქოს ღვინო დალიესო.
თასივით აივსებიან, სამსხვერპლოს კუთხეებივით.+
16 იმ დღეს იხსნის იეჰოვა ღმერთი მათ, თავის ხალხს,
როგორც მწყემსი ფარას.+
გვირგვინში ჩასმული ძვირფასი ქვებივით იქნებიან ისინი და იბრწყინებენ მის მიწაზე.+
მარცვლეული ძალას შემატებს ჭაბუკებს
და ახალი ღვინო — ქალწულებს“.+