მეორე წერილი კორინთელების მიმართ
4 ჩვენთვის მონდობილი მსახურება ღვთის მიერ ბოძებული წყალობაა, ამიტომ სულით არ ვეცემით. 2 ჩვენ შევიძულეთ ფარული სამარცხვინო საქმეები, არც მზაკვრულად ვიქცევით და არც ღვთის სიტყვას ვაყალბებთ,+ არამედ ჭეშმარიტებას ვაცხადებთ და ამგვარად ჩვენი საქციელით ღვთის წინაშე ყველა ადამიანს სინდისს ვუღვიძებთ.+ 3 თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც დაღუპვის გზას ადგას, 4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების* ღმერთმა+ დაუბრმავა გონება,+ რათა მათზე არ ებრწყინა+ ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც ღვთის ანარეკლია.+ 5 ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია, ჩვენ კი — თქვენი მონები იესოს გულისთვის. 6 ღმერთმა თქვა: „სინათლემ გამოანათოს სიბნელიდან“,+ და გული გაგვინათა+ თავის შესახებ დიდებული ცოდნით, ქრისტეს სახეზე რომ აირეკლა.
7 ეს განძი+ ჩვენ თიხის ჭურჭელში+ გვაქვს, რათა ცხადი იყოს, რომ ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგანაა.+ 8 ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არ ვართ, განძრევა რომ არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილნი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არ ვართ;+ 9 დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი;+ გათელილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.+ 10 იესოს მსგავსად ჩვენი სიცოცხლეც მუდმივად საფრთხეშია,+ რათა ჩვენც მის მსგავსად ვიცხოვროთ. 11 იესოს გულისთვის ჩვენ, ცოცხლები, მუდამ სიკვდილს ვუყურებთ თვალებში,+ რათა ჩვენც მის მსგავსად ვიცხოვროთ. 12 ამიტომ ის, რაც ჩვენ სიკვდილის საფრთხეს გვიქმნის, თქვენთვის სიცოცხლეს მოასწავებს.
13 სწორედ ისეთი რწმენა გვაქვს, რომელზეც წერია: „ჩემი რწმენა მალაპარაკებდა“.+ ჩვენც გვწამს და იმიტომ ვლაპარაკობთ, 14 ვინაიდან ვიცით, რომ ვინც იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს, რომ იესოსთან ერთად ვიყოთ, და თქვენთან ერთად წარგვადგენს მის წინაშე.+ 15 ეს ყოველივე თქვენ სასიკეთოდაა, რათა უფრო მეტმა შესწიროს მადლობა ღმერთს განსადიდებლად და შედეგად წყალობამაც იუხვოს.+
16 ამიტომ სულით არ ვეცემით და მაშინაც კი, თუ გარეგნულად ვჭკნებით, შინაგანად დღითი დღე ვახლდებით. 17 ეს გასაჭირი უმნიშვნელო და ხანმოკლეა, მაგრამ მას ჩვენთვის მარადიული დიდება მოაქვს, რომელსაც ვერაფერი შეედრება;+ 18 ჩვენ ხილულს კი არ ვაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს,+ ვინაიდან ხილული დროებითია, უხილავი კი — მარადიული.