პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ
5 უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო.+ პირიქით, თბილად შეაგონე როგორც მამას, ახალგაზრდა მამაკაცს კი — როგორც ძმას, 2 უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას, და ახალგაზრდა ქალს — როგორც დას, მთელი სიწმინდით.
3 იზრუნე იმ ქვრივებზე*, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება.+ 4 ხოლო, თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, მათ ჯერ თავიანთ ოჯახში+ ისწავლონ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა და მშობლებისა და პაპა-ბებიებისთვის საკადრისის მიგება,+ რადგან ეს მოსაწონია ღვთისთვის.+ 5 ქვრივი, რომელსაც არაფერი გააჩნია და ნამდვილად საჭიროებს დახმარებას, ღმერთზეა დაიმედებული+ და დღედაღამ ლოცვა-ვედრებაშია.+ 6 ის ქვრივი კი, რომელიც ხორციელ სიამეს ეძლევა, მკვდარია, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალია. 7 გამუდმებით მიუთითე ყველას ამაზე, რათა ბრალდაუდებლები იყვნენ. 8 ცხადია, ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია.+
9 ქვრივი, რომელსაც სიაში შეიყვანთ, უნდა იყოს არანაკლებ 60 წლისა, რომელსაც ჰყავდა ერთი ქმარი 10 და რომელიც თავისი კარგი საქმეებითაა ცნობილი,+ კერძოდ იმით, რომ შვილები აღზარდა,+ სტუმრებს მასპინძლობდა,+ წმინდებს ფეხებს ჰბანდა,+ გაჭირვებულებს ეხმარებოდა+ და ყოველ კარგ საქმეს გულმოდგინედ აკეთებდა.
11 ახალგაზრდა ქვრივებს ნუ შეიყვან ამ სიაში, რადგან, როცა ხორციელი ვნება მათსა და ქრისტეს შორის დგება, გათხოვების სურვილი უჩნდებათ; 12 ასეთები მსჯავრს დაიტეხენ, რადგან არაფრად ჩააგდეს თავიანთი თავდაპირველი აღთქმა*. 13 ისინი უსაქმურობას და სხვების სახლებში წანწალს მიეჩვივნენ. თანაც არა მარტო უსაქმურები გახდნენ, არამედ ჭორიკანებიც, გარდა ამისა, სხვის საქმეში ერევიან+ და იმაზე ლაპარაკობენ, რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ. 14 ამიტომ მსურს, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ,+ შვილები გააჩინონ,+ ოჯახზე იზრუნონ და მოწინააღმდეგეს ლანძღვის საბაბი არ მისცენ. 15 ზოგიერთებმა უკვე გადაუხვიეს კიდეც სწორი გზიდან და სატანას გაჰყვნენ. 16 თუ რომელიმე მორწმუნე ქალს ჰყავს ქვრივი ნათესავები, დაეხმაროს მათ, რომ ისინი ტვირთად არ დააწვნენ კრებას. ამგვარად, კრება იზრუნებს ქვრივებზე, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ ამას.+
17 უხუცესები, რომლებიც კარგად უძღვებიან კრებას,+ ორმაგი პატივის ღირსნი არიან,+ განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან,+ 18 რადგან დაწერილია: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“+ და „მუშა გასამრჯელოს ღირსია“.+ 19 ნუ ერწმუნები უხუცესის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, თუკი ამას ორი ან სამი მოწმე არ დაადასტურებს.+ 20 შემცოდველი+ ყველას წინაშე შეაგონე,+ რათა ეს ჭკუის სასწავლებელი იყოს სხვებისთვის. 21 ღვთის, ქრისტე იესოსა და წმინდა* ანგელოზების წინაშე მოგიწოდებ, რომ წინასწარაკვიატებული აზრისა და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მიჰყვე ამ მითითებებს.+
22 ნურავის დანიშნავ* ნაჩქარევად+ და ნურც სხვისი ცოდვების თანამონაწილე გახდები; სუფთად დაიცავი თავი!
23 მხოლოდ წყალს ნუღარ დალევ, ჯობს, ცოტა ღვინო დალიო კუჭისთვის და ხშირი ავადმყოფობის გამო.
24 ზოგიერთების ცოდვები ყველასთვის ცხადია და ამის გამო მათ მაშინვე ედებათ მსჯავრი, ზოგის ცოდვები კი მოგვიანებით გაცხადდება.+ 25 კარგი საქმეებიც ყველასთვის ცხადია,+ და რაც ჯერ არ არის ცხადი, არც ის დარჩება დაფარული.+