ესაია
40 „ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, —
ამბობს თქვენი ღმერთი.+ —
2 გულში ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკეთ იერუსალიმს
და გამოუცხადეთ მას,
რომ დასრულდა მისი იძულებითი სამუშაო,
რომ დაიფარა მისი დანაშაული.+
იეჰოვამ საკადრისი მიუზღო მას ყველა თავისი ცოდვისთვის“.+
3 უდაბნოში მღაღადებლის ხმა ისმის:
„მოამზადეთ იეჰოვას გზა!+
მოასწორეთ ჩვენი ღვთისთვის სავალი,+ ხრიოკზე რომ გადის.+
4 ამაღლდეს ყოველი ველი
და დადაბლდეს ყოველი მთა და გორა.
უსწორმასწორო მიწა გავაკდეს
და ოღროჩოღრო ადგილები მოსწორდეს.+
6 ყური დაუგდე! ვიღაც ამბობს: „დაიძახე!“
ვიღაც პასუხობს: „რა დავიძახო?“
„ყოველი ხორციელი მწვანე ბალახივითაა,
მათი სიყვარული* — მინდვრის ყვავილივით.+
ნამდვილად მწვანე ბალახივითაა ხალხი.
ძლიერ აღიმაღლე ხმა,
იერუსალიმისთვის კარგის მაუწყებელო ქალო!
ხმა აღიმაღლე, ნუ გეშინია!
განუცხადე იუდას ქალაქებს: „აი, თქვენი ღმერთი!“+
აი, მასთანვეა მისი ჯილდო
და მის წინაშეა მისი გასამრჯელო.+
11 მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას.+
თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს
და უბით ატარებს მათ.
მზრუნველობით გაუძღვება მაწოვარ ცხვრებს.+
14 ვის სთხოვა რჩევა გონიერების შესაძენად
ან ვინ ასწავლის მას სამართალს?!
ვინ აძლევს მას ცოდნას
ან გონიერებას?!+
15 აი, ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის წვეთს ჰგვანან
და სასწორის პინებზე დაფენილ მტვერივით არიან მისთვის.+
აი, მტვერივით მსუბუქია მისთვის კუნძულები.
16 მთელი ლიბანის ხეებიც კი არ კმარა, ცეცხლი რომ არ ჩაქრეს,
და იქ მობინადრე ცხოველებიც არ იქნება საკმარისი დასაწვავ მსხვერპლად.
ვის მიამსგავსებთ მას?!+
ეძებს ოსტატს, რომ გამოათლევინოს ქანდაკება,
რომელიც მყარად იდგება.+
21 ნუთუ არ იცით?!
ნუთუ არ გსმენიათ?!
ნუთუ თავიდანვე არ უთქვამთ თქვენთვის?!
ნუთუ ვერ მიმხვდარხართ დედამიწის დასაბამიდან?!+
მსუბუქი ქსოვილივით ჭიმავს ზეცას
და საცხოვრებელი კარავივით შლის მას.+
23 ის არარაობად აქცევს მმართველებს,
არაფრად აქცევს დედამიწის მოსამართლეებს.
24 ის-ის იყო, დაირგნენ,
ის-ის იყო, ჩაითესნენ,
ის-ის იყო, ფესვი გაიდგეს,
რომ ერთ შებერვაზე გახმნენ
და ბზესავით წაიღო ქარმა.+
25 „ვის შემადარებთ და ვის გამიტოლებთ?! — ამბობს წმინდა. —
26 ზეცად აღაპყარით თვალები და შეხედეთ.
ვინ შექმნა ეს ყველაფერი?+
მან, ვისაც თვლით გამოჰყავს მათი ლაშქარი,
სახელით უხმობს თითოეულ მათგანს.+
მისი განუზომელი ძლიერებისა და შიშის მომგვრელი ძალის გამო+
არცერთი მათგანი არ აკლდება მას.
27 რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ აცხადებ, ისრაელო,
ჩემი გზა დაფარულიაო იეჰოვასთვის
და სამართალს არ მიჩენსო ღმერთი?+
28 ნუთუ არ იცი?! ნუთუ არ გსმენია?!
სამარადისოდ ღმერთია იეჰოვა — მისი შექმნილია დედამიწა კიდით კიდემდე.+
არასოდეს იღლება და იქანცება.+
ჩაუწვდომელია მისი გონიერება.+
30 ყმაწვილები დაიღლებიან და დაიქანცებიან,
ჭაბუკები წაიბორძიკებენ და დაეცემიან,
31 იეჰოვაზე მინდობილები კი ძალ-ღონეს მოიკრებენ.
არწივივით გაშლიან ფრთებს,+
ირბენენ და არ დაიქანცებიან,
ივლიან და არ დაიღლებიან“.+