ესაია
54 „სიხარულით შესძახე, უშვილო ქალო,
რომელსაც არ გიშობია!+
იმხიარულე და იყიჟინე+ შენ, ვისაც მშობიარობის ტკივილები არ გამოგივლია,+
რადგან მიტოვებულ ქალს უფრო მეტი ვაჟი ჰყავს,
ვიდრე ქმრიანს,+ — ამბობს იეჰოვა. —
2 გააფართოვე შენი კარვის ადგილი!+
გადაჭიმე შენი დიდებული კარვის ქსოვილები!
ნურაფერს დაიშურებ! დააგრძელე შენი კარვის თოკები
და გაამაგრე შენი კარვის პალოები!+
3 მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობა შენი საზღვრები,
შენი შთამომავლები ხალხებზე იბატონებენ
და გაპარტახებულ ქალაქებს დაიმკვიდრებენ.+
დაგავიწყდება შენი ახალგაზრდობის დროინდელი სირცხვილი,
აღარ გაგახსენდება შენი დამამცირებელი ქვრივობა.
5 შენი დიდებული შემოქმედი+ ქმარივითაა შენთვის,+
ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი;
ისრაელის წმინდაა შენი გამომსყიდველი.+
მთელი დედამიწის ღმერთი ეწოდება მას.+
6 იეჰოვამ მოგიხმო როგორც მიტოვებულ და სულგამწარებულ ცოლს,+
როგორც ახალგაზრდობაში მოყვანილს და შემდეგ მიტოვებულს, — ამბობს შენი ღმერთი. —
8 განრისხებულმა ცოტა ხნით პირი მოგარიდე,+
მაგრამ, რაკი მარადიულია ჩემი სიყვარული*, შეგიწყალებ,+ — ამბობს შენი გამომსყიდველი,+ იეჰოვა. —
9 ეს ნოეს დროსავით არის ჩემთვის.+
როგორც ნოეს დროს დავიფიცე, რომ წყლები მეტად აღარ დაფარავდა დედამიწას,+
ასევე ვიფიცებ, რომ აღარ გაგიწყრები და აღარ გაგკიცხავ.+
10 მთებიც რომ შეიძრას
და გორებიც შეირყეს,
ჩემი სიყვარული* ურყევი იქნება,+
არც ჩემი მშვიდობის შეთანხმება შეირყევა,+ — ამბობს იეჰოვა, შენი მწყალობელი.+ —
11 ჩაგრულო, ქარიშხლით ნაგვემო, უნუგეშო+ ქალო,+
მტკიცედ ვადუღაბებ შენს ქვებს
და საფირონის საძირკველს გიყრი.+
12 ლალის ქონგურებს
და მოელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთებ,
ყოველი მხრიდან ძვირფასი ქვებით შემოგსაზღვრავ.
14 მყარად დაფუძნდები სიმართლეში.+
შორს იქნები ჩაგვრისგან,+
აღარაფრის შეგეშინდება და აღარაფერი შეგაძრწუნებს,
რადგან საფრთხე არ გაგეკარება.+
15 თუ ვინმე თავს დაგესხმება,
ეს ჩემი ნაბრძანები არ იქნება.
ვინც თავს დაგესხმება, დაეცემა.+
მე გამანადგურებელი კაციც შევქმენი, რომელიც ანადგურებს.+
17 შენ წინააღმდეგ შექმნილი არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული+
და სასამართლოში შენ წინააღმდეგ აღმდგარ ყველა ენას მსჯავრს დასდებ.
ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა,
მათი სიმართლე ჩემგანაა“, — ამბობს იეჰოვა.+