მეორე წერილი კორინთელების მიმართ
6 ჩვენ, როგორც ღვთის თანამშრომელნი,+ მოგიწოდებთ: ღვთის წყალობას რომ იღებთ, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ მისი მიზანი,+ 2 რადგან ის ამბობს: „წყალობის ჟამს მოგისმინე და ხსნის დღეს დაგეხმარე“.+ აი, ახლაა წყალობის ჟამი! აი, ახლაა ხსნის დღე!
3 ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას;+ 4 ჩვენ ყველაფერში ღირსეულად წარვადგენთ თავს,+ როგორც ღვთის მსახურებს შეეფერებათ — ბევრს ვიტანთ, ვუძლებთ გასაჭირს, სიდუხჭირეს, სირთულეებს,+ 5 ცემას, პატიმრობას,+ ბრბოს თავდასხმებს, მძიმე შრომას, უძილო ღამეებს და შიმშილს;+ 6 ვცხოვრობთ სიწმინდით, ცოდნით, სულგრძელობით,+ სიკეთით,+ წმინდა სულით, უთვალთმაქცო სიყვარულით,+ 7 სიმართლის ლაპარაკით, ღვთის ძალით,+ სიმართლის იარაღით+ მარჯვენა* და მარცხენა* ხელში, 8 დიდებითა და დამცირებით, ცუდი სახელითა და კარგი სახელით; მატყუარებად მიჩნეულნი, მაგრამ სიმართლის მთქმელნი; 9 უცნობებად მიჩნეულნი, მაგრამ ცნობილნი; მომაკვდავებად მიჩნეულნი, მაგრამ ცოცხლები;+ დასჯილნი, მაგრამ არა სასიკვდილოდ განწირულნი;+ 10 დამწუხრებულებად მიჩნეულნი, მაგრამ ყოველთვის გახარებულნი; ღარიბებად მიჩნეულნი, მაგრამ ბევრის გამამდიდრებელნი; არაფრის მქონედ მიჩნეულნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი.+
11 გულღიად გელაპარაკეთ, კორინთელებო, და გულისკარიც ფართოდ გაგიღეთ. 12 ჩვენ დიდი სიყვარულით ვართ თქვენდამი გამსჭვალული,+ მაგრამ თქვენ გიჭირთ სათუთი გრძნობების გამოვლენა ჩვენდამი. 13 ამიტომ, როგორც ჩემს შვილებს, გეუბნებით: თქვენც ფართოდ გახსენით გულისკარი!+
14 ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან.+ რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან+ ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?!+ 15 რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან*+ ან რა საერთო აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?!+ 16 რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?!+ ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი;+ ღმერთმაც ხომ თქვა: „დავმკვიდრდები მათ შორის+ და ვივლი მათ შორის, მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი!“+ 17 „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა*, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“,+ „და მე მიგიღებთ თქვენ“.+ 18 „მე ვიქნები თქვენი მამა,+ თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით,+ — ამბობს ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა*“.