სოფონია
3 ვაი მოჯანყე, უწმინდურ და მჩაგვრელ ქალაქს!+
2 ყურს არავის უგდებდა,+ ჭკუას არ სწავლობდა.+
არ ენდობოდა იეჰოვას,+ არ უახლოვდებოდა თავის ღმერთს.+
3 მისი მთავრები მბრდღვინავი ლომებივით არიან,+
მისი მსაჯულები კი — როგორც მგლები ღამით,
დილამდე ძვალიც კი არ რჩებათ სახრავად.
4 მისი წინასწარმეტყველები კადნიერები და ვერაგები არიან.+
5 იეჰოვა მართალია,+ უსამართლოდ არ მოქმედებს.
დილაობით აუწყებს თავის სამართალს,+
რომელიც დღის სინათლესავითაა, ყოველ დილით რომ გვევლინება;
უმართლო კი უსირცხვილოა.+
6 „მოვსპე ხალხები, გაპარტახდა მათი კოშკები.
გავანადგურე მათი ქუჩები და აღარ დარჩა გამვლელი.
ნანგრევებად იქცა მათი ქალაქები, კაციშვილი აღარ დარჩა იქ, აღარავინ მკვიდრობს.+
7 ვუთხარი, უნდა გეშინოდეთ ჩემი და უნდა მიიღოთ-მეთქი დარიგება,+
რათა არ განადგურებულიყო მისი სამყოფელი.+
ამ ყოველივეს გამო პასუხი უნდა ვაგებინო მას.
თუმცა ისინი უფრო და უფრო მეტ სიბილწეს სჩადიოდნენ.+
8 ამიტომ დამელოდეთ,+ — ამბობს იეჰოვა, —
სანამ ნადავლის ხელში ჩასაგდებად წამოვიმართები*,
რადგან გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევკრიბო ხალხები და სამეფოები,
რათა გადმოვღვარო მათზე ჩემი რისხვა, ჩემი მრისხანება;+
ჩემი მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავს მთელ დედამიწას.+
რადგან ამოვძირკვავ თქვენგან ამპარტავანთ
და აღარასოდეს გამედიდურდებით ჩემს წმინდა მთაზე.+
13 ისრაელის დარჩენილი ნაწილი+ უმართლოდ არ მოიქცევა;+
არც სიცრუეს ილაპარაკებენ და არც ბოროტი ენა ექნებათ;
შეჭამენ, მოისვენებენ და ვერავინ შეაშინებს მათ“.+
14 იყიჟინე, სიონის ასულო!
გახალისდი, ისრაელო!+
მთელი გულით იხარე და იმხიარულე, იერუსალიმის ასულო!+
15 იეჰოვამ აღარ დაგსაჯა,+ უკუაქცია შენი მტერი.+
შენთანაა ისრაელის მეფე, იეჰოვა.+
უბედურების აღარ შეგეშინდება.+
16 იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს:
„ნუ გეშინია, სიონო!+
ნუ ჩამოყრი ხელებს!
17 იეჰოვა, შენი ღმერთი, შენთანაა.+
ძლიერია ის და გიხსნის.
დიდად გაიხარებს შენით,+
შენდამი სიყვარული კმაყოფილებას მოჰგვრის,
შენით ბედნიერი, სიხარულით შეძახებს.
18 შევკრებ დღესასწაულების გარეშე დარჩენილ დამწუხრებულ ხალხს.+
შენგან მოწყვეტილნი იყვნენ
და სირცხვილი აწვათ ტვირთად.+
საქებარს გავხდი და სახელს გავუთქვამ
მთელ იმ მიწაზე, სადაც შერცხვენილნი იყვნენ.