იოელი
და საომარი ყიჟინა დაეცით ჩემს წმინდა მთაზე!
აკანკალდეს დედამიწის ყველა მკვიდრი,
რადგან მოდის და ახლოსაა იეჰოვას დღე!+
აი ხალხი, მრავალრიცხოვანი და ძლიერი,+
რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა
და არც მის შემდეგ იქნება მომავალ თაობებში.
5 მიხტიან მთების მწვერვალებზე და ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს ეტლები მიგრიალებენო,+
თითქოს ცეცხლმოკიდებული ნამჯა ტკაცუნობსო;
საბრძოლოდ დარაზმული ხალხივით არიან.+
6 ხალხები მათ გამო დაიტანჯებიან
და შიშისგან გაფითრდებიან.
7 მებრძოლებივით იერიშზე გადადიან,
მეომრებივით გალავანზე ძვრებიან;
თითოეული თავისი გზით მიდის,
გეზს არ იცვლიან;
8 ერთმანეთს არ ეჯახებიან,
თითოეული თავისი გზით მიდის.
შუბმაც რომ განგმიროს ზოგიერთი,
სხვები მაინც მწყობრით აგრძელებენ სვლას.
9 ქალაქში იჭრებიან, გალავანზე გადარბიან,
სახლებზე ადიან, ქურდებივით სარკმლიდან მიძვრებიან;
10 მიწა იძვრის და ცა ტორტმანებს მათ წინაშე.
დაბნელდა მზე და მთვარე,+
აღარ კაშკაშებენ ვარსკვლავები.
11 დასჭექს იეჰოვა თავისი ლაშქრის წინაშე,+ რადგან მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი.+
ძლიერია ის, ვინც ასრულებს თავის სიტყვას,
დიდია იეჰოვას დღე და შიშის მომგვრელი,+
ვინ გაუძლებს მას?!“+
13 გულები დაიგლიჯეთ+ და არა ტანსაცმელი,+
დაუბრუნდით თქვენს ღმერთს, იეჰოვას,
რადგან ის თანამგრძნობი და გულმოწყალეა, სულგრძელია*+ და ურყევია მისი სიყვარული*,+
და აღარ დაგატეხთ უბედურებას.
გადაიფიქროს და გაკურთხოთ,
რათა შესწიროთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას, მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი!
15 ჩაჰბერეთ საყვირს სიონში,
მარხვა გამოაცხადეთ და ხალხს მოუხმეთ!+
16 შეკრიბეთ ხალხი, განწმინდეთ ისინი,+
შეკრიბეთ მოხუცები, ბავშვები და ჩვილები!+
გამოვიდეს ნეფე თავისი შიდა ოთახიდან,
პატარძალი — საქორწილო ოთახიდან.
„შეიბრალე, იეჰოვა, შენი ხალხი,
აბუჩად ნუ ააგდებინებ შენს მემკიდრეობას,
სხვა ერებს ნუ გააბატონებ მათზე.
რატომ უნდა თქვან ხალხებმა, სად არისო მათი ღმერთი?!“+
მეტად აღარ მივცემ ხალხებს თქვენი შეურაცხყოფის უფლებას.+
21 ნუ გეშინია, მიწავ!
იხარე და იმხიარულე, რადგან დიად საქმეებს მოიმოქმედებს იეჰოვა.
22 ნუ გეშინიათ, მინდვრის ცხოველებო,
რადგან ამწვანდება უდაბნოში საძოვრები!+
ნაყოფს გამოიღებენ ხეები,+
უხვად მოისხამს ლეღვი და ვაზი.+
23 თქვენც, სიონის ძეებო, იხარეთ და იმხიარულეთ იეჰოვათი, თქვენი ღმერთით,+
რადგან წვიმას არ დაგიკავებთ შემოდგომობით
და უწინდელივით უხვად გაწვიმებთ
შემოდგომასა და გაზაფხულზე!+
25 აგინაზღაურებთ იმ წლების დოვლათს,
რაც ჩემმა დიდმა ჯარმა,
გუნდ-გუნდად შემოსეულმა უფრთო, გაუმაძღარმა
და შთამნთქმელმა კალიებმა გაგიჩანაგათ.+
და განადიდებთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სახელს;+
მან საოცრებები მოიმოქმედა თქვენთვის.
აღარასდროს შერცხვება ჩემი ხალხი.+
აღარასდროს შერცხვება ჩემი ხალხი.
28 ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს+ ყველანაირ ადამიანზე;
თქვენი ვაჟები და ასულები აწინასწარმეტყველდებიან,
თქვენი მოხუცები სიზმრებს იხილავენ
და თქვენი ჭაბუკები — ხილვებს.+
29 მაშინ ჩემს მონებსა და მხევლებზეც
გადმოვღვრი ჩემს სულს.