გამოსვლა
34 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გამოთალე პირველი ფილების+ მსგავსი ორი ქვის ფილა და დავწერ ზედ იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა,+ შენ რომ დაამტვრიე.+ 2 გაემზადე, რომ დილით სინაის მთაზე ამოხვიდე და ჩემ წინაშე დადგე მთის წვერზე.+ 3 მთაზე არავინ ამოგყვეს, არც არავინ გამოჩნდეს იქ და არც ცხვარ-ძროხამ ძოვოს მთის წინ“.+
4 მოსემაც გამოთალა პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა. იეჰოვას ბრძანებისამებრ, დილაადრიან ადგა და სინაის მთაზე ავიდა. ხელში ორი ქვის ფილა ეჭირა. 5 იეჰოვა ღრუბელში ჩამოვიდა,+ დადგა მასთან და თავისი სახელი, იეჰოვა, აუწყა*.+ 6 იეჰოვამ მის წინაშე ჩაიარა და განუცხადა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე,+ თანამგრძნობი+ და სულგრძელი*+ ღმერთია, გულუხვია სიკეთესა*+ და ჭეშმარიტებაში;+ 7 ათასების მიმართ იჩენს სიყვარულს*,+ პატიობს დანაშაულს, ურჩობასა და ცოდვას,+ თუმცა დამნაშავეს დაუსჯელს არ ტოვებს,+ მამათა დანაშაულის გამო სჯის მათ შთამომავლებს მესამე და მეოთხე თაობამდე“.+
8 მოსემ მაშინვე მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო. 9 შემდეგ უთხრა: „იეჰოვა, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გთხოვ, იეჰოვა, ნუ მიგვატოვებ,+ თუმცა ჯიუტი ხალხი ვართ;+ გვაპატიე ცოდვა და დანაშაული+ და შენს ხალხად გვაქციე“. 10 ღმერთმა მიუგო: „აი, გიდებთ შეთანხმებას: მთელი შენი ხალხის წინაშე ისეთ საოცრებებს მოვახდენ, როგორიც მთელი დედამიწის ზურგზე არცერთ ხალხში არ მომხდარა;+ თქვენ ირგვლივ მცხოვრები ერები დაინახავენ იეჰოვას საქმეებს; შიშის მომგვრელ საქმეებს მოვიმოქმედებ თქვენთვის.+
11 გულისყურით მოეკიდეთ იმას, რასაც დღეს გიბრძანებთ.+ განვდევნი იმ მიწიდან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს.+ 12 არ დადოთ შეთანხმება იმ მიწის მკვიდრებთან, სადაც მიდიხართ,+ რადგან ეს შეიძლება მახედ გექცეთ.+ 13 დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, დაამტვრიეთ მათი სათაყვანო სვეტები და აჩეხეთ მათი სათაყვანო ბოძები.+ 14 არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთს,+ რადგან იეჰოვა* არ იწყნარებს ორგულობას*. ის ერთგულების მომთხოვნი ღმერთია.+ 15 არ დადოთ შეთანხმება იმ მიწის მკვიდრებთან, რადგან, როცა ისინი თაყვანს სცემენ თავიანთ ღმერთებს* და მსხვერპლს შესწირავენ მათ,+ დაგპატიჟებთ ვინმე და შეჭამთ მის მიერ შეწირულ მსხვერპლს.+ 16 თქვენს ვაჟებს მათ ასულებს მოუყვანთ ცოლად;+ მათი ასულები თავიანთ ღმერთებს სცემენ თაყვანს და თქვენს ვაჟებსაც აიყოლიებენ.+
18 იზეიმეთ უფუარობის დღესასწაული.+ შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი, როგორც გიბრძანეთ, დანიშნულ დროს, აბიბის თვეში,+ რადგან სწორედ აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.
19 ჩემია ყოველი პირმშო მამრი,+ აგრეთვე ყოველი პირველმოგებული მამრი თქვენი ცხვარ-ძროხიდან.+ 20 ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდეთ; თუ არ გამოისყიდით, კისერი გადაუმტვრიეთ. გამოისყიდეთ თქვენი ვაჟებიდან ყოველი პირმშო.+ ჩემ წინაშე ხელცარიელი არავინ წარდგეს.
21 ექვსი დღე იშრომეთ, მეშვიდე დღეს კი დაისვენეთ.+ ხვნისა და მკის დროსაც კი დაისვენეთ.
22 იზეიმეთ კვირების დღესასწაული და შესწირეთ ხორბლის პირველმოწეული ნაყოფი, წლის ბოლოს კი მოსავლის აღების დღესასწაული* აღნიშნეთ.+
23 ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას, ისრაელის ღვთის წინაშე.+ 24 განვდევნი იმ მიწიდან სხვა ერებს+ და განვავრცობ თქვენს სამკვიდროს; არავინ დაეპატრონება თქვენს მიწას იმ დროს, როცა იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე წარსადგომად წახვალთ, წელიწადში სამჯერ.
25 ჩემთვის განკუთვნილი მსხვერპლის სისხლთან ერთად საფუვრიანი არაფერი შემომწიროთ.+ პასექის დღესასწაულისთვის განკუთვნილი მსხვერპლი დილამდე არ უნდა დარჩეს.+
26 თქვენი მიწის პირველი ნაყოფიდან საუკეთესო მიიტანეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას, სახლში.+
არ მოხარშოთ თიკანი თავისი დედის რძეში“.+
27 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „დაწერე ეს სიტყვები,+ რადგან ამ სიტყვების საფუძველზე ვდებ შეთანხმებას შენთან და ისრაელთან“.+ 28 მოსე იეჰოვასთან 40 დღე და ღამე დარჩა. არაფერი უჭამია და წყალიც არ დაულევია.+ დაწერა ღმერთმა ფილებზე შეთანხმების სიტყვები, ათი მცნება.+
29 შემდეგ მოსე სინაის მთიდან ჩამოვიდა; ხელში მოწმობის ორი ფილა ეჭირა.+ ვინაიდან ღმერთს ელაპარაკა, სახე უბრწყინავდა, თუმცა მან ეს არ იცოდა. 30 დაინახეს აარონმა და ისრაელებმა, რომ მოსეს სახე უბრწყინავდა, და მასთან მისვლის შეეშინდათ.+
31 მოუხმო მათ მოსემ. მივიდნენ მასთან აარონი და ისრაელის ყველა თავკაცი და დაელაპარაკა მათ მოსე. 32 ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელები და მანაც გადასცა მათ ყველაფერი, რაც იეჰოვამ უთხრა სინაის მთაზე.+ 33 როცა მოსე მათთან ლაპარაკს დაასრულებდა, სახეზე რიდეს იფარებდა.+ 34 მაგრამ, როცა იგი იეჰოვასთან სალაპარაკოდ შედიოდა, რიდე მოხსნილი ჰქონდა.+ შემდეგ გამოდიოდა და მიღებულ მითითებებს ისრაელებს გადასცემდა.+ 35 ხედავდნენ ისრაელები, რომ მოსეს სახე უბრწყინავდა. იფარებდა მოსე სახეზე რიდეს და სანამ ღმერთთან სალაპარაკოდ შევიდოდა, ჩამოფარებული ჰქონდა.+