ესაია
62 სიონის გულისთვის არ გავჩუმდები+
და იერუსალიმის გულისთვის არ დავდუმდები,
ვიდრე სინათლესავით არ გამობრწყინდება მისი სიმართლე+
და ჩირაღდანივით არ აენთება მისი ხსნა.+
დაგერქმევა ახალი სახელი,+
რომელსაც თავად იეჰოვა გიწოდებს.
3 სილამაზის გვირგვინად იქცევი იეჰოვას ხელში,
სამეფო თავსაბურავად — შენი ღვთის ხელისგულზე.
შენზე იტყვიან, მასში ვპოულობო სიამეს,+
შენს მიწას „გათხოვილს“ უწოდებენ,
რადგან იეჰოვა შენში პოვებს სიამეს
და შენი მიწა ქმრიანი ქალივით იქნება.
5 როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე,
ისე დაქორწინდებიან შენზე შენი ვაჟები.
როგორც ნეფე ხარობს პატარძლით,
ისე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.+
6 შენს გალავანზე დავაყენე გუშაგები, იერუსალიმო.
ნურც დღისით დადუმდებიან ისინი და ნურც ღამით.
თქვენ, ვინც ახსენებთ იეჰოვას,
ნუ მოისვენებთ
7 და ნურც მას მოასვენებთ, სანამ არ განამტკიცებს იერუსალიმს,
სანამ სახელს არ გაუთქვამს მას დედამიწაზე!»+
8 იეჰოვამ დაიფიცა თავისი მარჯვენითა და თავისი ძლიერი მკლავით:
„აღარ მივცემ საჭმელად შენს მარცვლეულს შენს მტრებს,
აღარც უცხოელები დალევენ შენს ახალ ღვინოს, შენს ნაჯაფს.+
9 მომკელნი შეჭამენ მომკილს და ხოტბას შეასხამენ იეჰოვას,
ყურძნის მკრეფავნი დალევენ ღვინოს ჩემს წმინდა ეზოებში“.+
10 გადით, გადით კარიბჭეებიდან,
გზა გაუთავისუფლეთ ჩემს ხალხს!+
გზა გაიყვანეთ, გზა გაიყვანეთ!
ქვებისგან გაწმინდეთ!+
ნიშანი აღუმართეთ ხალხებს!+
11 აი, აუწყა იეჰოვამ დედამიწის კიდეებს:
„უთხარით სიონის ასულს:
აი, ახლოვდება შენი ხსნა!+
აი, მასთანვეა მისი ჯილდო
და მის წინაშეა მისი გასამრჯელო!“+