მათეს სახარება
19 როცა იესომ ეს სიტყვები დაასრულა, წავიდა გალილეიდან და იორდანის გაღმა იუდეის მოსაზღვრე მხარეს მიადგა.+ 2 დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას და ისიც კურნავდა მათ.
3 მაშინ ფარისევლები მივიდნენ მასთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: „ნებისმიერი მიზეზით შეიძლება ცოლთან გაყრა?“+ 4 მან მიუგო: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცი და ქალი შექმნა+ 5 და თქვა, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიანო?+ 6 ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“.+ 7 შემდეგ ჰკითხეს: „მაშ, რატომ ბრძანა მოსემ, რომ ცოლთან გაყრის მსურველს მისთვის გაყრის მოწმობა მიეცა?“+ 8 მან უპასუხა: „მოსემ თქვენი სიჯიუტის გამო მოგცათ ნება, რომ გაყროდით ცოლებს,+ თავიდან კი ეს ასე არ ყოფილა.+ 9 გეუბნებით: თუ ქმარი ცოლს გაეყრება, თუმცა არა ღალატის* გამო, და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“.+
10 მოწაფეებმა უთხრეს მას: „თუკი ასეა, უმჯობესია, საერთოდ არ მოიყვანოს კაცმა ცოლი“. 11 იესომ უთხრა: „ყველა ვერ იცხოვრებს ამ სიტყვების თანახმად, არამედ მხოლოდ ის, ვისაც ძღვენი აქვს ბოძებული.+ 12 არიან საჭურისები, რომლებიც დედის მუცლიდანვე ასეთები დაიბადნენ; არიან საჭურისები, რომლებიც სხვებმა დაასაჭურისეს, და არიან საჭურისები, რომლებმაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ზეციერი სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია ასე ცხოვრება, იცხოვროს“.+
13 მიუყვანეს მას ბავშვები, რომ ეკურთხებინა* ისინი და ელოცა მათთვის, მაგრამ მოწაფეები უშლიდნენ მათ.+ 14 იესომ მოწაფეებს უთხრა: „თავი დაანებეთ ბავშვებს, ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ზეციერი სამეფო“.+ 15 შემდეგ აკურთხა ისინი და წავიდა იქიდან.
16 მივიდა მასთან ერთი და ჰკითხა: „მოძღვარო, რომელი კარგი საქმეები უნდა ვაკეთო, მარადიული სიცოცხლე რომ მივიღო?“+ 17 მან უთხრა: „მე რატომ მეკითხები, რა არის კარგი? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა.+ თუ სიცოცხლის მიღება გინდა, მცნებები დაიცავი!“+ 18 „რომელი მცნებები?“ — ჰკითხა მან. იესომ მიუგო: „არ მოკლა,+ არ იმრუშო,+ არ იქურდო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ 19 პატივი ეცი მამას და დედას+ და მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 20 ახალგაზრდამ უთხრა: „მაგ ყველაფერს ვიცავ, რაღა მაკლია?“ 21 იესომ მიუგო: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში;+ მერე მოდი და გამომყევი!“+ 22 ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ახალგაზრდა დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა.+ 23 მაშინ იესომ მოწაფეებს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდიდარს გაუძნელდება ზეციერი სამეფოს დამკვიდრება.+ 24 გეუბნებით: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში!“+
25 მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ იესოს ნათქვამი და იკითხეს: „მაშ, ვინღა გადარჩება?!“+ 26 იესომ შეხედა მათ და უთხრა: „ეს ადამიანისთვისაა შეუძლებელი, თორემ ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“.+
27 მაშინ პეტრემ უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. რას მივიღებთ ამისთვის?“+ 28 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყოველივეს აღდგენისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, 12 ტახტზე დასხდებით და ისრაელის 12 ტომს გაასამართლებთ.+ 29 ყოველი, ვინც ჩემი სახელის გულისთვის დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული, ასმაგად მიიღებს ყველაფერს და დაიმკვიდრებს მარადიულ სიცოცხლეს.+
30 მრავალი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ბოლო კი — პირველი“.+