ოსია
2 „შენს ძმებს მიმართე, ჩემო ხალხო-თქო,+
და შენს დებს — შეწყალებულო ქალო-თქო!+
შეწყვიტოს მრუშობა
და მოიშოროს ძუძუებიდან გარყვნილება,
3 თორემ გავაშიშვლებ და დედიშობილასავით იქნება,
უდაბნოს დავამსგავსებ,
უწყლო მიწას, და მოკვდება უწყლობით.
4 არ შევიწყალებ მის ვაჟებს,
რადგან მრუშობით არიან გაჩენილნი.
სამარცხვინოდ მოიქცა+ ის, ვინც ორსულად იყო მათზე;
ამბობდა, გავყვები ჩემს ვნებიან საყვარლებს,+
რომლებიც პურსა და წყალს, შალსა და სელს, ზეთსა და სასმელს მაძლევენო.
8 ვერ ხვდებოდა, რომ მე ვაძლევდი მარცვლეულს,+ ახალ ღვინოსა და ზეთს,
დიდძალ ვერცხლსა
და ოქროს, რომლებსაც ბაალის თაყვანსაცემად იყენებდა.+
9 ამიტომ მივალ და წავართმევ ჩემს მარცვლეულს მკის დროს
და ჩემს ახალ ღვინოს რთვლის დროს,+
წავართმევ ჩემს შალსა და სელს, რომლითაც სიშიშვლეს იფარავდა.
10 გამოვაჩენ მის სასირცხო ადგილებს
მისი ვნებიანი საყვარლების თვალწინ
და ვერავინ დაიხსნის მას ჩემი ხელიდან.+
12 გავაპარტახებ მის ვაზსა და ლეღვს, რომლებზეც ამბობდა,
ჩემი გასამრჯელოა, ჩემმა ვნებიანმა საყვარლებმა მომცესო;
ტყედ ვაქცევ მათ
და გარეული ცხოველები გააპარტახებენ.
13 პასუხს მოვთხოვ მას იმის გამო, რომ ბაალის ქანდაკებებს მსხვერპლს სწირავდა,+
თავს იმკობდა რგოლებითა და სამკაულებით და თავის ვნებიან საყვარლებს დასდევდა,
მე კი დავიწყებული ვყავდი,+ — ამბობს იეჰოვა. —
15 მაშინ დავუბრუნებ მას ვენახებს+
და აქორის ველს,+ როგორც იმედის კარიბჭეს;
მიპასუხებს, როგორც ახალგაზრდობისას მპასუხობდა,
როგორც იმ დღეს, ეგვიპტიდან რომ გამოვიდა.+
18 იმ დღეს მათდა სასიკეთოდ შეთანხმებას დავუდებ მინდვრის მხეცებს,+
ცის ფრინველებსა და ქვეწარმავლებს;+
ავარიდებ ქვეყანას ომს, მშვილდსა და მახვილს,+
და უსაფრთხოდ ვაცხოვრებ მათ.+
19 სამარადისოდ დაგნიშნავ;
გპირდები, რომ სიმართლითა და სამართლიანობით მოგექცევი,
ურყევი იქნება შენდამი ჩემი სიყვარული* და წყალობას გამოვავლენ შენ მიმართ.+
21 იმ დღეს ვუპასუხებ, — ამბობს იეჰოვა, —
ვუპასუხებ ზეცას,
ზეცა კი — მიწას,+
22 მიწა უპასუხებს მარცვლეულს, ახალ ღვინოსა და ზეთს,
ისინი კი — იზრეელს.+
23 თესლივით დავთესავ მას ჩემს მიწაზე,+
შევიწყალებ მას, ვინც არ შეიწყალეს;
მათ, ვინც არ არის ჩემი ხალხი, ვეტყვი, ჩემი ხალხი ხართ-მეთქი,+
ისინი კი მეტყვიან, შენ ჩვენი ღმერთი ხარო“.+