ესაია
რომელიც დედის მუცლიდანვე გეხმარებოდა:
ჩემს სულს გადმოვღვრი შენს შთამომავალზე+
და ჩემს კურთხევას — შენს მოდგმაზე;
5 ერთი იტყვის, მე იეჰოვასი ვარო,+
მეორე იაკობის სახელს დაირქმევს,
მესამე ხელზე დაიწერს, იეჰოვას ვეკუთვნიო,
და ისრაელის სახელს დაირქმევს.
მე ვარ პირველი და უკანასკნელი,+
ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!+
ხმა ამოიღოს, თქვას და დამიმტკიცოს!+
თქვას, რა უნდა მოხდეს მალე
და ისიც, რაც მას შემდეგ მოხდება,
როგორც მე ვამბობდი იმ დროიდან, რაც ძველ ხალხს მივეცი დასაბამი!
განა წინასწარ არ გითხარით თითოეულს და არ გაგიცხადეთ,
თქვენ ხართ ჩემი მოწმეები-მეთქი?!+
განა არსებობს ღმერთი ჩემ გარდა?!
არა, არ არსებობს სხვა კლდე;+ მე არავინ მეგულება!“
ეგენი* რა მოწმეები არიან?! ვერაფერს ხედავენ და არც არაფერი იციან,+
ამიტომ შერცხვებიან მათი გამკეთებლები.+
11 აი, ყველა მისი ამხანაგი შერცხვება.+
ხელოსნები ადამიანები არიან.
ყველანი ერთად შეიკრიბონ და დადგნენ.
ერთიანად შეძრწუნდებიან და შერცხვებიან.
12 მჭედელი ნაკვერჩხლებზე ამუშავებს რკინას საჭრისით,
ჩაქუჩით ჭედავს,
თავისი ძლიერი მკლავით ამუშავებს.+
შივდება და ძალა ეცლება,
წყალს არ სვამს და იქანცება.
13 მეჩუქურთმე ჭიმავს ლარს, წითელი ცარცით აკეთებს ნახაზს;
საჭრეთლით ამუშავებს ხეს და ფარგლით ხაზავს.
14 ზოგი კედრებს ჭრის;
ირჩევს ერთი ჯიშის ხეს, მუხას,
და აცდის, რომ იზარდოს ტყის ხეებს შორის.+
რგავს დაფნის ხეს და წვიმა ზრდის მას.
15 კაცი მისით ცეცხლს აჩაღებს.
ნაწილს გასათბობად იყენებს;
ცეცხლს ანთებს და პურს აცხობს.
ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს,
ქანდაკებას თლის და მის წინაშე ემხობა.+
16 ნახევარს ცეცხლში წვავს,
ხორცი რომ შეწვას და გაძღეს.
თბება კიდეც და ამბობს,
აი, გავთბი ცეცხლის შემყურეო.
17 დანარჩენით ღმერთს იკეთებს, კერპს თლის.
მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს,
ლოცულობს და ეუბნება,
მიხსენი, რადგან ჩემი ღმერთი ხარო.+
18 არაფერი იციან, არაფერი ესმით,+
რადგან თვალს ვერ ახელენ და ვერ ხედავენ,
გონებით* ვერაფერს სწვდებიან.
19 გულში არავინ ფიქრობს,
არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან:
„ნახევარი ცეცხლში დავწვი,
მის ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე და ხორცი შევწვი საჭმელად.
განა დანარჩენი სისაძაგლედ უნდა ვაქციო?!+
განა ხის ნაჭერს უნდა ვეთაყვანო?!“
20 ასეთი კაცი ნაცარს ჭამს,
მოტყუებულმა გულმა აურია გზა-კვალი.
მას არ ძალუძს თავის ხსნა და არც იმას აღიარებს,
რომ არარაობა უჭირავს ხელში.
21 „გახსოვდეს ეს, იაკობ, და შენ, ისრაელო,
რადგან ჩემი მსახური ხარ!
მე შეგქმენი, ჩემი მსახური ხარ,+
არ დაგივიწყებ, ისრაელო!+
22 ისე დავფარავ შენს დანაშაულს, თითქოს ღრუბლით დამეფაროს,+
თითქოს სქელი ღრუბლით დამეფაროს შენი ცოდვები.
დამიბრუნდი და გამოგისყიდი.+
23 სიხარულით შესძახეთ, ცანო,
რადგან იეჰოვამ მოიმოქმედა ეს!
სიხარულით იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო!
იმხიარულეთ, მთებო,+ ტყეო და ყოველო ხეო!
რადგან იეჰოვამ გამოისყიდა იაკობი,
მხარში ამოუდგა ისრაელს და ასე წარმოაჩინა თავისი სიდიადე“.+
„მე ვარ იეჰოვა, ყოველივეს შემოქმედი,
მე გადავჭიმე ცა+
და განვავრცე დედამიწა.+
ვინ იყო ჩემთან?!