იაკობის წერილი
3 ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები, რადგან ვიცით, რომ უფრო მკაცრად გავსამართლდებით.+ 2 ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით.+ ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია და მთელი სხეულის მართვა შეუძლია. 3 როცა ცხენს დასამორჩილებლად ლაგამს ამოვდებთ, მის მთელ სხეულსაც ვმართავთ. 4 დიდ ხომალდებსაც კი, რომლებსაც ძლიერი ქარი ატორტმანებს, პატარა საჭე იქით აბრუნებს, საითაც მესაჭეს უნდა.
5 ასევეა ენაც, სხეულის პატარა ნაწილია, მაგრამ ბევრს ტრაბახობს. პატარა ცეცხლსაც ხომ შეუძლია დიდი ტყის გადაბუგვა! 6 ენაც ცეცხლია.+ სხეულის ეს ნაწილი ბოროტების ბუდეა, მთელ სხეულს ბილწავს,+ მთელ სიცოცხლეს ალში ხვევს და თვითონაც გეენის* ცეცხლითაა აალებული. 7 ადამიანს შეუძლია მოათვინიეროს ნებისმიერი მხეცი, ფრინველი, ქვეწარმავალი და წყლის ბინადარი, და ათვინიერებს კიდეც, 8 მაგრამ ენას ვერავინ ათვინიერებს. ის უმართავი და მავნებელია, და მომაკვდინებელი გესლით არის სავსე.+ 9 ენით ვადიდებთ იეჰოვას*, მამას, და ენითვე ვწყევლით ღვთის მსგავსებად შექმნილ ადამიანებს.+ 10 ერთი და იმავე პირიდან ამოდის დიდებაც და წყევლაც.
ჩემო ძმებო, არ არის კარგი, ასეთი რამ რომ ხდება.+ 11 განა მოჩუხჩუხებს ერთი და იმავე სათავიდან მტკნარი და მლაშე წყალი?! 12 ჩემო ძმებო, განა შეიძლება ლეღვმა ზეთისხილი მოისხას ან ვაზმა — ლეღვი?!+ ასევე შეუძლებელია მლაშე წყლის სათავიდან მტკნარი წყალი მოედინებოდეს.
13 ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და გონიერი? აჩვენოს ეს თავისი კარგი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით. 14 თუ შური გღრღნით+ და ერთმანეთის მიმართ შუღლი გაქვთ*,+ ნუღარ ტრაბახობთ+ და ნუღარ ცრუობთ*. 15 ეს არ არის ზემოდან მომავალი სიბრძნე, არამედ მიწიერი,+ ხორციელი და დემონურია, 16 რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტებაა.+
17 ღვთიური სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა,+ მერე მშვიდობიანი,+ კეთილგონიერი,+ მორჩილი, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით,+ მიუკერძოებელი+ და უთვალთმაქცოა.+ 18 სიმართლის ნაყოფი მშვიდობიან პირობებში+ ითესება მშვიდობისმყოფელთათვის*.+