ესაია
9 აღარ იქნება წყვდიადი, როგორც მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა, როცა ზებულონისა და ნაფთალის მიწები მოძულებული იყო.+ მოგვიანებით იგი განადიდებს მას — ზღვისკენ მიმავალ გზას, იორდანის მხარეს, უცხოტომელთა გალილეას.
2 სიბნელეში მავალმა ხალხმა
დიდი სინათლე იხილა
და წყვდიადით მოცული ქვეყნის მკვიდრთ
სინათლე გამოუბრწყინდათ.+
3 შენ გაამრავლე ერი;
გული გაუმხიარულე.
შენ წინაშე ხარობენ
როგორც მკის დროს,
როგორც ნადავლის გაყოფისას.
4 როგორც მიდიანის დამარცხების დღეს,+
ისე დალეწე მათი მძიმე უღელი,
კეტი, რომელსაც ზურგზე ურტყამდნენ, ჯოხი, რომლითაც სამუშაოდ მიერეკებოდნენ.
ცეცხლი შთანთქავს.
დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი,+ ძლიერი ღმერთი,+ მარადიული მამა და მშვიდობის მთავარი.
7 მისი მმართველობა განივრცობა
და მშვიდობას ბოლო არ ექნება+
დავითის ტახტზე+ და მის სამეფოში,
რათა სამართლიანობისა+ და სიმართლის წყალობით+
განმტკიცდეს+ და შენარჩუნდეს ეს სამეფო
ახლაც და მარადიულადაც!
ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მოშურნეობის წყალობით მოხდება ეს.
სიკომოროს ხეები მოიჭრა,
მაგრამ კედრებით შევცვლითო.
11 იეჰოვა რეცინის მტრებს აუმხედრებს მას
და წააქეზებს მის მტრებს:
12 სირიას — აღმოსავლეთიდან და ფილისტიმს — დასავლეთიდან;+
დააღებენ პირს და შთანთქავენ ისრაელს;+
მათი ურჩობის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა
და კვლავ გაწვდილი აქვს ხელი მათ დასაღუპავად,+
16 წინამძღოლები ახეტიალებენ ამ ხალხს;
დაბნეულნი არიან ისინი, ვისაც წინ მიუძღვიან.
17 ამიტომ სიხარულს არ მიანიჭებენ იეჰოვას მათი ჭაბუკები,
არ შეიწყალებს მათ ქვრივ-ობლებს,
რადგან ყველანი განდგომილები და ბოროტმოქმედები არიან;+
ყოველი პირი უგუნურებას ლაპარაკობს.
მათი ურჩობის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა
და კვლავ გაწვდილი აქვს ხელი მათ დასაღუპავად.+
18 ცეცხლივით აგიზგიზდა ბოროტება;
ეკალბარდებსა და სარეველას შთანთქავს.
ცეცხლი მოედება ბუჩქნარს
და ის კვამლის ღრუბლებად ავა.
19 ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, რისხვით
ცეცხლი მოეკიდა ქვეყანას,
ცეცხლი შთანთქავს მათ,
ძმა ძმასაც კი არ შეიბრალებს.
მაგრამ მაინც ვერ გაძღება.
თითოეული თავისი მკლავის ხორცს შეჭამს,
21 მენაშე — ეფრემს
და ეფრემი — მენაშეს.
ორივენი იუდას წინააღმდეგ აღდგებიან.+
მათი ურჩობის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა
და კვლავ გაწვდილი აქვს ხელი მათ დასაღუპავად.+