პირველი წერილი თესალონიკელების მიმართ
5 რაც შეეხება დროებსა და ვადებს, ძმებო, საჭირო არაა, ამაზე რამე მოგწეროთ. 2 თავადაც კარგად იცით, რომ იეჰოვას* დღე+ ზუსტად ისე მოვა, როგორც ქურდი მოდის ღამით.+ 3 როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება,+ ისევე როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ. 4 თქვენ კი, ძმებო, სიბნელეში არ ხართ, რომ იმ დღემ ისე მოგისწროთ, როგორც დილამ — ქურდებს, 5 რადგან თქვენ სინათლის ძეები და დღის ძეები ხართ;+ ჩვენ არ ვართ სიბნელისა და ღამის ძეები.+
6 მაშ, ნუ დავიძინებთ დანარჩენების მსგავსად,+ არამედ გვეღვიძოს+ და ვიფხიზლოთ!+ 7 მძინარეს ღამით სძინავს და ვინც სვამს, ღამეს მთვრალი ხვდება.+ 8 ჩვენ კი, ვინც დღის ძეები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით, მუზარადად კი ხსნის იმედი გვქონდეს,+ 9 ვინაიდან ღმერთს ჩვენთვის რისხვის დატეხა არ სურს; მან იმისთვის აგვირჩია, რომ გვიხსნას+ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით. 10 ის ჩვენთვის მოკვდა,+ რათა, მკვდრები ვართ თუ ცოცხლები, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.+ 11 ამიტომ გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი,+ რასაც აკეთებთ კიდეც.
12 ახლა გთხოვთ, ძმებო, რომ პატივი სცეთ მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის, ვინც გხელმძღვანელობთ უფლის საქმეში და შეგაგონებთ; 13 დიდად დააფასეთ ისინი და გიყვარდეთ იმ საქმის გამო, რომელსაც აკეთებენ.+ მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან.+ 14 ამასთანავე, გევედრებით, ძმებო, შეაგონეთ ურჩები*,+ ანუგეშეთ გულდამძიმებულნი, მხარი დაუჭირეთ სუსტებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.+ 15 ნურავის გადაუხდით სამაგიეროს;+ ყოველთვის ეცადეთ, რომ კარგი გაუკეთოთ ერთმანეთსაც და სხვებსაც!+
16 ყოველთვის იხარეთ!+ 17 განუწყვეტლივ ილოცეთ!+ 18 ყველაფრისთვის მადლიერნი იყავით!+ ესაა ღვთის ნება თქვენთვის, ქრისტე იესოს მიმდევრებისთვის. 19 ნუ ჩააქრობთ თქვენში ღვთის სულს!+ 20 წინასწარმეტყველებებს უდიერად ნუ მოეკიდებით!+ 21 ყოველივე შეამოწმეთ,+ დარწმუნდით, რა არის კარგი და მას ჩაეჭიდეთ; 22 ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას!+
23 დაე თავად მშვიდობის ღმერთმა განგწმინდოთ სრულად და შეურყვნელი დარჩეს თქვენი ყოველმხრივ ჯანსაღი სულისკვეთება, სული და სხეული, ძმებო, იმ დროისთვის, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოვა*!+ 24 ის, ვინც მოგიწოდათ, ერთგულია თავისი სიტყვის და შეასრულებს კიდეც მას.
25 ძმებო, ნუ შეწყვეტთ ჩვენთვის ლოცვას!+
26 მოიკითხეთ ყველა ძმა წმინდა ამბორით!
27 გავალდებულებთ უფლის წინაშე, რომ ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხოთ!+
28 ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, წყალობა არ მოგკლებოდეთ!