იგავები
5 ფარულ სიყვარულს აშკარა შეგონება სჯობია.+
7 მაძღარი ფიჭიან თაფლზეც კი უარს ამბობს,
ხოლო მშიერისთვის მწარეც კი ტკბილია.
8 სახლიდან გაქცეული კაცი
ბუდიდან აფრენილი ჩიტივითაა.
10 ნურც შენს მეგობარს დაივიწყებ და ნურც მამაშენის მეგობარს.
გაჭირვების დროს ძმასთან ნუ წახვალ;
მეზობელი შორს მცხოვრებ ძმას სჯობია.+
13 აიღე მისი სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგება;
გირაო იმ შემთხვევაშიც გამოართვი მას, თუ თავდებად უცხოელ ქალს დაუდგება.+
14 თუ კაცი დილაადრიან ხმამაღლა დალოცავს თავის მოძმეს,
ეს წყევლაში ჩაეთვლება.
15 რაღა მჟონავი სახურავი წვიმიან დღეს და რაღა ანჩხლი ცოლი;+
16 ვინც მას შეაკავებს, ქარსაც შეაკავებს
და მარჯვენა ხელით ზეთსაც დაიჭერს.
18 ვინც ლეღვის ხეს უვლის, მის ნაყოფს შეჭამს;+
ვინც თავისი ბატონის კეთილდღეობაზე ზრუნავს, პატივდებული იქნება.+
19 როგორც წყალი ირეკლავს სახეს,
ისე ირეკლავს ერთის გული მეორისას.
23 კარგად უნდა იცნობდე შენს ფარას
და კარგად უნდა ზრუნავდე შენს ცხვარზე,+
24 რადგან სიმდიდრე არ არის მარადიული,+
და არც გვირგვინი გადადის თაობიდან თაობაში უსასრულოდ.
25 ბალახი ხმება და ახალი ამოდის;
მთაზე ბალახეულობა ითიბება.
26 ვერძები ტანსაცმლისთვისაა,
ვაცები კი — მინდვრის საფასურისთვის.
27 საკმარისად გექნება თხის რძე საზრდოდ,
შენი სახლეულობის გამოსაკვებად და შენი მოახლეების სარჩენად.