ესაია
48 ისმინეთ, იაკობის შთამომავლებო,
თქვენ, ისრაელის სახელს რომ ატარებთ+
და იუდას შთამომავლები რომ ხართ,
ღვთის სახელს, იეჰოვას, რომ იფიცებთ+
და ისრაელის ღმერთს რომ უხმობთ,
მაგრამ არა ჭეშმარიტებითა და სიმართლით!+
2 თავს წმინდა ქალაქის მკვიდრებს უწოდებენ+
და ისრაელის ღმერთის მხარდაჭერის იმედი აქვთ,+
რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა.
3 „დიდი ხნით ადრე გამცნეთ უწინდელი;
ჩემი პირიდან გამოვიდა,
მე გავაცხადე ის.+
მოულოდნელად ავმოქმედდი და შესრულდა ეს ყველაფერი.+
5 ამიტომ დიდი ხნით ადრე გითხარი ეს;
სანამ ეს მოხდებოდა, გაგაგებინე,
რომ არ გეთქვა, ჩემმა კერპმა გააკეთა ეს,
ჩემმა გამოთლილმა და ჩამოსხმულმა კერპებმა ბრძანესო ეს.
6 შენ მოისმინე და ნახე ეს ყველაფერი;
ნუთუ არ ილაპარაკებ ამაზე?!+
ახალ რამეს გიცხადებ ახლა,+
აქამდე შენთვის უცნობსა და საიდუმლოდ შენახულს.
7 დიდი ხნის წინ კი არა, ახლა იქმნება ის,
რის შესახებაც დღემდე არაფერი გსმენია,
რომ არ გეთქვა, ეს ხომ ვიცოდიო.
10 აი, განგწმინდე, მაგრამ არა ვერცხლივით,+
გაჭირვების ღუმელში გამოგცადე*.+
ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას.
12 მისმინე, იაკობ, და შენ, ისრაელო, ჩემ მიერ მოხმობილო!
მე იგივე ვარ;+ პირველიც მე ვარ და უკანასკნელიც.+
როცა ვუხმობ მათ, ერთად დგებიან ისინი.
14 ერთად შეგროვდით და ისმინეთ!
რომელმა მათგანმა გამოაცხადა ეს?
იეჰოვამ შეიყვარა ის.+
მე მოვიყვანე ის და ხელი მოემართება თავის გზაზე.+
16 მომიახლოვდით და მოისმინეთ ეს!
დასაწყისიდანვე არაფერი მითქვამს ფარულად.+
როცა ეს მოხდა, იქ ვიყავი“.
უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამომგზავნა თავის სულთან ერთად.
17 აი, რას ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი, ისრაელის წმინდა:+
18 ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები!+
არ მოისპობოდა და არ განადგურდებოდა მათი სახელი ჩემ წინაშე“.
გაექეცით ქალდეველებს!
სიხარულით გამოაცხადეთ, აუწყეთ ეს!+
ხმა მიაწვდინეთ დედამიწის კიდით კიდემდე!+
თქვით: „იეჰოვამ გამოისყიდა თავისი მსახური იაკობი.+
21 არ მოსწყურებიათ, როცა უდაბურ ადგილებში დაატარებდა.+
კლდიდან წყალი გადმოუდინა,
კლდე გააპო და წყალი გადმოაჩქეფა“.+