იგავები
3 შვილო, ჩემს კანონს ნუ დაივიწყებ
და გულით დაიცავი ჩემი მცნებები,
2 რათა დღეგრძელი იყო,
შეგემატოს სიცოცხლის წლები და მშვიდობიანად იცხოვრო.+
3 სიყვარული* ნუ გაგინელდება და ერთგულებას ზურგს ნუ შეაქცევ;+
ყელზე შეიბი და გულისფიცარზე დაიწერე,+
4 რომ მოიპოვო წყალობა და გამჭრიახი კაცის სახელი
ღვთისა და ადამიანის თვალში.+
7 ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში.+
იეჰოვასი გეშინოდეს და ზურგი აქციე ბოროტებას.
9 პატივი მიაგე იეჰოვას იმით, რაც გაგაჩნია,+
შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით*.+
10 მაშინ აივსება შენი ბეღლები+
და შენი საწნახლიდან უხვად იდინებს ახალი ღვინო.
11 შვილო, იეჰოვას დარიგებას ნუ უკუაგდებ+
და მის შეგონებას ნუ შეიძულებ,+
12 რადგან იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს,+
ისე შეაგონებს, როგორც მამა საყვარელ შვილს.+
13 ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნეს მიაკვლია+
და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა შეიძინა,
14 რადგან სიბრძნის შეძენა ვერცხლის შეძენას სჯობია
და მისი ქონა ოქროს ქონაზე უკეთესია.+
15 მარჯანზე ძვირფასია;
რაც კი რამ სანუკვარია, მას ვერ შეედრება;
16 მარჯვენა ხელში დღეგრძელობა უპყრია,
მარცხენაში კი — სიმდიდრე და სიდიადე;
17 საამურია მისი გზები
და მშვიდობიანია მისი ბილიკები;+
18 სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჰკიდებს მას,
და ბედნიერად იწოდება+ ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას.
19 იეჰოვამ სიბრძნით დააფუძნა დედამიწა,+
გამჭრიახობით გაამყარა ცა.+
21 შვილო, არ დაივიწყო ეს ყოველივე*,
გაუფრთხილდი სიბრძნესა და ჭკუას.
22 მათით იცოცხლებ,
ისინი დაგიმშვენებენ ყელს;
23 მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე
და არაფერს წამოჰკრავ ფეხს;+
25 არ შეგეშინდება მოულოდნელად დატეხილი საშინელებისა+
და არც ქარიშხლისა, ბოროტებს რომ დაატყდებათ თავს.+
28 ნუ ეტყვი შენს მოძმეს, წადი, ხვალ მოდი და მოგცემო,
თუ დახმარება დღესვე შეგიძლია.