პეტრეს პირველი წერილი
4 ქრისტე ხორციელ სხეულში იტანჯა+ და თქვენც ასეთივე განწყობა უნდა გქონდეთ; ვინაიდან, ვინც ხორციელ სხეულში იტანჯება, ცოდვების ჩადენას წყვეტს,+ 2 რათა ხორციელ სხეულში დარჩენილი დღეები ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებაში კი აღარ გალიოს,+ არამედ ღვთის ნების შესრულებაში.+ 3 ისიც გეყოფათ, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ ეძლეოდით თავაშვებულობას*,+ ვნებებს, ლოთობას, ღრეობას, უზომო სმასა და საძულველ კერპთაყვანისმცემლობას.+ 4 ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილნი, მხარს რომ აღარ უბამთ აღვირახსნილობაში, და გგმობენ,+ 5 თუმცა პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც ცოცხლებსა და მკვდრებს გაასამართლებს.+ 6 მკვდრებსაც იმიტომ ეხარათ სასიხარულო ცნობა,+ რომ, თუმცა ადამიანები მათ ხორცის მიხედვით განსჯიან, ღვთის თვალში სულით იცოცხლონ.
7 მოახლოვდა ყველაფრის დასასრული. ამიტომ საღად იაზროვნეთ,+ სიფხიზლე შეინარჩუნეთ და გამუდმებით ილოცეთ.+ 8 რაც მთავარია, მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი,+ რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს.+ 9 იყავით სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.+ 10 თქვენ, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, რა ძღვენიც მიიღეთ.+ 11 ვინც ლაპარაკობს, ისე ილაპარაკოს, როგორც ამას ღვთის სიტყვა მოითხოვს. ვინც მსახურობს, ღვთის ძალაზე დაიმედებულმა იმსახუროს,+ რათა ყოველმხრივ განდიდდეს ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით.+ მას ეკუთვნის დიდება და ძლევამოსილება მარადიულად! ამინ!
12 საყვარელნო, მძიმე განსაცდელები საგონებელში ნუ გაგდებთ+ და ნუ გგონიათ, რომ თქვენს თავს უცნაური რამ ხდება. 13 პირიქით, გიხაროდეთ,+ რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ,+ რათა მაშინაც გაიხაროთ, როცა მისი დიდება გამოცხადდება.+ 14 თუ ქრისტეს სახელისთვის შეურაცხგყოფენ, ბედნიერები ხართ,+ რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული.
15 ნურცერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც ქურდს, მკვლელს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს,+ 16 მაგრამ, თუ ქრისტიანობის გამო გიწევთ ტანჯვა, კი არ შეგრცხვეთ,+ არამედ როგორც ღვთის სახელის მატარებლებმა, კვლავაც განადიდეთ ღმერთი, 17 რადგან დადგა დანიშნული დრო, რომ დაიწყოს გასამართლება ღვთის სახლიდან.+ თუ ის ჯერ ჩვენგან იწყება,+ როგორი აღსასრული მოელით მათ, ვინც არ ემორჩილება ღვთის სასიხარულო ცნობას?!+ 18 „და, თუ მართალიც ძლივს გადარჩება, უღვთოსა და ცოდვილს რაღა ეშველება?!“+ 19 ასე რომ, ვისაც ღვთის ნების შესრულების გამო უწევს ტანჯვა, კვლავაც კარგი აკეთოს და ერთგულ შემოქმედს მიენდოს.+