ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. საგალობელი.
2 მან ამომიყვანა მგრგვინავი ორმოდან,
ჭაობის შლამიდან
და კლდეზე დამადგმევინა ფეხი,
მტკიცედ დამაყენა.
ამის მხილველთ შიში შეიპყრობთ
და იეჰოვას მიენდობიან.
4 ბედნიერია იეჰოვაზე მინდობილი კაცი,
რომელიც არც თავხედ ხალხში გარეულა და არც მატყუარებთან დაუჭერია საქმე.
5 მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე,
იეჰოვა, ჩემო ღმერთო,
და შეასრულე ყველაფერი, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული.+
დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი არ მოგითხოვია.+
7 მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი;
ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია.+
9 დიდ კრებულში ვახარებ შენს სიმართლეს.+
არ ვდუმდები,+
იეჰოვა, შენ კარგად იცი ეს.
10 შენს სიმართლეს ვაცხადებ,
შენი ერთგულებისა და ხსნის შესახებ ვაუწყებ.
შენს სიკეთესა* და ჭეშმარიტებას ვამცნობ დიდ კრებულს“.+
11 წყალობას ნუ მომაკლებ, იეჰოვა,
შენმა სიკეთემ* და ჭეშმარიტებამ დამიცვას.+
12 არაერთი უბედურება დამატყდა თავს.+
დანაშაულის სიმრავლის გამო ვეღარ ვხედავ გზას;+
იმაზე მეტი დანაშაული ჩავიდინე, ვიდრე თმა მაქვს თავზე;
გული გამიტყდა.
13 იეჰოვა, გთხოვ, ისურვე ჩემი ხსნა!+
იეჰოვა, იჩქარე ჩემ საშველად!+
14 შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი,
ვისაც ჩემი მოკვლა სწადიათ.
სირცხვილნაჭამნი უკუიქცნენ,
ვისაც ჩემი უბედურება ახარებთ.
15 შერცხვნენ და შეცბუნდნენ ისინი,
ვინც ჩემზე ამბობს, ახიაო მასზე.
დაე ამბობდნენ შენგან ხსნის მომლოდინენი,
იდიდოსო იეჰოვამ!+
17 საწყალი და უმწეო ვარ,
ნეტავ იეჰოვა მომხედავდეს!