29 კაცს, რომელიც არაერთი შეგონების მიუხედავად
მაინც ჯიუტობს,+ უეცრად დაატყდება უბედურება.+
2 მართალთა სიმრავლე ხალხს ახარებს,
ბოროტთა მმართველობისას კი ხალხი ოხრავს.+
3 სიბრძნის მოყვარული მამას ახარებს,+
მეძავთა მეგობარი კი სიმდიდრეს ფლანგავს.+
4 სამართლიანი მეფის ქვეყანა მყარად დგას,+
მექრთამე კი აქცევს მას.
5 კაცი, რომელიც მოძმეს ეპირფერება,
ფეხებთან ბადეს უგებს მას.+
6 ბოროტს თავისივე ცოდვა აბამს მახეში,+
მართალი კი სიხარულით ყიჟინებს და ხარობს.+
7 მართალი წუხს, როცა ღარიბებს ჩაგრავენ,+
ბოროტს კი ეს სულ არ ანაღვლებს.+
8 ტრაბახა ხალხს ქალაქში განხეთქილება შეაქვს,+
ბრძენნი კი რისხვას აცხრობენ.+
9 როცა ბრძენი უგუნურს ედავება,
ბრაზისა და დაცინვის მეტი არაფერი შერჩება.+
10 სისხლმოწყურებულთ უდანაშაულო სძულთ,+
ერთი სული აქვთ, მართალს სიცოცხლე მოუსწრაფონ.
11 სულელი თავს ვერ თოკავს,+
ბრძენი კი სიმშვიდეს ინარჩუნებს.+
12 თუ მმართველი ყურს დაუგდებს სიცრუეს,
ბოროტი მსახურები ეყოლება.+
13 ღარიბსა და მჩაგვრელს საერთო ის აქვთ,
რომ ორივეს იეჰოვა აძლევს სიცოცხლეს.
14 თუ მეფე ღარიბებს სამართალს გაუჩენს,+
მისი ტახტი სამარადისოდ განმტკიცდება.+
15 ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა,+
ნებაზე მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
16 როცა ბოროტები მრავლდებიან, ცოდვაც მრავლდება,
მაგრამ მართლები მათ დაცემას იხილავენ.+
17 დასაჯე შვილი და სადარდებელი არ გექნება;
სიხარულს მოგგვრის იგი.+
18 ხილვის გარეშე ხალხი უმართავი ხდება,+
კანონის დამცველნი კი ბედნიერნი არიან.+
19 მსახურს სიტყვით ვერ გამოასწორებ,
ისმენს, მაგრამ არ გემორჩილება.+
20 გინახავს დაუფიქრებლად მოლაპარაკე კაცი?+
სულელი უფრო გამოსწორდება, ვიდრე ასეთი კაცი.+
21 თუ მსახურს სიყმაწვილიდან გაანებივრებ,
უმადური დაგრჩება.
22 ვინც ადვილად რისხდება, შუღლს აღვივებს;+
ფიცხი კაცი ბევრს სცოდავს.+
23 ამპარტავნობა კაცს დაამდაბლებს,+
თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.+
24 ქურდის მეგობარი საკუთარი თავის მტერია;
ესმის მოწოდება, რომ მოწმედ გამოვიდეს, მაგრამ არ გამოდის.+
25 კაცთმოშიშს მახე უგია,+
იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება.+
26 ბევრი ცდილობს მმართველთან შეხვედრას,
მაგრამ კაცს სამართალს იეჰოვა უჩენს.+
27 მართლისთვის უსამართლო კაცია საძულველი,+
ბოროტისთვის კი — სიმართლის გზით მავალი.+