აბაკუმი
ფხიზლად ვიქნები, რომ ვნახო, რას იტყვის ის ჩემი პირით,
ან რა ვუპასუხო, როცა შემაგონებს.
2 იეჰოვამ მომიგო:
«ჩაიწერე ხილვა, გარკვევით ამოკვეთე ფილებზე,+
რათა ადვილად შეძლოს მისი ხმამაღლა წაკითხვა წამკითხველმა.+
3 დროა დანიშნული ამ ხილვის შესასრულებლად,
შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება;
რომც დაყოვნდეს, დაელოდე,+
რადგან უსათუოდ შესრულდება,
არ დააგვიანდება!
4 აი ამაყი კაცი,
მისი გული არაა წრფელი,
მართალი კი თავისი ერთგულებით* იცოცხლებს.+
5 ვერაგულად მოქმედებს კაცზე ღვინო,
ამიტომ ვერ მიაღწევს მიზანს თავდაჯერებული კაცი,
სამარესავით* ხარბია
და სიკვდილივით გაუმაძღარი;
აგროვებს ხალხებს და თავს უყრის ერებს.+
6 განა არ ილაპარაკებენ მასზე ანდაზებით, ქარაგმებითა და გამოცანებით?!+
იტყვიან ისინი:
„ვაი მას, ვინც იმას იმრავლებს, რაც მას არ ეკუთვნის!
როდემდე?!
ვაი მას, ვინც ვალებით იმძიმებს თავს!
7 განა უეცრად არ აღდგებიან შენი მევალენი?!
გამოიღვიძებენ და შეგაჯანჯღარებენ,
მათი გასაძარცვი გახდები.+
8 რაკი ძარცვავდი მრავალ ხალხს,
შენც გაგძარცვავს ხალხთა დარჩენილი ნაწილი,+
რადგან სისხლს ღვრიდი,
არ ინდობდი მიწის პირს
და ძალმომრეობდი ქალაქებსა და მათ მკვიდრებზე.+
10 სირცხვილი განგიზრახავს შენი სახლისთვის.
საკუთარ თავს შესცოდე, რადგან მრავალი ხალხი მოსპე.+
11 კედლიდან ქვა აღაღადდება
და ჭერიდან ძელი გამოეპასუხება.
12 ვაი მას, ვინც სისხლის ღვრით აშენებს ქალაქს
და უმართლობით აფუძნებს მას!
13 განა ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან, არ არის,
რომ ამაოდ იქანცებიან ერები
და იმისთვის შრომობენ ხალხები, რაც ცეცხლს უნდა მიეცეს?!+
15 ვაი მას, ვინც თავის ახლობელს ასმევს სასმელს,
რისხვითა და მრისხანებით შეზავებულს,
რომ დაათროს და დაინახოს მისი სიშიშვლე.
16 დიდების ნაცვლად სირცხვილს შესვამ.
დალიე შენც და გამოაჩინე შენი წინადაუცვეთელობა*!
შენამდეც მოვა სასმისი, რომელიც იეჰოვას მარჯვენაშია,+
და დამცირდება შენი დიდება.
17 შენც ლიბანივით ძალადობის მსხვერპლი გახდები,
და იმ ცხოველებივით განადგურდები, შიშის ზარი რომ დაეცი,
რადგან სისხლს ღვრიდი,
არ ინდობდი მიწის პირს
და ძალმომრეობდი ქალაქებსა და მათ მკვიდრებზე.+
18 რა ხეირს ელი ქანდაკებისგან,
კაცმა რომ გამოთალა?!
რა ხეირს ელი ჩამოსხმული ქანდაკებისგან და სიცრუის მასწავლებლისგან?!
მათი გამკეთებელი მათზეა მინდობილი,
თუმცა უსარგებლო და უტყვი ღმერთები არიან.+
19 ვაი მას, ვინც ხის ნაჭერს ეუბნება, გაიღვიძე,
და უტყვ ქვას, გამოიღვიძე და გვასწავლეო!
20 იეჰოვა კი თავის წმინდა ტაძარშია.+
დადუმდი, დედამიწავ, მის წინაშე!“»+