ესაია
50 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„სად არის დედათქვენის გაყრის მოწმობა,+ მე რომ გავუშვი,
ან რომელ მევალეს მიგყიდეთ?
2 რატომ არავინ დამხვდა, როცა მოვედი?
რატომ არავინ მიპასუხა, როცა ვიძახდი?+
განა ისე დამოკლდა ჩემი ხელი, რომ ვერ გამოისყიდოს?!
განა არა მაქვს ხსნის ძალა?!+
უწყლობის გამო ყროლდება თევზი,
უწყლობის გამო იხოცება.
ყოველ დილით მაღვიძებს,
აღვიძებს ჩემს ყურს, რომ სწავლულივით მოვისმინო.+
არ გავჯიუტებულვარ.+
6 ზურგი მივუშვირე დამრტყმელებს,
ლოყები — წვერის მგლეჯელებს;
სახე არ დამიფარავს დამცირებისა და ფურთხისგან.+
7 უზენაესი უფალი იეჰოვა დამეხმარება,+
ამიტომ დამცირებულად არ ვიგრძნობ თავს;
მტკიცედ ვდგავარ+
და ვიცი, რომ არ შევრცხვები.
8 ახლოსაა ის, ვინც მართლად მაღიარებს.
ვინ დამდებს ბრალს?+
დავდგეთ ერთმანეთის პირისპირ!
ვინ არის ჩემი მომჩივანი?
მომიახლოვდეს!
9 უზენაესი უფალი იეჰოვა შემეწევა.
ვინ გამამტყუნებს?!
ყველანი ტანსაცმელივით გაცვდებიან
და ჩრჩილი შეჭამს მათ.
10 ვინ არის თქვენ შორის იეჰოვას მოშიში
და ვინ უგდებს ყურს მის მსახურს?+
ვინ დადის წყვდიადში და ვის არა აქვს სინათლე?
მიენდოს იეჰოვას სახელს და თავის ღმერთზე იყოს დაიმედებული.
11 „ცეცხლის გამჩაღებელნო,
ნაპერწკლების მფრქვეველნო,
თქვენივე დანთებული ცეცხლის შუქზე
და თქვენივე აალებული ცეცხლის ნაპერწკლებს შორის იარეთ!
აი, რას დაგმართებთ:
ტკივილებით გატანჯულნი განირთხმებით!“