მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ
4 მოგიწოდებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს+ ცოცხლები და მკვდრები,+ როცა თავის სამეფოში+ გამეფებული გამოცხადდება:+ 2 იქადაგე ღვთის სიტყვა+ გადაუდებლად, კარგ დროშიც და ცუდ დროშიც; შეაგონე,+ გაკიცხე და წაახალისე, რისთვისაც სულგრძელობა და სწავლების ხელოვნებაა საჭირო.+ 3 დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი მოძღვრება+ და თავიანთ სურვილებს აყოლილნი შემოიკრებენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს.+ 4 ჭეშმარიტებას ყურს აღარ ათხოვებენ და მის ნაცვლად ზღაპრებს მოუსმენენ. 5 შენ კი ყოველთვის იფხიზლე, გაუძელი გასაჭირს,+ შეასრულე მახარობლის საქმე და სრულად დაიხარჯე ღვთის მსახურებაში.+
6 უკვე ვიღვრები დასაღვრელი შესაწირავივით+ და მოახლოვდა ჩემი გათავისუფლების დრო.+ 7 ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი,+ სარბიელი ბოლომდე გავირბინე+ და რწმენა შევინარჩუნე. 8 ახლა უკვე მართალთათვის განკუთვნილი გვირგვინი მენახება,+ რომლითაც სასამართლოს დღეს+ დამაჯილდოებს უფალი,+ მართალი მოსამართლე, და მარტო მე კი არა, ყველას, ვინც მოუთმენლად ელის მის გამოცხადებას.
9 ყველანაირად ეცადე, მალე მოხვიდე ჩემთან, 10 რადგან დემასმა+ ეს ქვეყნიერება* შეიყვარა, დამტოვა და თესალონიკეში წავიდა. კრესკე გალატიაში გაემგზავრა, ტიტე კი — დალმაციაში. 11 ლუკაღა დარჩა ჩემთან. მარკოზიც წამოიყვანე, მსახურებაში დამეხმარება. 12 ტიქიკე+ ეფესოში გავგზავნე. 13 წამოსვლისას ჩემი მოსასხამი გამოიყოლე, კარპოსთან რომ დავტოვე ტროაში, და გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები* მჭირდება.
14 მესპილენძე ალექსანდრემ ბევრი ბოროტება გამიკეთა. იეჰოვა* მიუზღავს მისი საქმეებისამებრ.+ 15 შენც უფრთხილდი მას, რადგან სასტიკად დაგვიპირისპირდა*.
16 პირველად რომ წარვდექი თავის დასაცავად, არავინ ამომიდგა მხარში, ყველამ მიმატოვა. დაე ნუ მოეკითხებათ მათ პასუხი! 17 თუმცა უფალი მედგა გვერდში და მაძლიერებდა, რათა ბოლომდე მიმეყვანა ქადაგების საქმე და ყველა ხალხს მოესმინა ცნობა;+ უფლის წყალობით თავი დავაღწიე ლომის ხახას.+ 18 ყოველი ბოროტებისგან დამიხსნის უფალი და გადამარჩენს, რათა დავიმკვიდრო მისი ზეციერი სამეფო.+ დიდება მას მარადიულად! ამინ!
19 მომიკითხე პრისკა, აკვილა+ და ონისიფორეს+ სახლეულობა!
20 ერასტუსი+ კორინთში დარჩა, ტროფიმე+ კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში. 21 ყველანაირად ეცადე, დაზამთრებამდე ჩამოხვიდე ჩემთან.
მოკითხვას გითვლიან ევბულე, პუდენსი, ლინე, კლავდია და მათთან ერთად ყველა ძმა.
22 უფალმა აკურთხოს შენი სულისკვეთება! მისი წყალობა არ მოგკლებოდეთ!