ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. სიმღერა.
139 იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ.+
2 შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები.+
შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს.+
5 გალავანივით შემომევლე
და ხელი ჩამჭიდე.
6 ამგვარი ცოდნა ჩაუწვდომელია ჩემთვის,
იმდენად აღმატებულია, რომ ვერ ვწვდები.+
9 განთიადის ფრთებითაც რომ გადავფრენილიყავი
უშორეს ზღვასთან დასამკვიდრებლად,
10 იქაც შენ წამიძღვებოდი
და მარჯვენას ჩამჭიდებდი.+
11 თუკი ვიტყოდი, წყვდიადი დამფარავს-მეთქი,
მაშინ ღამე ჩემ გარშემო სინათლედ იქცეოდა.
12 წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ძალიან ბნელი
და ღამეც დღესავით ნათელი იქნებოდა;+
წყვდიადი ხომ სინათლესავითაა შენთვის!+
საოცარია შენი საქმენი+
და კარგად ვუწყი ეს.
16 შენმა თვალებმა ჯერ კიდევ ჩემი ჩანასახი იხილა
და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ,
როცა ჩემი სხეულის ნაწილები უნდა ჩამოყალიბებულიყო,
მაშინ, როცა ჯერ არცერთი მათგანი არ არსებობდა.
17 რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის!+
ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი!+
18 მათი დათვლა რომ მეცადა, ქვიშაზე მეტი იქნებოდა.+
გავიღვიძებდი და კვლავ შენთან ვიქნებოდი ჩემი ფიქრებით*.+
19 ღმერთო, ნეტავ დახოცავდე ბოროტებს!+
მაშინ განმშორდებოდა სისხლისმღვრელი ხალხი,
20 რომელიც შენზე მზაკვრულად ლაპარაკობს,
გმტრობს და შენს სახელს უღირსად ახსენებს.+
23 გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული.+
შემამოწმე და ნახე, რა მიფორიაქებს სულს.+