ესაია
24 აი, იეჰოვა აცარიელებს ქვეყანას და აოხრებს,+
ყირაზე აყენებს+ და ფანტავს მის მკვიდრებს.+
2 ერთი და იგივე დაემართება
ხალხსაც და მღვდელსაც,
მსახურსაც და მის ბატონსაც,
მოახლესაც და მის ქალბატონსაც,
მყიდველსაც და გამყიდველსაც,
გამსესხებელსაც და მსესხებელსაც,
მევალესაც და მოვალესაც.+
4 გლოვობს* ქვეყანა,+ გახრიოკდა.
ნაყოფიერი მიწა გადახმა, გაუდაბურდა.
ქვეყნის დიდებულები დაუძლურდნენ.
5 წაბილწეს ქვეყანა მისმა მკვიდრებმა,+
რადგან გვერდი აუარეს კანონებს,+
შეცვალეს წესები+
და დაარღვიეს მარადიული შეთანხმება.+
ამიტომაც დაცოტავდნენ ქვეყნის მკვიდრნი,
ცოტანიღა დარჩნენ.+
9 სიმღერის გარეშე სვამენ ღვინოს,
ემწარებათ სასმელი მის მსმელებს.
11 სიმწრით ყვირიან ქუჩებში, რადგან ღვინო გამოელიათ.
ბოლო მოეღო მხიარულებას,
სიხარული გაქრა ქვეყნიდან.+
13 აი, როგორ იქნება ჩემი ხალხი ქვეყნად ხალხთა შორის:
14 ხმამაღლა შესძახებენ ისინი,
სიხარულით იყიჟინებენ.
დასავლეთიდან გააცხადებენ იეჰოვას სიდიადეს.+
16 დედამიწის კიდეებიდან გვესმის სიმღერა:
„დიდება მართალს!“+
მე კი ვთქვი: „დავუძლურდი, დავუძლურდი!
ვაიმე! ვერაგი ვერაგულად იქცევა.
ვერაგულად იქცევიან ვერაგნი“.+
17 შიში, ორმო და ხაფანგი გელის, ქვეყნის მკვიდრო.+
18 ყველა, ვინც შემაძრწუნებელ ხმას გაექცევა, ორმოში ჩავარდება,
და ვინც ორმოდან ამოვა, ხაფანგში გაებმება.+
მაღლა გაიხსნება წყლის კარიბჭეები
და მიწის საძირკვლები შეირყევა.
20 ქვეყანა მთვრალი კაცივით ბარბაცებს,
ისე ირყევა, როგორც ქოხი ქარში.
ცოდვითაა დამძიმებული,+
დაეცემა და ვეღარ ადგება.
21 იმ დღეს იეჰოვა განიკითხავს ზეცის ლაშქარს
და დედამიწის მეფეებს.
22 შეკრებს მათ,
როგორც პატიმრებს ორმოში,
და დაამწყვდევს დილეგში.
მრავალი დღის შემდეგ მიაქცევს მათ ყურადღებას.