ესაია
7 იუდას მეფე ახაზის,+ იოთამის ძის, უზიას ძის, მეფობის დროს სირიის მეფე რეცინმა და ისრაელის მეფე ფეკახმა,+ რემალიას ვაჟმა, გაილაშქრეს იერუსალიმზე; მაგრამ მან* ვერ დაიპყრო ის.+ 2 შეატყობინეს დავითის სამეფო საგვარეულოს, სირია და ეფრემი შეიკვრნენო.
გული შეუკრთა ახაზს და მის ხალხს ისე, როგორც ხეები კრთიან ტყეში ქარისგან.
3 იეჰოვამ უთხრა ესაიას: «გთხოვ, წადით შენ და შენი ვაჟი შეარ-იაშუბი*+ ახაზთან შესახვედრად ზემო წყალსატევის არხის ბოლოს,+ მრეცხავის მინდვრისკენ მიმავალ გზაზე. 4 უთხარი მას: „მშვიდად იყავი. ნუ შეშინდები და ნუ შეგიდრკება გული ხის ორი, თითქმის ჩამწვარი ძირკვის გამო — სირიის მეფე რეცინისა და რემალიას ძის რისხვის გამო,+ 5 და იმის გამო, რომ სირიამ ეფრემთან და რემალიას ძესთან ერთად ბოროტება განიზრახა შენ წინააღმდეგ, და ამბობენ, 6 მოდი გავილაშქროთ იუდაზე და გავტეხოთ* ის, დავიპყროთ და მეფედ ტაბეელის ძე დავსვათო.+
7 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
არ გამოუვათ,
ეს არ მოხდება!
8 სირიის თავი დამასკოა
და დამასკოს თავი — რეცინი;
სულ რაღაც 65 წელიწადში
გაცამტვერდება ეფრემი და აღარ იარსებებს როგორც ხალხი.+
თუ მტკიცე რწმენა არ გექნებათ,
დიდხანს ვერ გასტანთ!“»
10 შემდეგ იეჰოვამ ახაზს უთხრა: 11 „სთხოვე ნიშანი იეჰოვას, შენს ღმერთს,+ იყოს ის თუნდაც სამარესავით* ღრმა ან ზეცასავით მაღალი“. 12 ახაზმა კი მიუგო: „არ ვთხოვ და არ გამოვცდი იეჰოვას!“
13 მაშინ ესაიამ უთხრა: „მისმინეთ, დავითის შთამომავლებო! ის არ კმარა, კაცთა მოთმინებას რომ ცდით, ახლა ღვთის მოთმინების გამოცდაც მოისურვეთ?!+ 14 თავად იეჰოვა მოგცემთ ნიშანს: აი, დაორსულდება ყმაწვილი ქალი, გააჩენს ვაჟს+ და დაარქმევს მას ემანუელს*.+ 15 კარაქსა და თაფლს შეჭამს, სანამ ისწავლის კარგისა და ცუდის გარჩევას, 16 რადგან სანამ ყმაწვილი ისწავლის, როგორ უკუაგდოს ცუდი და როგორ აირჩიოს კარგი, გაუკაცრიელდება+ იმ ორი მეფის მიწა, ახლა რომ შიშის ზარს გცემენ. 17 იეჰოვა ისეთ დღეებს მოგივლენთ შენ, შენს ხალხსა და მამაშენის სახლეულობას, როგორიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ეფრემმა იუდას ზურგი აქცია+ — მოგივლენთ ის ასურეთის მეფეს.+
18 იმ დღეს იეჰოვა სტვენით მოუხმობს ბუზებს ეგვიპტის ნილოსის შორეული არხებიდან და ფუტკრებს — ასურეთის მიწიდან; 19 მოვლენ ისინი და დაიბუდებენ ციცაბო ხევებში, კლდის ნაპრალებში, ეკალბარდებსა თუ წყალუხვ ადგილებში.
20 იმ დღეს მდინარის* მხარეში დაქირავებული სამართებლის, ასურეთის მეფის მეშვეობით,+ იეჰოვა მას თავს გადაპარსავს, ფეხებს გაპარსავს და არც წვერს შეარჩენს.
21 იმ დღეს კაცი ერთ დეკეულს დატოვებს ცოცხალს თავისი ნახირიდან და ორ ცხვარს — თავისი ფარიდან, 22 და, რაკი უხვად ექნება რძე, კარაქს შეჭამს; ქვეყანაში დარჩენილებს კარაქი და ველური თაფლიღა ექნებათ საჭმელად.
23 ადგილები, სადაც 1 000 ძირი ვაზი იყო ჩაყრილი, 1 000 შეკელ* ვერცხლად რომ ფასობდა, ეკალბარდებითა და სარეველათი დაიფარება. 24 მშვილდ-ისრით მივლენ იქ, რადგან მთელი ქვეყანა ეკალბარდებითა და სარეველათი დაიფარება. 25 ეკალბარდებისა და სარეველას შიშით ახლოსაც ვერ გაეკარები მთებს, რომლებსაც თოხით ასუფთავებდნენ სარეველასგან; ხარები მოძოვენ იქ და ცხვრები გათელავენ იქაურობას“.