ბიბლიური თემები საუბრებისთვის
1. არმაგედონი
ა. ღვთის ომი ბოლოს მოუღებს ბოროტებას
ერები არმაგედონისთვის იკრიბებიან. გმც. 16:14, 16
ამ ბრძოლაში ღმერთი თავის ძესა და ანგელოზებს იყენებს. 2თს. 1:6—9; გმც. 19:11—16
რა უნდა გავაკეთოთ გადასარჩენად. სფ. 2:2, 3; გმც. 7:14
ბ. არ ეწინააღმდეგება ღვთის სიყვარულს
ქვეყნიერება მეტისმეტად გაიხრწნა. 2ტმ. 3:1—5
ღმერთი მომთმენია, მაგრამ სამართალი მოქმედებას მოითხოვს. 2პტ. 3:9, 15; ლკ. 18:7, 8
ბოროტები უნდა მოისპონ, რომ მართლებმა გაიხარონ. იგ. 21:18; გმც. 11:18
2. აღდგომა
ა. იმედი მკვდრებისთვის
ვინც საფლავშია, ყველა აღდგება. ინ. 5:28, 29
იესოს აღდგომა გარანტიაა. 1კრ. 15:20—22; სქ. 17:31
სულის წინააღმდეგ შემცოდველები არ აღდგებიან. მთ. 12:31, 32
აღდგომა აღთქმული აქვთ მორწმუნეებს. ინ. 11:25
ბ. აღდგომა ზეცაში ან დედამიწაზე ცხოვრებისთვის
ადამში კვდება ყველა, იესოში კი სიცოცხლეს იღებენ. 1კრ. 15:20—22; რმ. 5:19
მკვდრეთით აღმდგართა სხეულები განსხვავდება. 1კრ. 15:40, 42, 44
იესოსთან მყოფები მისი მსგავსები იქნებიან. 1კრ. 15:49; ფლ. 3:20, 21
ვინც იესოს თანამმართველი არ იქნება, დედამიწაზე იცხოვრებს. გმც. 20:4ბ, 5, 13; 21:3, 4
3. ბედისწერა
ა. ადამიანის ცხოვრება წინასწარ განსაზღვრული არ არის
ღვთის განზრახვა უეჭველად შესრულდება. ეს. 55:11; დბ. 1:28
თითოეულს ეძლევა შესაძლებლობა, ღმერთს ემსახუროს. ინ. 3:16; ფლ. 2:12
4. ბიბლია
ა. ღვთის სიტყვა შთაგონებით არის დაწერილი
ადამიანები ღვთის სულმა აღძრა დასაწერად. 2პტ. 1:20, 21
მასში მოცემულია წინასწარმეტყველებები: დნ. 8:5, 6, 20—22; ლკ. 21:5, 6, 20—22; ეს. 45:1—4
მთელი ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა. 2ტმ. 3:16, 17; რმ. 15:4
ბ. პრაქტიკული სახელმძღვანელოა ჩვენი დროისთვის
ბიბლიური პრინციპების უგულებელყოფა დამღუპველია. რმ. 1:28—32
ადამიანური სიბრძნე მას ვერ შეცვლის. 1კრ. 1:21, 25; 1ტმ. 6:20
გვიცავს უძლიერესი მტრისგან. ეფ. 6:11, 12, 17
სწორ გზას გვიჩვენებს. ფს. 119:105; 2პტ. 1:19; იგ. 3:5, 6
გ. დაწერილია ყველა ერისა და რასის ადამიანებისთვის
ბიბლიის წერა აღმოსავლეთში დაიწყო. გმ. 17:14; 24:12, 16; 34:27
ღმერთს ბიბლია მარტო ევროპელებისთვის არ მიუცია. რმ. 10:11—13; გლ. 3:28
ღმერთი ყველანაირ ადამიანს იღებს. სქ. 10:34, 35; რმ. 5:18; გმც. 7:9, 10
5. ბოროტება, მსოფლიო პრობლემები
ა. ვინ არის პასუხისმგებელი მსოფლიო პრობლემებზე
დღევანდელი პრობლემების მიზეზი ბოროტთა მმართველობაა. იგ. 29:2; 28:28
მსოფლიოს ღვთის მტერი მართავს. 2კრ. 4:4; 1ინ. 5:19; ინ. 12:31
უბედურებების მიზეზი ეშმაკია; მას დრო ცოტაღა დარჩა. გმც. 12:9, 12
ეშმაკის შებოჭვას დიდი მშვიდობა მოჰყვება. გმც. 20:1—3; 21:3, 4
ბ. რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება
ეშმაკმა ადამიანთა ღვთისადმი ერთგულება ეჭვქვეშ დააყენა. იობ. 1:11, 12
ერთგულებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება. რმ. 9:17; იგ. 27:11
დამტკიცდა, რომ ეშმაკი მატყუარაა; საკამათო საკითხი უნდა გადაწყდეს. ინ. 12:31
ერთგულები მარადიულად იცხოვრებენ. რმ. 2:6, 7; გმც. 21:3—5
გ. აღსასრულამდე დროის გახანგრძლივება ღვთის გულმოწყალებაზე მეტყველებს
ხალხის გასაფრთხილებლად დროა საჭირო, როგორც ეს ნოეს დროს იყო. მთ. 24:14, 37—39
ღმერთი კი არ აყოვნებს, გულმოწყალებას ავლენს. 2პტ. 3:9; ეს. 30:18
ბიბლია გვეხმარება, ისე მოვიქცეთ, რომ იმ დღემ უცაბედად არ მოგვისწროს. ლკ. 21:36; 1თს. 5:4
ახლავე უნდა ვეძებოთ ის, რაც ღმერთმა გადასარჩენად მოგვცა. ეს. 2:2—4; სფ. 2:3
დ. ადამიანი ვერ მოუღებს ბოლოს მსოფლიო პრობლემებს
ხალხი შეშინებული და თავგზააბნეულია. ლკ. 21:10, 11; 2ტმ. 3:1—5
ღვთის სამეფო მიაღწევს წარმატებას, და არა ადამიანები. დნ. 2:44; მთ. 6:10
ახლავე უნდა ვესწრაფოთ მშვიდობას მეფესთან, რომ ცოცხლები დავრჩეთ. ფს. 2:9, 11, 12
6. გამოსახულებების გამოყენება
ა. თაყვანისცემაში ნებისმიერი გამოსახულების ან ქანდაკების გამოყენება შეურაცხყოფს ღმერთს
ღვთის გამოსახულების შექმნა შეუძლებელია. 1ინ. 4:12; ეს. 40:18; 46:5; სქ. 17:29
ქრისტიანებს ეკრძალებათ გამოსახულებების გამოყენება. 1კრ. 10:14; 1ინ. 5:21
ღმერთს თაყვანი სულითა და ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ. ინ. 4:24
ბ. გამოსახულებების თაყვანისცემა ისრაელისთვის დამღუპველი აღმოჩნდა
ებრაელებს ეკრძალებოდათ გამოსახულებების თაყვანისცემა. გმ. 20:4, 5
არაფერი ესმით, ვერ ლაპარაკობენ; მათვე დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები. ფს. 115:4—8
მახეა და განადგურება მოაქვს. ფს. 106:36, 40—42; იერ. 22:8, 9
გ. დაუშვებელია ღვთის თაყვანისცემისას გამოსახულებების გამოყენება
ღმერთს არ სურს, რომ მისი თაყვანისცემისას გამოსახულებები იქნეს გამოყენებული. ეს. 42:8
მხოლოდ ღმერთია „ლოცვის მომსმენი“. ფს. 65:1, 2
7. გამოსყიდვა
ა. იესომ ადამიანური სიცოცხლე გაიღო, როგორც „გამოსასყიდი ყველასთვის“
იესომ თავისი სიცოცხლე მრავალთა გამოსასყიდად გაიღო. მთ. 20:28
დაღვრილი სისხლის ფასით ხდება ცოდვის პატიება. ებ. 9:14, 22
ერთხელ შეწირვა საკმარისი იყო. რმ. 6:10; ებ. 9:26
სარგებლობის მიღება თავისთავად არ ხდება, გათვითცნობიერებაა საჭირო. ინ. 3:16
ბ. შესაბამისი ფასი
ადამი სრულყოფილი შეიქმნა. კნ. 32:4; ეკ. 7:29; დბ. 1:31
ცოდვის ჩადენის გამო ადამმაც დაკარგა სრულყოფილება და მისმა შვილებმაც. რმ. 5:12, 18
შვილებს არ შეეძლოთ მდგომარეობის გამოსწორება; ადამის თანასწორი იყო საჭირო. ფს. 49:7; კნ. 19:21
იესოს სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლეა გამოსასყიდი. 1ტმ. 2:5, 6; 1პტ. 1:18, 19
8. განკურნება, უცხო ენებზე ლაპარაკი
ა. სულიერ განკურნებას მუდმივი სარგებლობა მოაქვს
სულიერი ავადმყოფობა დამღუპველია. ეს. 1:4—6; 6:10; ოს. 4:6
სხვების სულიერად განკურნება ჩვენი მთავარი ვალდებულებაა. ინ. 6:63; ლკ. 4:18
გვაშორებს ცოდვებს; ბედნიერებასა და სიცოცხლეს გვაძლევს. იაკ. 5:19, 20; გმც. 7:14—17
ბ. ღვთის სამეფო ყველას სამუდამოდ განკურნავს ფიზიკურად
იესო კურნავდა უძლურებს და ქადაგებდა იმაზე, რა კურთხევებს მოიტანს სამეფო. მთ. 4:23
დაპირებული სამეფოს მმართველობისას ყველა საბოლოოდ განიკურნება. მთ. 6:10; ეს. 9:7
სიკვდილსაც კი მოეღება ბოლო. 1კრ. 15:25, 26; გმც. 21:4; 20:14
გ. დღეს ღმერთი არ იწონებს რწმენით განკურნებას
მოწაფეები არ იკურნავდნენ თავს სასწაულებრივად. 2კრ. 12:7—9; 1ტმ. 5:23
სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი მხოლოდ მოციქულთა დროს მოქმედებდა. 1კრ. 13:8—11
განკურნება არ არის ღვთის მოწონების უტყუარი ნიშანი. მთ. 7:22, 23; 2თს. 2:9—11
დ. უცხო ენებზე ლაპარაკი მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო
ის მხოლოდ ნიშანი იყო; უფრო დიდი ძღვნის მიღებისკენ უნდა ესწრაფათ. 1კრ. 14:22; 12:30, 31
ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ სულის სასწაულებრივი ძღვენი შეწყდებოდა. 1კრ. 13:8—10
სასწაულები არ არის ღვთის მოწონების უტყუარი მტკიცება. მთ. 7:22, 23; 24:24
9. გახსენების საღამო, ზიარება
ა. უფლის საღამოს აღნიშვნა
აღინიშნება წელიწადში ერთხელ, პასექის დღეს. ლკ. 22:1, 17—20; გმ. 12:14
ვიხსენებთ ქრისტეს სიკვდილს, რითაც მან მსხვერპლი გაიღო. 1კრ. 11:26; მთ. 26:28
სიმბოლოებს ზეციური იმედის მქონეები იღებენ. ლკ. 22:29, 30; 12:32, 37
როგორ იგებს ადამიანი, რომ ასეთი იმედი აქვს. რმ. 8:15—17
ბ. ზიარება არაბიბლიურია
ცოდვების პატიება სისხლის დაღვრას მოითხოვს. ებ. 9:22
ახალი შეთანხმების ერთადერთი შუამავალი ქრისტეა. 1ტმ. 2:5, 6; ინ. 14:6
იესო ზეცაშია; მღვდელი მას ვერ ჩამოიყვანს. სქ. 3:20, 21
ქრისტეს ხელმეორედ შეწირვა არ არის საჭირო. ებ. 9:24—26; 10:11—14
10. დამოწმება
ა. ყოველი ქრისტიანი უნდა ქადაგებდეს, აუწყებდეს სასიხარულო ცნობას
ღვთის მოწონება რომ დავიმსახუროთ, იესო უნდა ვაღიაროთ ადამიანთა წინაშე. მთ. 10:32
უნდა ვიყოთ სიტყვის შემსრულებლები და რწმენა გამოვავლინოთ. იაკ. 1:22—24; 2:24
ახალმა მოწაფეებმაც უნდა ასწავლონ. მთ. 28:19, 20
საჯაროდ ქადაგება გადარჩენის საწინდარია. რმ. 10:10
ბ. საჭიროა ხალხის განმეორებით მონახულება, განუწყვეტელი დამოწმება
ხალხი გაფრთხილებული უნდა იყოს აღსასრულის შესახებ. მთ. 24:14
იერემია წლების განმავლობაში აუწყებდა ცნობას იერუსალიმის აღსასრულზე. იერ. 25:3
პირველი ქრისტიანების მსგავსად ვერც ჩვენ გავჩერდებით. სქ. 4:18—20; 5:28, 29
გ. თუ არ დავამოწმებთ, ადამიანთა სისხლი ჩვენ მოგვეკითხება
ხალხი მოახლოებული აღსასრულის შესახებ უნდა გავაფრთხილოთ. ეზკ. 33:7; მთ. 24:14
წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლი მოგვეკითხება. ეზკ. 33:8, 9; 3:18, 19
პავლე „სუფთა იყო ყველას სისხლისაგან“; ჭეშმარიტება სრულად გააცხადა. სქ. 20:26, 27; 1კრ. 9:16
ქადაგება მქადაგებელსაც გადაარჩენს და მსმენელსაც. 1ტმ. 4:16; 1კრ. 9:22
11. დედამიწა
ა. ღვთის განზრახვა დედამიწისთვის
სამოთხე დედამიწაზე სრულყოფილი ადამიანებისთვის შეიქმნა. დბ. 1:28; 2:8—15
ღვთის განზრახვა უცვლელია. ეს. 55:11; 46:10, 11
დედამიწა მშვიდობიანი, სრულყოფილი ადამიანებით დასახლდება. ფს. 72:7; ეს. 45:18; 9:6, 7
სამოთხე სამეფოს მეშვეობით აღდგება. მთ. 6:9, 10; გმც. 21:3—5
ბ. არასოდეს განადგურდება და გაუკაცრიელდება
დედამიწა მარადიულად იარსებებს. ეკ. 1:4; ფს. 104:5
ნოეს დროს კაცობრიობა განადგურდა და არა დედამიწა. 2პტ. 3:5—7; დბ. 7:23
ნოეს შემთხვევა იმედს გვაძლევს, რომ გადარჩენა ჩვენს დროშიც შესაძლებელი იქნება. მთ. 24:37—39
განადგურდებიან ბოროტები; გადარჩება „უამრავი ხალხი“. 2თს. 1:6—9; გმც. 7:9, 14
12. დღესასწაულები, დაბადების დღეები
ა. პირველი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ დაბადების დღეებსა და შობას
ცრუთაყვანისმცემლები ზეიმობდნენ. დბ. 40:20; მთ. 14:6
უნდა აღინიშნოს იესოს სიკვდილის დღე. ლკ. 22:19, 20; 1კრ. 11:25, 26
ზეიმები, რომლებსაც ღრეობა ახლავს თან, მიუღებელია. რმ. 13:13; გლ. 5:21; 1პტ. 4:3
13. ეკლესია
ა. ეკლესია სულიერია, აგებულია ქრისტეზე
ღმერთი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს. სქ. 17:24, 25; 7:48
ჭეშმარიტი ეკლესია ცოცხალი ქვებისგან შემდგარი სულიერი ტაძარია. 1პტ. 2:5, 6
ქრისტე ქვაკუთხედია, მოციქულები — მეორეხარისხოვანი საძირკველი. ეფ. 2:20
ღმერთს თაყვანი სულითა და ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ. ინ. 4:24
ბ. ეკლესია არ აგებულა პეტრეზე
იესოს არ უთქვამს, რომ ეკლესია პეტრეზე აიგებოდა. მთ. 16:18
იესოა „კლდე“. 1კრ. 10:4
პეტრემ თქვა, რომ იესოა საძირკველი. 1პტ. 2:4, 6—8; სქ. 4:8—12
14. ეშმაკი, დემონები
ა. ეშმაკი სულიერი პიროვნებაა
ის სულიერი პიროვნებაა, და არა ადამიანში არსებული ბოროტება. 2ტმ. 2:26
ანგელოზების მსგავსად, ეშმაკიც პიროვნებაა. მთ. 4:1, 11; იობ. 1:6
არასწორი სურვილით იქცია თავი ეშმაკად. იაკ. 1:13—15
ბ. ეშმაკი ქვეყნიერების უხილავი მმართველია
იგი ღმერთია, რომელიც ქვეყნიერებას მართავს. 2კრ. 4:4; 1ინ. 5:19; გმც. 12:9
საკამათო საკითხის გადაწყვეტამდე აქვს მიცემული არსებობის უფლება. გმ. 9:16; ინ. 12:31
ჯერ უფსკრულში იქნება ჩაგდებული, შემდეგ კი განადგურდება. გმც. 20:2, 3, 10
გ. დემონები მეამბოხე ანგელოზები არიან
ჯერ კიდევ წარღვნამდე შეუერთდნენ სატანას. დბ. 6:1, 2; 1პტ. 3:19, 20
დამცირებული და მოწყვეტილი იქნენ ყოველგვარ სინათლეს. 2პტ. 2:4; იუდ. 6
ღმერთს ებრძვიან და გავლენას ახდენენ ადამიანებზე. ლკ. 8:27—29; გმც. 16:13, 14
სატანასთან ერთად განადგურდებიან. მთ. 25:41; ლკ. 8:31; გმც. 20:2, 3, 10
დ. უნდა მოვერიდოთ სპირიტიზმს, რადგან მის უკან დემონები დგანან
ღვთის სიტყვა კრძალავს სპირიტიზმს. ეს. 8:19, 20; ლვ. 19:31; 20:6, 27
მკითხაობა დემონიზმია; განისჯება. სქ. 16:16—18
მიჰყავს განადგურებამდე. გლ. 5:19—21; გმც. 21:8; 22:15
ასტროლოგია აკრძალულია. კნ. 18:10—12; იერ. 10:2
15. ზეცა
ა. მხოლოდ 144 000 ავა ზეცაში
განსაზღვრული რიცხვია, ქრისტესთან ერთად იმეფებენ. გმც. 5:9, 10; 20:4
იესო იყო წინამორბედი; იმ დროიდან დაიწყო დანარჩენების ამორჩევა. კლ. 1:18; 1პტ. 2:21
სხვები დედამიწაზე იცხოვრებენ. ფს. 72:8; გმც. 21:3, 4
144 000-ს გამორჩეული მდგომარეობა უკავია. გმც. 14:1, 3; 7:4, 9
16. იესო
ა. იესო ღვთის ძე და დანიშნული მეფეა
ღვთის პირმშო; ყოველივე დანარჩენი მისი მონაწილეობით შეიქმნა. გმც. 3:14; კლ. 1:15—17
ქალისგან იშვა როგორც ადამიანი; ანგელოზებზე დაბალი მდგომარეობა დაიკავა. გლ. 4:4; ებ. 2:9
იშვა ღვთის სულით. ზეცაში ცხოვრებისთვის იყო განწესებული. მთ. 3:16, 17
იმაზე მაღალი მდგომარეობა დაიკავა, ვიდრე განკაცებამდე ჰქონდა. ფლ. 2:9, 10
ბ. გადარჩენისთვის აუცილებელია იესო ქრისტესადმი რწმენა
ქრისტე აბრაამისთვის აღთქმული შთამომავალია. დბ. 22:18; გლ. 3:16
იესოა ერთადერთი მღვდელმთავარი, გამომსყიდველი. 1ინ. 2:1, 2; ებ. 7:25, 26; მთ. 20:28
სიცოცხლე მოაქვს ღვთისა და ქრისტეს გაცნობას, ასევე მორჩილებას. ინ. 17:3; სქ. 4:12
გ. იესოსადმი მხოლოდ რწმენა არ არის საკმარისი
რწმენას თან საქმეები უნდა ახლდეს. იაკ. 2:17—26; 1:22—25
უნდა დავემორჩილოთ მცნებებს და ის საქმე ვაკეთოთ, რასაც ის აკეთებდა. ინ. 14:12, 15; 1ინ. 2:3
მათგან, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, ყველა ვერ შევა სამეფოში. მთ. 7:21—23
17. იეჰოვა, ღმერთი
ა. ღვთის სახელი
„ღმერთი“ საზოგადო სახელია; ჩვენს უფალს საკუთარი სახელი აქვს. 1კრ. 8:5, 6
ჩვენ ვლოცულობთ, რომ განიწმინდოს ღვთის სახელი. მთ. 6:9, 10
ღვთის სახელია იეჰოვა. ფს. 83:18; გმ. 6:2, 3; 3:15; ეს. 42:8
იესომ გააცხადა ღვთის სახელი. ინ. 17:6, 26; 5:43; 12:12, 13, 28
ბ. ღვთის არსებობა
შეუძლებელია, იხილო ღმერთი და ცოცხალი დარჩე. გმ. 33:20; ინ. 1:18; 1ინ. 4:12
ღმერთი რომ ირწმუნო, არ არის აუცილებელი მისი ხილვა. ებ. 11:1; რმ. 8:24, 25; 10:17
ღვთის შეცნობა მისი ხილული საქმეებით შეიძლება. რმ. 1:20; ფს. 19:1, 2
წინასწარმეტყველებათა შესრულება მოწმობს ღვთის არსებობაზე. ეს. 46:8—11
გ. ღვთის თვისებები
ღმერთი სიყვარულია. 1ინ. 4:8, 16; გმ. 34:6; 2კრ. 13:11; მქ. 7:18
აღმატებულია სიბრძნით. იობ. 12:13; რმ. 11:33; 1კრ. 2:7
სამართლიანია და სამართალს იქმს. კნ. 32:4; ფს. 37:28
ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერია. იობ. 37:23; გმც. 7:12; 4:11
დ. ყველა არ ემსახურება ერთ ღმერთს
გზა, რომელიც სწორი ჩანს, ყოველთვის არ არის სწორი. იგ. 16:25; მთ. 7:21
ორი გზიდან მხოლოდ ერთი მიდის სიცოცხლისკენ. მთ. 7:13, 14; კნ. 30:19
ღმერთი მრავალია, მაგრამ მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი. 1კრ. 8:5, 6; ფს. 82:1
სიცოცხლისთვის აუცილებელია, იცნობდე ჭეშმარიტ ღმერთს. ინ. 17:3; 1ინ. 5:20
18. იეჰოვას მოწმეები
ა. საიდან იწყება იეჰოვას მოწმეების ისტორია
იეჰოვა აცხადებს, თუ ვინ არიან მისი მოწმეები. ეს. 43:10—12; იერ. 15:16
ერთგული მოწმეების ხაზი აბელიდან დაიწყო. ებ. 11:4, 39; 12:1
იესო იყო ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე. ინ. 18:37; გმც. 1:5; 3:14
19. ლოცვა
ა. ლოცვები, რომლებსაც ისმენს ღმერთი
ღმერთი ისმენს ლოცვებს. ფს. 145:18; 1პტ. 3:12
უმართლოებს არ უსმენს, თუ არ შეიცვლებიან. ეს. 1:15—17
იესოს სახელით უნდა ვილოცოთ. ინ. 14:13, 14; 2კრ. 1:20
ღვთის ნების შესაბამისად უნდა ვილოცოთ. 1ინ. 5:14, 15
აუცილებელია რწმენა. იაკ. 1:6—8
ბ. ფუჭ გამეორებებსა და მარიამისა და „წმინდებისადმი“ აღვლენილ ლოცვებს ძალა არა აქვს
ღმერთს უნდა მივმართოთ ლოცვით იესოს სახელით. ინ. 14:6, 14; 16:23, 24
ღმერთი არ ისმენს ისეთ ლოცვებს, როცა გაუთავებლად ერთსა და იმავეს იმეორებენ. მთ. 6:7
20. მარიამის თაყვანისცემა
ა. მარიამი იესოს დედაა და არა „ღვთისმშობელი“
ღმერთს არ ჰქონია დასაწყისი. ფს. 90:2; 1ტმ. 1:17
მარიამი ღვთის ძის დედა იყო, როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა. ლკ. 1:35
ბ. მარიამი არ არის „მარად ქალწული“
იგი მისთხოვდა იოსებს. მთ. 1:19, 20, 24, 25
იესოს გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა. მთ. 13:55, 56; ლკ. 8:19—21
ისინი იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყვნენ იესოს „სულიერი ძმები“. ინ. 7:3, 5
21. მონათვლა
ა. ქრისტიანული მოთხოვნა
იესომ დაგვიტოვა მაგალითი. მთ. 3:13—15; ებ. 10:7
საკუთარი თავის უარყოფის ანუ მიძღვნის ნიშანია. მთ. 16:24; 1პტ. 3:21
მხოლოდ მათთვის, ვისაც ასაკი აძლევს სწავლის საშუალებას. მთ. 28:19, 20; სქ. 2:41
წყალში სრული ჩაძირვა მონათვლის სათანადო ფორმაა. სქ. 8:38, 39; ინ. 3:23
ბ. არ ნიშნავს ცოდვებისგან განწმენდას
იესო ცოდვებისგან განწმენდის მიზნით არ მონათლულა. 1პტ. 2:22; 3:18
იესოს სისხლი გვწმენდს ცოდვებისგან. 1ინ. 1:7
22. მსახური
ა. ყველა ქრისტიანი უნდა იყოს მსახური
იესო ღვთის მსახური იყო. რმ. 15:8, 9; მთ. 20:28
ქრისტიანები მას ჰბაძავენ. 1პტ. 2:21; 1კრ. 11:1
უნდა იქადაგონ, რომ მსახურება შეასრულონ. 2ტმ. 4:2, 5; 1კრ. 9:16
ბ. რა არის საჭირო მსახურებისთვის
ღვთის სული და მისი სიტყვის ცოდნა. 2ტმ. 2:15; ეს. 61:1—3
მიბაძონ ქრისტეს ქადაგებაში. 1პტ. 2:21; 2ტმ. 4:2, 5
ღმერთი სულითა და ორგანიზაციის საშუალებით გვასწავლის. ინ. 14:26; 2კრ. 3:1—3
23. რელიგია
ა. მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი რელიგია
ერთია იმედიც, რწმენაც და ნათლობაც. ეფ. 4:5, 13
გვევალება მოწაფეების მომზადება. მთ. 28:19; სქ. 8:12; 14:21
ნაყოფით ამოიცნობა. მთ. 7:19, 20; ლკ. 6:43, 44; ინ. 15:8
სიყვარული და თანხმობაა მორწმუნეთა შორის. ინ. 13:35; 1კრ. 1:10; 1ინ. 4:20
ბ. ცრუ სწავლება სამართლიანად განისჯება
იესო განსჯიდა ცრუ სწავლებას. მთ. 23:15, 23, 24; 15:4—9
ამას „დაბრმავებულთა“ დასაცავად აკეთებდა. მთ. 15:14
ჭეშმარიტებამ გაათავისუფლა ისინი, რომ იესოს მოწაფეები გამხდარიყვნენ. ინ. 8:31, 32
გ. აუცილებელია რელიგიის შეცვლა, როცა აშკარად ჩანს, რომ ის ცრუა
ჭეშმარიტება ათავისუფლებს; ამხელს მრავალთა სიცრუეს. ინ. 8:31, 32
ისრაელებმა და სხვებმა მიატოვეს ადრინდელი თაყვანისცემა. იეს. 24:15; 2მფ. 5:17
პირველმა ქრისტიანებმა შეიცვალეს თავიანთი შეხედულება. გლ. 1:13, 14; სქ. 3:17, 19
პავლემ შეიცვალა რელიგია. სქ. 26:4—6
მთელი ქვეყნიერება მოტყუებულია; გონებას განახლება სჭირდება. გმც. 12:9; რმ. 12:2
დ. ღმერთი არ იწონებს შეხედულებას, რომ „ყველა რელიგია კარგია“
ღმერთი ადგენს იმას, თუ როგორ ვცეთ თაყვანი. ინ. 4:23, 24; იაკ. 1:27
არ არის კარგი, თუ თაყვანისცემა ღვთის ნების თანახმად არ ხდება. რმ. 10:2, 3
„კარგმა საქმეებმა“ შეიძლება მოწონება ვერ დაიმსახუროს. მთ. 7:21—23
ნაყოფით ამოიცნობა. მთ. 7:20
24. რელიგიების გაერთიანება
ა. სხვადასხვა რელიგიასთან გაერთიანებას ღმერთი არ იწონებს
არსებობს ერთადერთი ვიწრო გზა, რომელსაც მცირედნი პოვებენ. ეფ. 4:4—6; მთ. 7:13, 14
ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ცრუ სწავლება ბილწავს ადამიანს. მთ. 16:6, 12; გლ. 5:9
მითითება გვაქვს მოცემული, რომ გამოყოფილნი ვიყოთ მათგან. 2ტმ. 3:5; 2კრ. 6:14—17; გმც. 18:4
ბ. არასწორია შეხედულება, თითქოს „ყველა რელიგია კარგია“
ზოგიერთი თავგამოდებულია, მაგრამ არა ღვთის ნების თანახმად. რმ. 10:2, 3
ცუდი ნებისმიერ კარგს აფუჭებს. 1კრ. 5:6; მთ. 7:15—17
ცრუმასწავლებლები ხალხს დაღუპვის გზისკენ მიუძღვებიან. 2პტ. 2:1; მთ. 12:30; 15:14
წმინდა თაყვანისმცემლობა განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს. კნ. 6:5, 14, 15
25. სამება
ა. ღმერთი ანუ მამა ერთი პიროვნებაა და უზენაესია სამყაროში
ღმერთი არ არის სამი პიროვნება. კნ. 6:4; მლ. 2:10; მრ. 10:18; რმ. 3:29, 30
ძე შექმნა ღმერთმა, მანამდე კი ღმერთი მარტო იყო. გმც. 3:14; კლ. 1:15; ეს. 44:6
ღმერთია სამყაროს მარადიული მმართველი. ფლ. 2:5, 6; დნ. 4:35
უპირველეს ყოვლისა, ღმერთი უნდა განდიდდეს. ფლ. 2:10, 11
ბ. ძეს მამაზე დაბალი მდგომარეობა უკავია; ასე იყო დედამიწაზე მის მოსვლამდე და მას შემდეგაც ასეა
მამას ემორჩილებოდა ზეცაში; ის მამამ გამოგზავნა. ინ. 8:42; 12:49
ემორჩილებოდა დედამიწაზე; მამა მასზე დიდია. ინ. 14:28; 5:19; ებ. 5:8
განდიდებულია ზეცაში, მაგრამ კვლავ ემორჩილება მამას. ფლ. 2:9; 1კრ. 15:28; მთ. 20:23
იეჰოვა არის ქრისტეს თავი და ღმერთი. 1კრ. 11:3; ინ. 20:17; გმც. 1:6
გ. ღვთისა და ქრისტეს ერთობა
ყოველთვის სრულ თანხმობაში არიან. ინ. 8:28, 29; 14:10
მათი ერთობა ქმრისა და ცოლის ერთობას ჰგავს. ინ. 10:30; მთ. 19:4—6
ყველა მორწმუნეს უნდა ჰქონდეს ასეთი ერთობა. ინ. 17:20—22; 1კრ. 1:10
მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ მარადიულად თაყვანი ქრისტეს მეშვეობით. ინ. 4:23, 24
დ. ღვთის წმინდა სული მისი მოქმედი ძალაა
ძალაა და არა პიროვნება. მთ. 3:16; ინ. 20:22; სქ. 2:4, 17, 33
ზეცაში ღმერთსა და იესოსთან მყოფი პიროვნება არ არის. სქ. 7:55, 56; გმც. 7:10
ღმერთი აგზავნის მას თავისივე განზრახვების შესასრულებლად. ფს. 104:30; 1კრ. 12:4—11
ღვთის მსახურები იღებენ მას და ის ხელმძღვანელობს მათ. 1კრ. 2:12, 13; გლ. 5:16
26. სამეფო
ა. რას გააკეთებს ღვთის სამეფო ადამიანებისთვის
შეასრულებს ღვთის ნებას. მთ. 6:9, 10; ფს. 45:6; გმც. 4:11
ეს არის მთავრობა, რომელსაც ჰყავს მეფე და აქვს კანონმდებლობა. ეს. 9:6, 7; 2:3; ფს. 72:1, 8
გაანადგურებს ბოროტებას და იმმართველებს მთელ დედამიწაზე. დნ. 2:44; ფს. 72:8
1 000-წლიანი მმართველობა გაასრულყოფილებს კაცობრიობას; სამოთხეს აღადგენს. გმც. 21:2—4; 20:6
ბ. დაფუძნდა მაშინ, როდესაც ქრისტეს მტრები ჯერ კიდევ მოქმედებდნენ
აღდგომის შემდეგ ქრისტეს დიდხანს უნდა ეცადა. ფს. 110:1; ებ. 10:12, 13
მან მიიღო ძალაუფლება და სატანას შეებრძოლა. ფს. 110:2; გმც. 12:7—9; ლკ. 10:18
სამეფოს დამყარების შემდეგ დედამიწას უბედურებები დაატყდა. გმც. 12:10, 12
დღევანდელი უბედურებები იმაზე მიგვანიშნებს, რომ დროა, სამეფოს მხარეს დავდგეთ. გმც. 11:15—18
გ. არც „გულებშია“ და არც ადამიანთა მცდელობით დამყარებულა
სამეფო ზეცაშია და არა დედამიწაზე. 2ტმ. 4:18; 1კრ. 15:50; ფს. 11:4
„გულებში“ არ არის; იესო ფარისევლებს მიმართავს. ლკ. 17:20, 21
არ არის ამ ქვეყნიერების ნაწილი. ინ. 18:36; ლკ. 4:5—8; დნ. 2:44
მთავრობები და ქვეყნიური ნორმები გაუქმდება. დნ. 2:44
27. სიკვდილი
ა. სიკვდილის მიზეზი
ადამიანს სრულყოფილი დასაბამი და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა ჰქონდა. დბ. 1:28, 31
დაუმორჩილებლობა სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მიზეზი გახდა. დბ. 2:16, 17; 3:17, 19
ცოდვა და სიკვდილი ადამის ყველა შთამომავალზე გადავიდა. რმ. 5:12
ბ. მკვდრების მდგომარეობა
ღმერთმა ადამს სული კი არ მისცა, სულად შექმნა. დბ. 2:7; 1კრ. 15:45
სული თავად ადამიანია, რომელიც კვდება. ეზკ. 18:4; ეს. 53:12; იობ. 11:20
მკვდრები ვერაფერს გრძნობენ, არაფერი იციან. ეკ. 9:5, 10; ფს. 146:3, 4
მკვდრები, რომელთა მდგომარეობაც ძილს ჰგავს, აღდგებიან. ინ. 11:11—14, 23—26; სქ. 7:60
გ. მკვდრებთან საუბარი შეუძლებელია
მკვდრები არ ცხოვრობენ ღმერთთან როგორც სულები. ფს. 115:17; ეს. 38:18
აკრძალულია მკვდრებთან საუბრის მცდელობა. ეს. 8:19; ლვ. 19:31
სულების გამომძახებლები და მკითხავები განისჯებიან. კნ. 18:10—12; გლ. 5:19—21
28. სისხლი
ა. სისხლის გადასხმა ბღალავს მის სიწმინდეს
ღმერთმა უთხრა ნოეს, რომ სისხლი წმინდაა, სიცოცხლეა. დბ. 9:4, 16
კანონით დადებული შეთანხმება კრძალავდა სისხლის ჭამას. ლვ. 17:14; 7:26, 27
აკრძალვა ქრისტიანებისთვისაც გამეორდა. სქ. 15:28, 29; 21:25
ბ. სიცოცხლის შენარჩუნების სურვილი არ ამართლებს ღვთის კანონის დარღვევას
მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია. 1სმ. 15:22; მრ. 12:33
სიცოცხლის დაყენება ღვთის კანონზე წინ დამღუპველია. მრ. 8:35, 36
29. სიცოცხლე
ა. მორჩილ ადამიანებს მარადიული სიცოცხლე აქვთ აღთქმული
სიცოცხლეს დაგვპირდა ღმერთი, რომელმაც შეუძლებელია იცრუოს. ტიტ. 1:2; ინ. 10:27, 28
მორწმუნეებს მარადიული სიცოცხლე აქვთ აღთქმული. ინ. 11:25, 26
სიკვდილი მოისპობა. 1კრ. 15:26; გმც. 21:4; 20:14; ეს. 25:8
ბ. ზეციერი სიცოცხლე ქრისტეს სხეულის წევრებისთვის არის განსაზღვრული
მათ ღმერთი ირჩევს თავისი სურვილით. მთ. 20:23; 1კრ. 12:18
მხოლოდ 144 000 ავა ზეცაში. გმც. 14:1, 4; 7:2—4; 5:9, 10
თვით იოანე ნათლისმცემელიც კი არ იქნება ზეციერ სამეფოში. მთ. 11:11
გ. მიწიერი სიცოცხლე აღთქმული აქვს ადამიანთა განუსაზღვრელ რაოდენობას, „სხვა ცხვარს“
განსაზღვრული რიცხვი იქნება იესოსთან ერთად ზეცაში. გმც. 14:1, 4; 7:2—4
„სხვა ცხვარს“ ქრისტეს ძმები არ ეწოდება. ინ. 10:16; მთ. 25:32, 40
ახლა ბევრი იკრიბება, რომ გადარჩნენ და დედამიწაზე იცხოვრონ. გმც. 7:9, 15—17
სხვები დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგებიან. გმც. 20:12; 21:4
30. სული (ნეფეშ; ფსიქე)
ა. რა არის სული
ადამიანი არის სული. დბ. 2:7; 1კრ. 15:45; იეს. 11:11; სქ. 27:37
ცხოველებსაც სულები ეწოდებათ. რც. 31:28; გმც. 16:3; ლვ. 24:18
სულს აქვს სისხლი, შეუძლია ჭამა, კვდება. იერ. 2:34; ლვ. 7:18; ეზკ. 18:4
შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალ ადამიანს აქვს სული. მრ. 8:36; ინ. 10:15
ბ. ცოცხალი არსებების სასიცოცხლო ძალაც (რუაჰ) სულად ითარგმნება
ადამიანთა ან ცხოველთა სიცოცხლე არის სული. ინ. 10:15; ლვ. 17:11
სასიცოცხლო ძალა, რომელიც სულს (ნეფეშ) აცოცხლებს, „სულია“ ფს. 146:4; 104:29
სიკვდილის შემთხვევაში სასიცოცხლო ძალაზე ძალაუფლება ღმერთს უბრუნდება ეკ. 12:7
მხოლოდ ღმერთს შეუძლია, სასიცოცხლო ძალა მოქმედებაში მოიყვანოს. ეზკ. 37:12—14
31. სული (რუაჰ; პნევმა)
ა. რა არის წმინდა სული
ღვთის მოქმედი ძალა და არა პიროვნება. სქ. 2:2, 3, 33; ინ. 14:17
გამოყენებული იყო შემოქმედების დროს, ბიბლიის შთაგონებით დაწერასა და ა. შ. დბ. 1:2; ეზკ. 11:5
შობს და სცხებს ქრისტეს სხეულის წევრებს. ინ. 3:5—8; 2კრ. 1:21, 22
ძალას აძლევს და მიუძღვის ღვთის ხალხს დღეს. გლ. 5:16, 18
ბ. სასიცოცხლო ძალას სული ეწოდება
სიცოცხლის საწინდარია; ის სუნთქვით ნარჩუნდება. იაკ. 2:26; იობ. 27:3
მხოლოდ ღმერთი ფლობს ძალაუფლებას სასიცოცხლო ძალაზე. ზქ. 12:1; ეკ. 8:8
ადამიანებისა და ცხოველების სასიცოცხლო ძალა ღმერთს ეკუთვნის. ეკ. 3:19—21
სული უბრუნდება ღმერთს, რომელსაც შეუძლია პიროვნების მკვდრეთით აღდგენა. ლკ. 23:46
32. უკანასკნელი დღეები
ა. რა იგულისხმება „ქვეყნიერების აღსასრულში“
ამ სისტემის აღსასრული. მთ. 24:3; 2პტ. 3:5—7; მრ. 13:4
არა დედამიწის აღსასრული, არამედ ბოროტი სისტემის აღსასრული. 1ინ. 2:17
განადგურებამდე უკანასკნელი დრო დადგება. მთ. 24:14
გადარჩებიან მართლები, შემდეგ დამყარდება ახალი ქვეყნიერება. 2პტ. 2:9; გმც. 7:14—17
ბ. საჭიროა სიფხიზლე უკანასკნელი დღეების ნიშნების ამოსაცნობად
ნიშნებს ღმერთი იძლევა ჩვენს სახელმძღვანელოდ. 2ტმ. 3:1—5; 1თს. 5:1-4
ქვეყნიერება ვერ აცნობიერებს მდგომარეობის სერიოზულობას. 2პტ. 3:3, 4, 7; მთ. 24:39
ღმერთი არ აყოვნებს, არამედ გვაფრთხილებს. 2პტ. 3:9
სიფხიზლე ჯილდოვდება. ლკ. 21:34—36
33. ქორწინება
ა. ქორწინება ღირსეული უნდა იყოს
ქრისტესა და პატარძალთან არის შედარებული. ეფ. 5:22, 23
ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი უნდა იყოს. ებ. 13:4
წყვილებს მიცემული აქვთ რჩევა, რომ არ დაშორდნენ ერთმანეთს. 1კრ. 7:10—16
განქორწინებისთვის ერთადერთი ბიბლიური საფუძველი არის პორნია. მთ. 19:9
ბ. ქრისტიანები პატივს უნდა სცემდნენ მეთაურობის პრინციპს
ოჯახის თავი, სიყვარულს უნდა ავლენდეს და ზრუნავდეს ოჯახის წევრებზე. ეფ. 5:23—31
ცოლს უნდა უყვარდეს ქმარი და ემორჩილებოდეს მას. 1პტ. 3:1—7; ეფ. 5:22
შვილები მორჩილები უნდა იყვნენ. ეფ. 6:1—3; კლ. 3:20
გ. ქრისტიანი მშობლების მოვალეობა შვილების მიმართ
უნდა გამოავლინონ სიყვარული, დაუთმონ დრო და ყურადღება. ტიტ. 2:4
არ უნდა გააღიზიანონ. კლ. 3:21
უნდა იზრუნონ შვილების ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე. 2კრ. 12:14; 1ტმ. 5:8
უნდა მოამზადონ შვილები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ეფ. 6:4; იგ. 22:6, 15; 23:13, 14
დ. ქრისტიანი უნდა დაქორწინდეს მხოლოდ ქრისტიანზე
მხოლოდ „უფალში“ უნდა დაქორწინდე. 1კრ. 7:39, კნ. 7:3, 4; ნეემ. 13:26
ე. პოლიგამია არაბიბლიურია
პირველ მამაკაცს მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდა. დბ. 2:18, 22—25
იესომ აღადგინა თავდაპირველი ნორმა ქრისტიანებისთვის. მთ. 19:3—9
პირველი ქრისტიანებისთვის პოლიგამია მიუღებელი იყო. 1კრ. 7:2, 12—16; ეფ. 5:28—31
34. ქრისტეს დაბრუნება
ა. დაბრუნება ადამიანებისთვის უხილავია
მოწაფეებს უთხრა, რომ ქვეყნიერება ვეღარ იხილავდა მას. ინ. 14:19
მხოლოდ მოწაფეებმა დაინახეს, როგორ ავიდა ზეცაში; ასეთივე იქნებოდა დაბრუნებაც. სქ. 1:6, 10, 11
ზეცაშია, როგორც უხილავი სული. 1ტმ. 6:14—16; ებ. 1:3
ბრუნდება ზეციერი სამეფოს ძალაუფლებით. დნ. 7:13, 14
ბ. ამოიცნობა ხილული ნიშნებით
მოწაფეებმა ჰკითხეს მას იმ დროის შესახებ, როცა ის მოსული იქნებოდა. მთ. 24:3
ქრისტიანები შეძენილი ცოდნის წყალობით „ხედავენ“, რომ ის მოსულია. ეფ. 1:18
მრავალი მოვლენა ხდის აშკარას, რომ ის მოსულია. ლკ. 21:10, 11
მტრები „დაინახავენ“, როდესაც თავს განადგურება დაატყდებათ. გმც. 1:7
35. ქრონოლოგია
ა. 1914 წ. (ახ. წ.) — უცხოტომელთა დროის დასასრული
სამეფო მმართველობის ხაზი შეწყდა ძვ. წ. 607 წ. ეზკ. 21:25—27
მმართველობის აღდგენამდე უნდა გასულიყო „შვიდი დრო“. დნ. 4:32, 16, 17
შვიდი დრო = 2 × 3 1/2 დროს, ანუ 2 × 1 260 დღეს. გმც. 12:6, 14; 11:2, 3
დღეზე წელიწადი. [უდრის 2 520 წელიწადს]. ეზკ. 4:6; რც. 14:34
ეს დრო უნდა გასულიყო სამეფოს დამყარებამდე. ლკ. 21:24; დნ. 7:13, 14
36. შაბათი
ა. შაბათის დაცვა ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ
კანონი გაუქმდა იესოს სიკვდილის საფუძველზე. ეფ. 2:15
ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ შაბათის დაცვა. კლ. 2:16, 17; რმ. 14:5, 10
საყვედური მიიღეს შაბათისა და სხვა დღესასწაულების დაცვისთვის. გლ. 4:9—11; რმ. 10:2—4
ღვთის დასვენებაში შესვლა რწმენითა და მორჩილებით ხდება. ებ. 4:9—11
ბ. შაბათის დაცვა მხოლოდ ძველ ისრაელს მოეთხოვებოდა
შაბათი პირველად ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ აღინიშნა. გმ. 16:26, 27, 29, 30
მიეცა მხოლოდ ხორციელ ისრაელს, როგორც ნიშანი. გმ. 31:16, 17; ფს. 147:19, 20
კანონის მიხედვით ყოველი მეშვიდე წლის შაბათის დაცვაც მოითხოვებოდა. გმ. 23:10, 11; ლვ. 25:3, 4
ქრისტიანებისთვის არ არის აუცილებელი შაბათის დაცვა. რმ. 14:5, 10; გლ. 4:9—11
გ. ღვთის დასვენების შაბათი (შემოქმედებითი „კვირის“ მე-7 დღე)
დაიწყო დედამიწაზე შემოქმედების დასრულების შემდეგ. დბ. 2:2, 3; ებ. 4:3—5
გრძელდებოდა დედამიწაზე იესოს ყოფნის შემდეგაც. ებ. 4:6—8; ფს. 95:7—9, 11
ქრისტიანები ისვენებენ ქვეყნიერების საქმეებისგან. ებ. 4:9, 10
დამთავრდება, როდესაც სამეფო დაასრულებს თავის საქმეებს დედამიწაზე. 1კრ. 15:24, 28
37. შემოქმედება
ა. ეთანხმება მეცნიერულ ფაქტებს; ამტკიცებს ევოლუციის თეორიის სიყალბეს
მეცნიერება ადასტურებს შემოქმედების თანამიმდევრობას. დბ. 1:11, 12, 21, 24, 25
ღვთის კანონი მცენარეთა „გვარისამებრ“ აღმოცენების თაობაზე უცვლელი რჩება. დბ. 1:11, 12; იაკ. 3:12
ბ. შემოქმედებითი დღეები არ არის 24-საათიანი
„დღე“ შეიძლება უბრალოდ დროის გარკვეულ მონაკვეთს ნიშნავდეს. დბ. 2:4
ღვთისთვის დღე შეიძლება იყოს დროის დიდი მონაკვეთი. ფს. 90:4; 2პტ. 3:8
38. ცოდვა
ა. რა არის ცოდვა
ღვთის კანონის, მისი სრულყოფილი ნორმების დარღვევა. 1ინ. 3:4; 5:17
ადამიანი, როგორც ღვთის ქმნილება, მის წინაშე პასუხისმგებელია. რმ. 14:12; 2:12—15
კანონმა განსაზღვრა ცოდვა, რომ ეს ადამიანს სცოდნოდა. გლ. 3:19; რმ. 3:20
ყველა ცოდვილია, ვერავინ იცავს ბოლომდე ღვთის სრულყოფილ ნორმებს. რმ. 3:23; ფს. 51:5
ბ. რატომ იტანჯება ყველა ადამის ცოდვის გამო
ყველას ადამისგან გადაეცა არასრულყოფილება და სიკვდილი. რმ. 5:12, 18
ღმერთი გულმოწყალების გამო უთმენდა კაცობრიობას. ფს. 103:8, 10, 14, 17
იესოს გაღებული მსხვერპლით ხდება ცოდვების გამოსყიდვა. 1ინ. 2:2
ცოდვა და ეშმაკის ყველა სხვა საქმე წარსულს ჩაჰბარდება. 1ინ. 3:8
გ. აკრძალული ნაყოფი დაუმორჩილებლობა იყო და არა სქესობრივი კავშირი
აკრძალული ხე ევას შექმნამდე არსებობდა. დბ. 2:17, 18
ადამისა და ევასთვის ღმერთს ნათქვამი ჰქონდა, რომ შვილები ჰყოლოდათ. დბ. 1:28
შვილები არა ცოდვის შედეგი, არამედ ღვთის კურთხევაა. ფს. 127:3—5
ევამ შესცოდა ადამის არყოფნის დროს; პირველმა შესცოდა. დბ. 3:6; 1ტმ. 2:11—14
ადამი, როგორც თავი, ღვთის კანონს არ დაემორჩილა. რმ. 5:12, 19
დ. რა არის წმინდა სულის წინააღმდეგ ცოდვა (მთ. 12:32; მრ. 3:28, 29)
ეს მემკვიდრეობითი ცოდვა არ არის. რმ. 5:8, 12, 18; 1ინ. 5:17
ვინმემ შეიძლება დაანაღვლიანოს წმინდა სული, მაგრამ კვლავ შემობრუნდეს. ეფ. 4:30; იაკ. 5:19, 20
ცოდვების განზრახ ჩადენას ადამიანი დაღუპვამდე მიჰყავს. 1ინ. 3:6—9
ღმერთი ასამართლებს ასეთებს და ართმევს თავის სულს. ებ. 6:4—8
არ უნდა ვილოცოთ ასეთი მოუნანიებელი ცოდვილებისთვის. 1ინ. 5:16, 17
39 ცრუწინასწარმეტყველები
ა. ცრუწინასწარმეტყველების გამოჩენა ნაწინასწარმეტყველებია; ისინი მოციქულების დროსაც იყვნენ
როგორ ამოვიცნოთ ცრუწინასწარმეტყველები. კნ. 18:20—22; ლკ. 6:26
ნაწინასწარმეტყველებია მათი არსებობა; ნაყოფით ამოიცნობიან. მთ. 24:23—26; 7:15—23
40. წინააღმდეგობა, დევნა
ა. ქრისტიანების დევნის მიზეზი
იესო სძულდათ; მან იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა წინააღმდეგობა. ინ. 15:18—20; მთ. 10:22
სწორი პრინციპებით ცხოვრება ასამართლებს ქვეყნიერებას. 1პტ. 4:1, 4, 12, 13
სატანა, ამ ქვეყნიერების ღმერთი, სამეფოს წინააღმდეგ გამოდის. 2კრ. 4:4; 1პტ. 5:8
ქრისტიანს არ ეშინია; ღმერთი ეხმარება მას. რმ. 8:38, 39; იაკ. 4:8
ბ. ცოლმა არ უნდა დაუშვას, რომ ქმარმა ის ღმერთს ჩამოაშოროს
გაფრთხილებული ვართ; ხალხმა შეიძლება არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს ქმარს. მთ. 10:34—38; სქ. 28:22
ცოლი ღმერთსა და ქრისტეს უნდა მიენდოს. ინ. 6:68; 17:3
ქმარი შეიძლება თავისი ერთგულებით გადაარჩინოს. 1კრ. 7:16; 1პტ. 3:1—6
ქმარი მეთაურია, მაგრამ არ უნდა კარნახობდეს ცოლს, ვის სცეს თაყვანი. 1კრ. 11:3; სქ. 5:29
გ. ქმარმა არ უნდა დაუშვას, რომ ცოლმა შეაწყვეტინოს ღვთისთვის მსახურება
უნდა უყვარდეს ცოლი, ოჯახი და უნდოდეს, რომ მათ იცოცხლონ. 1კრ. 7:16
ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილებები და იზრუნოს ოჯახზე. 1კრ. 11:3; 1ტმ. 5:8
ღმერთს უყვარს ის, ვინც ჭეშმარიტების მხარეს დგას. იაკ. 1:12; 5:10, 11
მშვიდობის შესანარჩუნებლად ღვთის პრინციპების დარღვევა მის უკმაყოფილებას იწვევს. ებ. 10:38
წაუძეხი ოჯახს, რომ ბედნიერად იცხოვროთ ახალ ქვეყნიერებაში. გმც. 21:3, 4
41. წინაპრების თაყვანისცემა
ა. წინაპრების თაყვანისცემა ფუჭია
წინაპრები მოკვდნენ და ვეღარაფერს გრძნობენ. ეკ. 9:5, 10
წინაპრებს არ უნდა ვცეთ თაყვანი. რმ. 5:12, 14; 1ტმ. 2:14
ღმერთი კრძალავს ასეთ თაყვანისცემას. გმ. 34:14; მთ. 4:10
ბ. ადამიანს შეიძლება ვცეთ პატივი, მაგრამ თაყვანი მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ
ახალგაზრდებმა პატივი უნდა სცენ ხანდაზმულებს. 1ტმ. 5:1, 2, 17; ეფ. 6:1—3
თაყვანი მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ. სქ. 10:25, 26; გმც. 22:8, 9
42. ხსნა
ა. ხსნა ღვთისგან არის, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე
სიცოცხლე არის ღვთის მიერ ძის მეშვეობით გაღებული ძღვენი. 1ინ. 4:9, 14; რმ. 6:23
ხსნის მიღწევა მხოლოდ იესოს მსხვერპლის საფუძველზეა შესაძლებელი. სქ. 4:12
სიკვდილის წინ აღსარება ხსნისთვის საკმარისი არ არის. იაკ. 2:14, 26
ხსნის მისაღწევად ძალისხმევაა საჭირო. ლკ. 13:23, 24; 1ტმ. 4:10
ბ. არაბიბლიურია თვალსაზრისი, თითქოს „ერთხელ გადარჩენა სამუდამოდ გადარჩენას ნიშნავს“
ვისაც წმინდა სული მიეცა, შეიძლება ჩამოშორდეს კიდეც ღმერთს. ებ. 6:4, 6; 1კრ. 9:27
თუმცა ეგვიპტეს თავი დააღწიეს, ბევრი ებრაელი მაინც განადგურდა. იუდ. 5
ხსნა წამიერად არ ხდება. ფლ. 2:12; 3:12—14; მთ. 10:22
თუ ვინმე წარსულ ცოდვებს უბრუნდება, ეს წინანდელზე ბევრად უარესია. 2პტ. 2:20, 21
გ. არაბიბლიურია თვალსაზრისი, თითქოს „საბოლოოდ ყველა გადარჩება“
ზოგიერთებისთვის მონანიება შეუძლებელია. ებ. 6:4—6
ღმერთს არ ახარებს ბოროტი ადამიანის სიკვდილი. ეზკ. 33:11; 18:32
სიყვარული უმართლობაზე თვალს ვერ დახუჭავს. ებ. 1:9
ბოროტები მოისპობიან. ებ. 10:26—29; გმც. 20:7—15
43. ჯვარი
ა. იესო ძელზე დაკიდეს, რაც სამარცხვინო სასჯელი იყო
იესო სიკვდილით დასაჯეს ძელზე ანუ ბოძზე დაკიდებით. სქ. 5:30; 10:39; გლ. 3:13
ქრისტიანებმა იმ გაგებით უნდა ატარონ ბოძი, რომ მზად იყვნენ შერცხვენისთვის. მთ. 10:38; ლკ. 9:23
ბ. არ უნდა ვცეთ მას თაყვანი
სამარცხვინოა იესოს ბოძის გამოფენა. ებ. 6:6; მთ. 27:41, 42
თაყვანისმცემლობაში ჯვრის გამოყენება კერპთაყვანისმცემლობაა. გმ. 20:4, 5; იერ. 10:3—5
იესო სულია, ბოძზე აღარ არის გაკრული. 1ტმ. 3:16; 1პტ. 3:18
44. ჯოჯოხეთი (შეოლი, ჰადესი)
ა. პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი სატანჯველი ადგილი არ არის
ტანჯული იობი იქ მოხვედრაზე ლოცულობდა. იობ. 14:13
უმოქმედობის ადგილია. ფს. 6:5; ეკ. 9:10; ეს. 38:18, 19
იესო აღდგენილ იქნა სამარხიდან, ჯოჯოხეთიდან. სქ. 2:27, 31, 32; ფს. 16:10
ჯოჯოხეთი გაუქმდება, მისგან დანარჩენი მკვდრებიც გათავისუფლდებიან. გმც. 20:13, 14
ბ. ცეცხლი განადგურების სიმბოლოა
ცეცხლი მარადიული განადგურების სიმბოლოა. მთ. 25:41, 46; 13:30
მოუნანიებელი ცოდვილები მარადიულად განადგურდებიან სიმბოლური ცეცხლით. ებ. 10:26, 27
სატანის „წამება“ ცეცხლში მის მარადიულ განადგურებას ნიშნავს. გმც. 20:10, 14, 15
გ. იგავი მდიდარსა და ლაზარეზე არ ადასტურებს მარადიული სატანჯველის არსებობას
როგორც აბრაამის მკერდს აქვს სიმბოლური გაგება, ისე — ცეცხლს. ლკ. 16:22—24
აბრაამის კეთილგანწყობილებაც უპირისპირდება სიბნელეს. მთ. 8:11, 12
ბაბილონის განადგურება ცეცხლოვან ტანჯვად მოიხსენიება. გმც. 18:8—10, 21