1 კორინთელები
13 ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც+ რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა.+ 2 წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს,+ ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე,+ ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე+ და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს,+ მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები.+ 3 მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე+ და ჩემი სხეული გავიღო,+ რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს,+ ეს არაფერს მარგებს.
4 სიყვარული+ სულგრძელი+ და კეთილია.+ სიყვარულს არ შურს*,+ სიყვარული არ ტრაბახობს,+ არ ყოყოჩობს,+ 5 უწესოდ არ იქცევა,+ თავისას არ ეძებს,+ არ ღიზიანდება+ და განაწყენებას არ ითვლის,+ 6 უმართლობით არ ხარობს,+ არამედ ჭეშმარიტება ახარებს,+ 7 ყველაფერს იტანს,+ ყველაფერი სწამს,+ ყველაფრის იმედი აქვს+ და ყველაფერს ითმენს.+
8 სიყვარული არასოდეს მთავრდება*.+ წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება.+ 9 ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს+ და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ,+ 10 მაგრამ როცა სრულყოფილი მოვა,+ ნაწილობრივი გაუქმდება. 11 როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ,+ ყოველივე ბავშვური მოვიშორე. 12 ამჟამად ბუნდოვან მონახაზს ვხედავთ ლითონის სარკეში,+ მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ.+ ამჟამად ნაწილობრივ ვიცი, მაშინ კი კარგად მეცოდინება, როგორც მე მიცნობენ კარგად.+ 13 ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია.+