2 ტიმოთე
1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქული ღვთის ნებითა+ და იმ სიცოცხლის დანაპირების თანახმად,+ რომელიც ქრისტე იესოშია,+ 2 ტიმოთეს, საყვარელ შვილს:+
წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან, და ქრისტე იესოსგან, ჩვენი უფლისგან.+
3 მადლობელი ვარ ღვთისა, რომელსაც ჩემი წინაპრებივით+ ვუსრულებ წმინდა მსახურებას+ სუფთა სინდისით,+ რადგან ყოველთვის გიხსენებ ვედრებაში+ და დღედაღამ 4 შენს ნახვას ვნატრობ,+ შენი ცრემლები რომ მახსენდება, რათა სიხარულით ავივსო. 5 ვიხსენებ შენს უთვალთმაქცო+ რწმენას,+ რომელიც შენამდე ბებიაშენ ლოისსა და დედაშენ ევნიკეს ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, რომ შენც გაქვს.
6 ამიტომ შეგახსენებ, რომ ცეცხლივით ააგიზგიზო+ ღვთის ძღვენი,+ რომელიც შენშია და ჩემი ხელის დადებით მოგეცა,+ 7 რადგან ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული,+ არამედ ძლიერების,+ სიყვარულისა და საღი აზროვნების.+ 8 ამიტომ ნურც ჩვენი უფლის შესახებ დამოწმებისა შეგრცხვება+ და ნურც ჩემი, მისი გულისთვის პატიმრად მყოფისა,+ არამედ ღვთის ძალით მოითმინე ბოროტება,+ რომელსაც სასიხარულო ცნობის გამო ხვდები.+ 9 მან გვიხსნა+ და მოგვიწოდა წმინდა მოწოდებით,+ არა ჩვენი საქმეების,+ არამედ თავისი განზრახვისა და წყალობის გამო, რომელიც ქრისტე იესოში გამოვლინდა დიდი ხნის წინათ,+ 10 მაგრამ ახლა ცხადი გახდა ჩვენი მხსნელის, ქრისტე იესოს გამოცხადების წყალობით,+ რომელმაც სიკვდილი გააუქმა+ და სიცოცხლესა+ და უხრწნელობას+ შუქი+ მოჰფინა სასიხარულო ცნობით,+ 11 რომლის მქადაგებლად, მოციქულად და მასწავლებლადაც მე დავინიშნე.+
12 ამიტომაც ვიტანჯები+ ასე, მაგრამ არა მრცხვენია,+ რადგან ვიცი, ვინც ვირწმუნე, და დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია იმ დღემდე დაიცვას+ ის, რაც მე მივანდე.+ 13 ჩაეჭიდე იმ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს,+ ჩემგან რომ მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია.+ 14 ჩვენში დამკვიდრებული+ წმინდა სულით დაიცავი ის დიდებული რამ, რაც მოგენდო.+
15 შენ იცი, რომ აზიაში*+ ყველამ ზურგი მაქცია,+ ფიგელესა და ჰერმოგენეს ჩათვლით. 16 ონისიფორეს+ შინაურებს კი უფალმა მისცეს წყალობა, რადგან მან ბევრჯერ გამამხნევა+ და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა.+ 17 რომში რომ იმყოფებოდა, გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.+ 18 უფალმა დართოს იმის ნება, რომ იეჰოვასგან მიიღოს წყალობა+ იმ დღეს.+ კარგად იცი, რა სამსახური აქვს გაწეული ეფესოში.