კოლოსელების მიმართ
2 მინდა, იცოდეთ, როგორ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკეელებისა+ და ყველასთვის, ვისაც პირადად არ შევხვედრივარ. 2 ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ განუგეშოთ,+ რათა სიყვარულით იყოთ შეხმატკბილებული,+ და მთელ განძს ფლობდეთ ანუ ბოლომდე იყოთ დარწმუნებული თქვენს ცოდნაში და საფუძვლიანად გესმოდეთ ღვთის წმინდა საიდუმლო, ქრისტე.+ 3 მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი საგანძური.+ 4 ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ დამაჯერებელი მსჯელობით. 5 მართალია, ფიზიკურად თქვენ გვერდით არ ვარ, მაგრამ ფიქრებით თქვენთან ვარ და მახარებს თქვენი წესრიგი+ და ქრისტესადმი თქვენი მტკიცე რწმენა.+
6 ამიტომ, როგორც ირწმუნეთ ქრისტე იესო, ჩვენი უფალი, კვლავაც ისე იარეთ მასთან ერთობაში, 7 ღრმად გაიდგით ფესვი, მის საძირკველზე დაფუძნდით+ და განიმტკიცეთ რწმენა,+ როგორც გისწავლიათ კიდეც. ამასთანავე, ყოველთვის მადლობდეთ ღმერთს.+
8 ფრთხილად იყავით, რომ არავინ შეგაცდინოთ ფილოსოფიითა და ფუჭი აზრებით,+ რომლებიც ადამიანურ ადათ-წესებსა და ქვეყნიურ შეხედულებებს ეფუძნება, და არა ქრისტესას; 9 მასში სრულად წარმოჩინდება* ღვთიური თვისებები.+ 10 თქვენც არაფერი გაკლიათ მისი წყალობით, ვინც ყველა მთავრობისა და ხელისუფლების თავია.+ 11 მისი მეშვეობით თქვენც წინადაიცვითეთ, ოღონდ არა ადამიანის ხელით, არამედ, როგორც ქრისტეს მიმდევრებს შეეფერებათ+ — თქვენ მოიშორეთ ცოდვილი სხეული.+ 12 თქვენც იმავე ნათლობით დაიმარხეთ,+ რომლითაც ის, და მისი მეშვეობით აღდექით კიდეც+ მასთან ერთად ღვთის ძლევამოსილი საქმეების რწმენით, ღვთისა, რომელმაც ის მკვდრეთით აღადგინა.+
13 თქვენ მკვდრები იყავით თქვენი შეცოდებებისა და წინადაუცვეთელობის გამო, მაგრამ ღმერთმა გაგაცოცხლათ მასთან ერთად.+ მან მთელი გულით გვაპატია ყველა შეცოდება+ 14 და გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ+ დაწერილი კანონი,+ რომელიც მან წამების ძელზე* მიალურსმა და ამგვარად მოგვაშორა;+ 15 გააშიშვლა მთავრობები და ხელისუფლებები და საზეიმო მსვლელობისას წამების ძელის მეშვეობით სააშკარაოზე გამოიყვანა ისინი, როგორც დამარცხებულები.+
16 ამიტომ ნურავინ განგსჯით იმის გამო, თუ რას ჭამთ და რას სვამთ,+ ან იმის გამო, აღნიშნავთ თუ არა დღესასწაულებს და ახალმთვარობას,+ და იცავთ თუ არა შაბათს.+ 17 ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია,+ სინამდვილე კი ქრისტეა.+ 18 ნუ წაგართმევთ ჯილდოს ნურავინ,+ ვინც თავმდაბლად წარმოაჩენს თავს, ანგელოზებს ეთაყვანება და თვალით ხილულს ეყრდნობა. ასეთი კაცი, სინამდვილეში, თავისი ადამიანური აზროვნებით უსაფუძვლოდაა გაყოყოჩებული 19 და არ ეჭიდება მას, ვინც არის თავი+ და ვისი მეშვეობითაც მთელი სხეული სახსრებითა და იოგებით ჰარმონიულადაა შერწყმული; სწორედ მისი მეშვეობით ზრდის ღმერთი სხეულს.+
20 თუ თქვენ ქრისტესთან ერთად დაიხოცეთ და უარყავით ქვეყნიური შეხედულებები,+ რატომ ცხოვრობთ ისე, თითქოსდა, კვლავაც ქვეყნიერების ნაწილი იყოთ და რატომ ემორჩილებით წესებს:+ 21 „ნუ მიეკარები, გემოს ნუ გაუსინჯავ, ნუ შეეხები“?! 22 ეს წესები იმას ეხება, რასაც მოიხმარ და თავდება, რადგან ადამიანურ მცნებებსა და მოძღვრებებს ეფუძნება.+ 23 ეს ყველაფერი სიბრძნეს წააგავს, მაგრამ სინამდვილეში თვითნებური თაყვანისმცემლობა და ყალბი თავმდაბლობაა, სხეულის დათრგუნვა,+ რაც ყოვლად უსარგებლოა ცოდვილ სურვილებთან ბრძოლაში.