იგავები
4 მოისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება+
და ყურად იღეთ, რომ შეიძინოთ გონიერება.
2 რჩევა-დარიგებას მოგცემთ;
ნუ შეაქცევთ ზურგს ჩემს კანონს.+
4 მარიგებდა მამაჩემი: „გულში ჩაიბეჭდე ჩემი სიტყვები;+
დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ.+
5 შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება;+
ნუ დაივიწყებ და ნუ გადახვალ ჩემს სიტყვას;
6 ნუ უგულებელყოფ სიბრძნეს და ის დაგიცავს;
შეიყვარე და დაგიფარავს.
8 დააფასე სიბრძნე და ის აგამაღლებს;+
ჩაეჭიდე და განგადიდებს.+
9 თავზე მშვენიერ გვირგვინს დაგადგამს
და ლამაზი თავსამკაულით შეგამკობს“.
12 ისე ივლი, რომ არაფერი დაგაბრკოლებს;
თუ გაიქცევი, არ წაბორძიკდები.
13 ჩაეჭიდე დარიგებას და ხელს ნუ გაუშვებ;+
ყურად იღე, რადგან ის გაცოცხლებს.+
16 ისე არ დაიძინებენ, ბოროტება რომ არ ჩაიდინონ;
ძილი გაუკრთებათ, ვინმე რომ არ დააქციონ.
17 ბოროტებით მოპოვებულ პურს ჭამენ
და ძალადობით მოპოვებულ ღვინოს სვამენ.
19 ბოროტთა გზა წყვდიადივითაა,
არ იციან, რას წამოჰკრავენ ფეხს.
20 შვილო, დაუკვირდი ჩემს სიტყვებს,
გულისყურით მოეკიდე ჩემს ნათქვამს;