იერემია
31 „იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, — ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან“.+
2 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„მახვილს გადარჩენილებმა წყალობა პოვეს უდაბნოში,
როცა ისრაელი მოსასვენებელი ადგილისკენ მიემართებოდა“.
3 შორიდან მეჩვენა იეჰოვა და მითხრა:
„მარადიული სიყვარულით შეგიყვარე
და იმიტომ დაგიახლოვე, რომ ურყევია შენდამი ჩემი სიყვარული*.+
4 კვლავ აღგაშენებ და აღშენდები,+
კვლავაც აიღებ დაირებს, ისრაელის ქალწულო,
და ცეკვა-ცეკვით წახვალ.+
6 დადგება დღე, როცა გუშაგები ეფრემის მთიან მხარეში დაიძახებენ,
ადექით, ავიდეთ სიონში იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთანო“.+
7 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„სიხარულით უმღერეთ იაკობს,
იყიჟინეთ, ხალხებზე აღმატებულნო!+
გამოაცხადეთ ეს, ხოტბა შეასხით ღმერთს და უთხარით,
იეჰოვა, იხსენი-თქო შენი ხალხი, დარჩენილი ისრაელები.+
8 აი, გამომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან;+
შევკრებ მათ დედამიწის კიდეებიდან.+
მათ შორის იქნებიან უსინათლოები და კოჭლები,+
ორსულები და მშობიარეები — ყველანი ერთად;
ისინი მრავალრიცხოვანნი დაბრუნდებიან აქ.+
შემევედრებიან და მეც წავუძღვები.
წყაროებისკენ გავუძღვები,+
მოსწორებული გზით წავიყვან, რომ არ წაფორხილდნენ,
რადგან ისრაელის მამა ვარ, ეფრემი კი ჩემი პირმშოა“.+
„ვინც ისრაელი გაფანტა, კვლავ შეკრებს მას,
და ისე დაიცავს, როგორც მწყემსი — ფარას.+
12 მოვლენ ისინი და სიხარულით შესძახებენ სიონის მაღლობზე,+
გაბრწყინდებიან, რადგან სიკეთეს არ დაიშურებს მათთვის იეჰოვა;
უხვად ექნებათ მარცვლეული, ახალი ღვინო+ და ზეთი,
გაუმრავლდებათ ცხვარ-ძროხა;+
მორწყულ ბაღს დაემსგავსებიან,+
არასოდეს დაიქანცებიან“.+
გლოვას სიხარულად ვუქცევ,+
ვანუგეშებ, მწუხარებას გავუქარვებ და გავახარებ.+
14 მღვდლებს უხვად ექნებათ საკვები;
დაპურდება ჩემი ხალხი, რადგან სიკეთეს არ დავიშურებ მათთვის“,+ — ამბობს იეჰოვა.
15 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„გლოვისა და მწარე მოთქმის ხმა ისმის რამაში,+
დასტირის თავის ვაჟებს რახელი.+
არ სურს ნუგეში,
რადგან აღარ ჰყავს ისინი“.+
16 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ნუღარ იტირებ და ნუღარ დაღვრი ცრემლს,
რადგან ჯილდოს მიიღებ შენი ნამოქმედარისთვის, — ამბობს იეჰოვა. —
დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან.+
17 იმედიანი მომავალი გაქვს,+ — ამბობს იეჰოვა, —
შენი ვაჟები თავიანთ მხარეში დაბრუნდებიან“.+
დამაბრუნე და დავბრუნდები,
რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი, იეჰოვა.
19 როცა მოვბრუნდი, სინანულმა შემიპყრო;+
როცა მივხვდი, მწუხარებისგან ბარძაყებზე ხელების რტყმა დავიწყე.
შერცხვენილი და დამცირებული ვიყავი+
ახალგაზრდობაში ჩადენილი ცოდვების გამო“».
20 „განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი, საყვარელი შვილი?!+
რამდენჯერაც არ უნდა გავკიცხო, მაინც მახსოვს.
ამიტომაც მეწვის გული მის გამო+
და შევიბრალებ კიდეც მას“, — ამბობს იეჰოვა.+
დაუკვირდი გზას, რომლითაც უნდა იარო,+
დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო, დაბრუნდი შენს ქალაქებში!
22 როდემდე უნდა მერყეობდე, ორგულო ასულო?!
იეჰოვამ რაღაც ახალი შექმნა დედამიწაზე:
ქალი გამალებით დაუწყებს ძებნას კაცს“.
23 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „როცა შევკრებ ტყვედ წაყვანილთ, კვლავ იტყვიან ამ სიტყვებს იუდასა და მის ქალაქებში: იეჰოვამ გაკურთხოსო, სიმართლის სამკვიდროვ,+ წმინდა მთაო.+ 24 იუდასა და ყველა მის ქალაქში დამკვიდრდებიან მიწათმოქმედნი და მწყემსნი.+ 25 მე გამოვაცოცხლებ დაღლილს და გავაძლიერებ ღონემიხდილს“.+
26 მერე გამომეღვიძა, თვალი გავახილე; ძილი მეამა.
27 „დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა გავამრავლებ ისრაელისა და იუდას მკვიდრთ; გავამრავლებ მათ პირუტყვსაც.+
28 მაშინ ჩასაფრებული ვიყავი, რომ ამომეძირკვა, დამექცია, დამენგრია, მომესპო და ზიანი მიმეყენებინა მათთვის,+ ახლა კი თვალი მეჭირება მათზე, რომ დავრგო და აღვაშენო,+ — ამბობს იეჰოვა. — 29 იმ დროს აღარ იტყვიან, მამებმა მკვახე ყურძენი ჭამეს და ვაჟებს კბილები მოეკვეთათო;+ 30 ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება. ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.
31 დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და ახალ შეთანხმებას დავუდებ ისრაელსა და იუდას,+ 32 მაგრამ არა ისეთ შეთანხმებას, მათ მამა-პაპას რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავჭიდე და ეგვიპტიდან გამოვიყვანე,+ შეთანხმებას, რომელიც დაარღვიეს,+ თუმცა მე მათი ბატონი* ვიყავი, — ამბობს იეჰოვა. —
33 ეს არის შეთანხმება, რომელსაც ისრაელს დავუდებ იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა. — ჩავუნერგავ მათ ჩემს კანონს+ და გულებში ჩავუწერ.+ მათი ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან.+
34 აღარავინ ასწავლის და ეტყვის თავის მოძმესა თუ ძმას, შეიცანიო იეჰოვა,+ ვინაიდან ყოველ მათგანს, განურჩევლად ყველას, შეცნობილი ვეყოლები,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვას“.+
35 აი, რას ამბობს იეჰოვა,
ის, ვინც მზით ანათებს დღეს
და ღამის გასანათებლად მთვარესა და ვარსკვლავებს უდგენს წესებს,
ვინც ზღვას აღელვებს და მის ტალღებს აბობოქრებს
და ვისი სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა:+
36 „თუ ეს წესები ოდესმე გაუქმდება, — ამბობს იეჰოვა, —
მაშინ ისრაელის შთამომავლობაც, როგორც ერი, გაწყდება“.+
37 აი, რას ამბობს იეჰოვა: „თუ ვინმე მაღლა ზეცას გაზომავს და დაბლა დედამიწის საძირკვლებს გამოიკვლევს, მაშინ მეც უარვყოფ ისრაელის მთელ შთამომავლობას ჩადენილი საქმეების გამო, — ამბობს იეჰოვა.+ —
38 დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა იეჰოვასთვის აშენდება ქალაქი+ ხანანელის კოშკიდან+ კუთხის კარიბჭემდე.+ 39 ლარი+ გადაიჭიმება გარების გორამდე და გოისკენ გაგრძელდება. 40 გვამებისა და ნაცრის მთელი ველი, ტერასები კედრონის ხევამდე,+ ცხენის კარიბჭის კუთხემდე,+ აღმოსავლეთის მხარეს, წმინდა იქნება იეჰოვასთვის;+ აღარასოდეს ამოიძირკვება და აღარასოდეს დაინგრევა“.