სოფონია
2 შეიკრიბე, შეიკრიბე,+ უსირცხვილო ერო!+
2 ვიდრე აღსრულებულა ბრძანება,
ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს,
ვიდრე თავს დაგტეხიათ იეჰოვას რისხვა,+
ვიდრე თავს დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე,
3 ეძებეთ იეჰოვა,+ დედამიწის თვინიერნო,
მისი სამართლის დამცველნო!
ესწრაფეთ სიმართლეს, ესწრაფეთ თვინიერებას,
იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს.+
შუადღისას განდევნიან აშდოდს და ამოიძირკვება ეკრონი.+
5 „ვაი თქვენ, ქერეთელნო,+ ზღვისპირეთის მკვიდრნო!
იეჰოვას სიტყვა თქვენ წინააღმდეგაა.
შენც გაგანადგურებ, ქანაანო, ფილისტიმელთა მიწავ, გაუკაცრიელდები.
6 საძოვრებად იქცევა ზღვისპირეთი,
მწყემსებს ჭები ექნებათ და ცხვრებს ქვით ნაშენი ფარეხები.
საღამოობით აშკელონის სახლებში დაწვებიან,
რადგან იეჰოვა, მათი ღმერთი, მოხედავს მათ
და უკან დააბრუნებს დატყვევებულთ“.+
8 „გავიგონე, რომ შეურაცხყოფდნენ მოაბელები+ ჩემს ხალხს, ლანძღავდნენ ამონელები+ მათ,
დასცინოდნენ და გადიდგულებულები ემუქრებოდნენ მათ სამფლობელოს.+
9 ამიტომ ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, —
მოაბი სოდომს+ დაემსგავსება და ამონი — გომორას,+
ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოსა და გაუკაცრიელებულ მიწას.+
ჩემი ხალხიდან დარჩენილნი გაძარცვავენ მათ,
ჩემი ხალხის დარჩენილი ნაწილი დაეპატრონება მათ.
10 ეს იქნება მათი სიამაყის საზღაური,+
რადგან დასცინოდნენ და ედიდგულებოდნენ
ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ხალხს.
11 იეჰოვა შიშს მოჰგვრის მათ;
არარაობად აქცევს დედამიწის ყველა ღმერთს,
და მას სცემენ თაყვანს კუნძულებზე მცხოვრები ერები,+
თითოეული თავისი სამყოფლიდან.
12 ეთიოპებო, თქვენც გაგავლებთ მუსრს ჩემი მახვილით!+
14 იქ მოისვენებენ ჯოგები და ყველანაირი მხეცი;
მის ბუღაურებს შორის გაათევენ ღამეს ვარხვი და მაჩვზღარბა.
სარკმლიდან მათი ხმა შემოვა;
ზღურბლთან ნანგრევები ეყრება,
რადგან ის გააშიშვლებს კედრის კედლებს.
15 ეს იყო უსაფრთხოდ მცხოვრები მედიდური ქალაქი,
გულში რომ ამბობდა, მე ვინ გამიტოლდებაო.
მის შემხედვარეთ თავზარი დაეცემათ;
მხეცები დაიბუდებენ იქ.
გამვლელნი სტვენას მოჰყვებიან და მუშტს მოიღერებენ“.+