სოფონია
1 იეჰოვას სიტყვა ეუწყა სოფონიას*, ხიზკიას ვაჟის, ამარიას ვაჟის, გედალიას ვაჟის, ქუშის ვაჟს, იუდას მეფე იოშიას,+ ამონის+ ვაჟის დროს:
2 „ყველაფერს აღვგვი მიწის პირიდან, — ამბობს იეჰოვა.+ —
3 ბოლოს მოვუღებ ადამიანსაც და ცხოველსაც,
ბოლოს მოვუღებ ფრინველებს ცაში და თევზებს ზღვაში,+
მოვსპობ დაბრკოლებებს*+ ბოროტებთან ერთად.
აღვგვი ხალხს მიწის პირიდან, — ამბობს იეჰოვა. —
4 ხელს აღვმართავ იუდასა
და იერუსალიმის მკვიდრებზე
და წავშლი იქიდან ბაალის+ თაყვანისმცემლობის ყოველგვარ კვალს,
ქურუმთა და მღვდელთა სახსენებელს.+
5 მოვსპობ მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემს ცის ლაშქარს,+
ვინც პირქვე ემხობა და ერთგულებას
იეჰოვასაც ეფიცება+ და მალქამსაც,+
ვინც თაყვანს არ სცემს იეჰოვას და რჩევისთვის არ მიმართავს“.+
7 დადუმდით უზენაესი უფლის, იეჰოვას წინაშე, რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე.+
იეჰოვამ მსხვერპლი მოამზადა;
მან განწმინდა ისინი, ვინც მიიწვია.
8 „მე, იეჰოვა, მსხვერპლის შეწირვის დღეს პასუხს მოვთხოვ მთავრებს,
უფლისწულებს+ და ყველას, ვისაც უცხოური სამოსელი აცვია.
9 იმ დღეს პასუხს ვაგებინებ ყველას, ვინც კვარცხლბეკზე* მიძვრება,
ვინც თავისი ბატონის სახლს ძალადობითა და მზაკვრობით ავსებს.
10 იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, —
გაისმება ყვირილი თევზის კარიბჭიდან,+
მოთქმა — ქალაქის მეორე უბნიდან+
და დიდი ნგრევის ხმა — გორებიდან.
12 იმ დროს ლამპრებით გულდასმით დავათვალიერებ იერუსალიმს
და პასუხს მოვთხოვ არხეინად მყოფთ, გულში რომ ამბობენ,
იეჰოვა არც კარგს მოიმოქმედებს და არც ცუდსო.+
13 დაიტაცებენ მათ სიმდიდრეს და გაპარტახდება მათი სახლები.+
ააშენებენ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებენ,
გააშენებენ ვენახებს, მაგრამ ღვინოს ვერ დალევენ.+
14 ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე,+
ახლოს არის და სწრაფად მოდის!+
იეჰოვას დღეს მწარე მოთქმის ხმა გაისმება;+
მაშინ მებრძოლნიც კი აყვირდებიან.+
გასაჭირისა და ტანჯვის დღე,+
ქარიშხლისა და გაპარტახების დღე,
სიბნელისა და უკუნეთის დღე,+
ღრუბლებისა და წყვდიადის დღე,+
16 დღე, როცა საყვირს ჩაჰბერავენ და საბრძოლო ყიჟინას დასცემენ+
გამაგრებული ქალაქებისა და კუთხის მაღალი კოშკების წინააღმდეგ.+
მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი
და ნეხვივით ეყრება მათი შიგნეული.+