ესაია
1 ესაიას*,+ ამოცის ძის, ხილვა, რომელიც იუდასა და იერუსალიმის შესახებ იხილა იუდას მეფეების,+ უზიას,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას+ დროს:
3 ხარი თავის მყიდველს ცნობს
და ვირი — თავისი პატრონის ბაგას,
ისრაელი კი არ მიცნობს,+
შეუგნებლად იქცევა ჩემი ხალხი“.
5 უარესად რომ მეურჩებით, სადღა დაგარტყათ?!+
თავი იარებით გაქვთ დაფარული,
გული კი — დასნეულებული.+
6 თხემით ტერფამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ;
თქვენი ჭრილობები, დაჟეჟილობა და იარები
არავის დაუმუშავებია, არც შეუხვევია და არც ზეთით დაურბილებია.+
7 თქვენი ქვეყანა გაპარტახებულია,
თქვენი ქალაქები კი — ცეცხლით გადამწვარი;
თქვენს მიწაზე მოწეულს უცხოტომელები ჭამენ თქვენ თვალწინ,+
უცხოტომელთა მიერ აოხრებულს დაემსგავსა თქვენი მიწა.+
8 სიონის ასული ვენახში მიტოვებულ საჩრდილობელს,
კიტრის ბაღჩაში ჩადგმულ ქოხსა
და ალყაშემორტყმულ ქალაქს დაემსგავსა.+
9 ლაშქართა ღმერთ იეჰოვას ცოცხალი რომ არ დაეტოვებინა ზოგიერთი ჩვენგანი,
სოდომივით ვიქნებოდით
და გომორას დავემსგავსებოდით.+
10 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, სოდომის ულმობელო მმართველებო!+
ყური დაუგდეთ ჩვენი ღვთის კანონს, გომორელებო!+
11 „რას მარგებს თქვენი დიდძალი შესაწირავი?+ — ამბობს იეჰოვა. —
ყელში ამომივიდა დასაწვავ მსხვერპლად შეწირული ვერძები+ და ნასუქი პირუტყვის ქონი;+
არ მსიამოვნებს თქვენი მოზვრების,+
თქვენი საკმეველი საძულველია ჩემთვის.+
თქვენ იცავთ ახალმთვარობებსა+ და შაბათებს,+ მართავთ შეკრებებს,+
მაგრამ ვერ ვიტან თქვენს ჯადოქრობას+
თქვენი საზეიმო შეკრების დროს.
14 შემძულდა თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები,
ტვირთად დამაწვა;
დავიღალე მათი ზიდვით.
მრავალთა სისხლში გაქვთ გასვრილი ხელი.+
სამართალი გაუჩინეთ ქვრივს.+
18 მოდით და მოვაგვაროთ საქმეები, — ამბობს იეჰოვა.+ —
ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები,
თოვლივით გათეთრდება;+
შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს,
მატყლს დაემსგავსება.
იეჰოვას ბაგე ამბობს ამას“.
21 ო, როგორ გამეძავებულა+ ერთგული ქალაქი!+
ახლა კი კაცისმკვლელებმა დაიდეს ბინა.+
23 შენი მთავრები ჯიუტები და ქურდთა თანამზრახველნი არიან,+
ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია და ძღვენსაა დახარბებული.+
ობოლს სამართალს არ უჩენენ
და ქვრივის საქმეს ხელს არ ჰკიდებენ.+
24 ამიტომ ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,
ისრაელის ძლიერი აცხადებს:
„აი, თავიდან მოვიშორებ მოწინააღმდეგეებს
და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.+
25 ხელს მოგიღერებ
და ნაცარტუტით მოგაცილებ ხენჯს,
მოგაშორებ ყველა მინარევს.+
ამის შემდეგ „სიმართლის ქალაქი“, „ერთგული ქალაქი“, დაგერქმევა.+
და არავინ იქნება ჩამქრობი!“