ეფესოელების მიმართ
1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქულად დანიშნული ღვთის ნებით, ეფესოში+ მყოფ წმინდებს, ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფ ერთგულებს:
2 წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან!
3 დიდება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთსა და მამას, რომელმაც თავისი სულით უხვად გვაკურთხა ზეცაში ქრისტესთან ერთობაში,+ 4 როცა ჯერ კიდევ მაშინ აგვირჩია, სანამ ქვეყნიერებას დასაბამი მიეცემოდა, რომ ქრისტესთან ერთობაში ვყოფილიყავით და მის წინაშე წმინდები და შეუბღალავნი+ დავრჩენილიყავით ღვთის სიყვარულით. 5 მან წინასწარ განსაზღვრა,+ რომ იესო ქრისტეს მეშვეობით გვიშვილებდა+ თავისი ნებისამებრ,+ 6 რათა განდიდებულიყო იმ წყალობისთვის,+ რომელიც თავისი საყვარელი ძის+ მეშვეობით გამოიჩინა ჩვენდამი. 7 მისი ძის სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი.+ დიახ, მისი მეშვეობით გვეპატია ცოდვები+ ღვთის უხვი წყალობით!
8 მან უხვად გვიბოძა წყალობა ყოველგვარ სიბრძნესა და გონიერებასთან ერთად, 9 რათა გაეცხადებინა ჩვენთვის თავისი ნების წმინდა საიდუმლო.+ მან თავისი ნებისამებრ განიზრახა, 10 რომ დანიშნულ დროს* განეგო ყოველივე ანუ ქრისტეში მოეყარა მას თავი ყველაფრისთვის, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა;+ დიახ, მასში, 11 ვისთან ერთობაშიც ვართ და ვისთან ერთადაც დავინიშნეთ მემკვიდრეებად,+ წინასწარ არჩეულნი მისი განზრახვით, ვინც ყველაფერს თავისი ნებისამებრ აკეთებს, 12 რათა ჩვენ, იუდეველებს, ვისაც პირველებს ჩაგვესახა ქრისტეს იმედი, განგვედიდებინა ღმერთი ჩვენი მსახურებით. 13 მაგრამ, მას შემდეგ, რაც მოისმინეთ ჭეშმარიტება, სასიხარულო ცნობა თქვენი ხსნის შესახებ, თქვენც, უცხოტომელებმაც, ირწმუნეთ ქრისტე და მისი მეშვეობით დაგესვათ ბეჭედი+ დაპირებული წმინდა სულით; 14 ეს სული ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია*,+ რათა გამოსასყიდით+ გათავისუფლდეს ღვთის საკუთრება+ მის განსადიდებლად და საქებრად.
15 ამიტომ, მას შემდეგ, რაც გავიგე, როგორი რწმენა გაქვთ უფალ იესოსადმი და როგორ გიყვართ წმინდები, 16 განუწყვეტლივ ვმადლობ ღმერთს თქვენ გამო. გამუდმებით გიხსენიებთ ლოცვებში, 17 რათა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ღმერთმა, დიდებით მოსილმა მამამ, მოგცეთ სიბრძნე და უნარი, რომ ჩასწვდეთ ღვთის მიერ გაცხადებულს და შეიძინოთ საფუძვლიანი ცოდნა მის შესახებ.+ 18 მან აგიხილათ თვალები, რათა მიმხვდარიყავით, რა იმედი მოგცათ* ღმერთმა, რა დიდებულ სიმდიდრეს გაძლევთ მემკვიდრეობად წმინდებს+ 19 და რაოდენ დიდებულია მისი ძალა, რომელიც ჩვენში, მორწმუნეებში, ვლინდება.+ ამ ძალის დიდებულება მაშინაც გახდა ცხადი, 20 როცა მან ქრისტე აღადგინა მკვდრეთით და თავის მარჯვნივ+ დასვა ზეცაში 21 და დააყენა ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალაუფლებაზე, მმართველობაზე და ყოველ სახელზე მაღლა+ არა მარტო ახლა*, არამედ სამომავლოდაც. 22 ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა+ და იგი დააყენა ყველაფრის თავად კრებაში,+ 23 რომელიც მისი სხეულია+ და სავსეა მისით, ვინც ყოველმხრივ ავსებს ყველაფერს.