ესაია
61 უზენაესი უფლის, იეჰოვას, სულია ჩემზე,+
რადგან იეჰოვამ მცხო თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად.+
მან გამომგზავნა გულგატეხილთათვის ჭრილობების მოსაშუშებლად,
ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად
და პატიმართათვის თვალების ფართოდ გასახელად,+
2 იეჰოვას წყალობის წელიწადისა
და ჩვენი ღვთის შურისძიების დღის გამოსაცხადებლად,+
ყველა მგლოვიარის სანუგეშებლად,+
3 სიონზე მგლოვიარეთათვის
ნაცრის ნაცვლად თავსაბურავის მისაცემად,
გლოვის ნაცვლად სიხარულის ზეთის მისაცემად,
გულგატეხილობის ნაცვლად ქების მოსასხამის მისაცემად.
ეწოდებათ მათ სიმართლის დიდი ხეები,
იეჰოვას ნარგავი, მისივე განსადიდებლად.+
4 კვლავ ააშენებენ უძველეს ნანგრევებს,
აღადგენენ ძველად გაპარტახებულ ადგილებს,+
განაახლებენ განადგურებულ ქალაქებს,+
თაობიდან თაობაში გავერანებულ ადგილებს.+
5 „მოვლენ უცხოები და დამწყემსავენ თქვენს ფარებს,
ხალხთა ავლადიდებას მოიხმართ+
და მათი სიმდიდრით იტრაბახებთ.
7 შერცხვენის ნაცვლად ორმაგ წილს მიიღებთ;
დამცირების ნაცვლად სიხარულით იყიჟინებს ჩემი ხალხი თავისი წილის გამო.
ორმაგ წილს მიიღებენ თავიანთ მიწაზე.+
მარადიული სიხარული ექნებათ.+
სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს
და მარადიულ შეთანხმებას დავუდებ.+
ყველა, ვინც მათ დაინახავს, მიხვდება,
რომ იეჰოვას მიერ კურთხეული შთამომავლობა არიან“.+
10 დიდად გავიხარებ იეჰოვათი,
მთელი არსებით გავიხარებ ჩემი ღმერთით,+