იოანეს სახარება
13 იესომ პასექის დღესასწაულამდე იცოდა, რომ ქვეყნიერების დატოვებისა და მამასთან წასვლის+ დრო დამდგარიყო,+ და რადგან შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.+ 2 ვახშმის დროს ეშმაკს უკვე შთაეგონებინა სიმონის ძისთვის, იუდა ისკარიოტელისთვის,+ რომ გაეცა იესო.+ 3 ვინაიდან იესომ იცოდა, რომ მამამ ყველაფერი მას გადასცა, რომ ღვთისგან იყო და ღმერთთან მიდიოდა,+ 4 სუფრიდან წამოდგა, მოსასხამი გვერდზე გადადო, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.+ 5 ტაშტში წყალი ჩაასხა, დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების დაბანა და წელზე შემორტყმული პირსახოცით შემშრალება. 6 სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, მან ჰკითხა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“ 7 იესომ მიუგო: „ახლა არ გესმის, რას ვაკეთებ, მაგრამ მერე გაიგებ“. 8 პეტრემ უთხრა მას: „არა, არ დაგაბანინებ ფეხებს!“ იესომ უპასუხა: „თუ არ დამაბანინებ,+ არ გექნება ჩემთან წილი!“ 9 სიმონ-პეტრემ მიუგო: „უფალო, მაშინ მარტო ფეხები კი არა, ხელებიც და თავიც დამბანე!“ 10 იესომ უთხრა: „დაბანილს ფეხების დაბანის გარდა არაფერი სჭირდება, რადგან მთლიანად სუფთაა. თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა“. 11 მან იცოდა, ვინ გასცემდა,+ ამიტომაც თქვა, ყველა არ ხართო სუფთა.
12 როცა მათ ფეხები დაბანა, მოსასხამი მოისხა, კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა მაგიდასთან და მათ უთხრა: «ხვდებით, რატომ დაგბანეთ ფეხები? 13 თქვენ მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და მართლებიც ხართ, რადგან ასეცაა.+ 14 ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები,+ თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.+ 15 ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე გააკეთოთ.+ 16 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მონა არ არის თავის ბატონზე მეტი, არც გაგზავნილია გამგზავნელზე მეტი; 17 ახლა იცით ყოველივე ეს, და თუ ასე მოიქცევით, ბედნიერნი იქნებით.+ 18 ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ; ვიცი, ვინც ამოვირჩიე, თუმცა უნდა შესრულდეს წმინდა წერილში ჩაწერილი:+ „მან, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი!“+ 19 სანამ ეს მოხდება, მანამ გეუბნებით, რათა, როცა მოხდება, ირწმუნოთ, რომ ეს მე ვარ.+ 20 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემს გაგზავნილს იღებს, მეც მიღებს,+ ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს».+
21 ეს რომ თქვა, იესო ძლიერ დამწუხრდა და თქვა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს!“+ 22 დაბნეულმა მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს, ვისზე თქვაო.+ 23 იესოს გვერდით სუფრასთან იჯდა* ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა.+ 24 მაშინ სიმონ-პეტრემ თავით ანიშნა ამ მოწაფეს და ჰკითხა: „ვისზე ამბობს ამას?“ 25 ისიც მკერდზე მიეყრდნო იესოს და ჰკითხა: „უფალო, ვისზე ამბობ?“+ 26 იესომ უპასუხა: „მასზე, ვისაც ჩაწებულ პურს მივაწვდი“.+ ჩააწო პური, აიღო და მიაწოდა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. 27 მას შემდეგ, რაც იუდამ პური გამოართვა, სატანა შევიდა მასში.+ მაშინ იესომ უთხრა მას: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ!“ 28 მაგრამ სუფრასთან მყოფთა შორის არავინ იცოდა, რატომ უთხრა ეს, 29 და რადგან ყულაბა იუდას ჰქონდა,+ ზოგს ეგონა, რომ იესო სადღესასწაულოდ რაიმეს ყიდვას ან ღარიბებისთვის მოწყალების გაღებას ავალებდა. 30 იუდამ პური გამოართვა და გარეთ გავიდა. უკვე დაღამებულიყო.+
31 მისი გასვლის შემდეგ, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე,+ და მისით განდიდდა ღმერთი. 32 თავად ღმერთი განადიდებს მას,+ მაშინვე განადიდებს. 33 შვილებო, კიდევ ცოტა ხანს ვიქნები თქვენთან. მომძებნით, თუმცა თქვენც იმავეს გეუბნებით, რაც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი.+ 34 ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ,+ თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი!+ 35 ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“.+
36 სიმონ-პეტრემ ჰკითხა: „უფალო, სად მიდიხარ?“ იესომ მიუგო: „სადაც მე მივდივარ, ახლა იქ ვერ გამომყვები, მერე კი გამომყვები“.+ 37 პეტრემ უთხრა მას: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგყვები? თავს გავწირავ შენთვის!“+ 38 იესომ უპასუხა: „თავს გაწირავ ჩემთვის?! ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ!“+